ნილგირი

ჯომსომიდან პოჰარში დაბრუნების ამბავი

24 ოქტომბერი არ იყო ჯერ გათენებული, როდესაც ავდექი და სასტუმროდან პირდაპირ აეროპორტში ჩავედი. პრინსიპში 50 მეტრის სავალიც არ იყო. რეისი 6:30-ზე იყო დანიშნული. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, პოჰარაში გაფრენა კიდევ უფრო დრამატული აღმოჩნდა ვიდრე აქ ჩამოფრენა, რაზეც უკვე დავწერე. მადლობა სიმრიკს. თავისთავად დანიშნულ დროზე არავითარი თვითმფრინავი არ ჩამოფრინდა. სიმრიკის გარდა ისევ მხოლოდ ტარას რეისები იყო დღეს.…

მარფას მონასტერი

მარფას მონასტერი ხედები ზემოდან

მარფას მონასტერი გამოჩნდა… ავუყევი კიბეებს მონასტრისკენ, კიბე შუაზე იყო გაყოფილი სალოცავი ბორბლებით. ნელნელა ავდიოდი… გზად ერთი-ორი მოხუცი შემხვდა მხოლოდ. თეთრ შენობასთან რომ ავედი, პირველი ფოტოებიც გადავიღე. ხეობის ხედმა სვანეთი გამახსენა, წიწვოვანი ტყის გამო, ვიწრო ხეობაში. ამით მსგავსება მთავრდებოდა. სახერავებზე, კონტურზე შემოწყობილი შეშა ტიპიურია აქაურობისთვის, და რა თქმა უნდა სალოცავი ხუთფერა დროშები… ორივე მხარეს ულამაზესი ხედები…

სოფელი მარფა, ნეპალი, კალი-განდაკი

სოფელი მარფა ნეპალი – მსოფლიოში ულამაზესი სოფელი

ნაჭამ-ჩაი დალეული გამოვედი რესტორანიდან და განვაგრძე ბოდიალი მარფას ულამაზეს ქუჩებში. ამ სოფელში არის პატარა არყის საწარმო, სადაც ხდიან არაყს ვაშლებისგან და გარგლებისგან. როგორც მეღვინეობის ქვეყნიდან ჩამოსულს, ძალიან მაინტერესებდა ადგილობრივი ალკოჰოლის საწარმო, თუმცა, დღეს დიდი ინდუისტური დღესასწაულის დივალის პირველი დღე იყო, და საწარმო დაკეტილი დამხვდა. როგორც ადრე წავიკითხე, ეს საწარმო ძველი ფოსტის შენობაშია განთავსებული. მარფას ქუჩებში…

მარფა, მუსტანგი

სოფელში ასეთი შთამბეჭდავი შესვლის შემდეგ მოვხვდი სუფთა, ფიქალით მოკირწლულ ქუჩაზე, ქუჩა ვიწრო იყო, გარშემო თეთრი ქვის სახლები, როგორც ყველგან მუსტანგში, ძალიან თბილოდა. დრო იყო დამესვენა, ჩაი დამელია და ასე განმეგრძო სოფლის დათვალიერება. ცოტაც გავიარე და ჩვეული წარწერა შემხვდა Hotel – roof top restaurant, გარეთ “ბირჟა” იყო. ჩავუარე ბირჟას და შევედი. მოვხვდი “პატიოში” ისე ახლო აღმოსავლეთის…

მარფა, ნეპალი, სოფლის შესასვლელი

იმას რომ ჰიმალაებში დიდი სოფლის შესასვლელთან ვარ სალოცავი ბორბლების რიგით მივხვდი. ასე წითლად შეღებილი ბორბლები პრინციპში მხოლოდ ჰიმალაებში ვნახე. ასე გამოიყურება შესასვლელი. უკვე გვარიანად მომწყურდა და ცხელი ჩაისთვის სამშობლოს გავყიდდი. აურა გავაუმჯობესე ბორბლების დატრიალებით და შემდეგ ეს სტუპები შემხვდა. სტუპებს ტიბეტურად მანტრები აწერია. ამის შემდეგ ეს შთამბეჭდავი კარიბჭე დამხვდა. როგორც მივხვდი ჯომსომი მოხერხებული ადგილი იყო…

გზა მარფასკენ, ნეპალი

დილით ბიჭები მიფრინავდნენ პოჰარაში. საუზმის შემდეგ გავაცილე აეროპორტში და შემდეგ თავისუფალი და კვლავ მარტო ვიყავი. მარფამდე 6 კილომეტრია. მარფა სოფელია კალი-განდაკის ხეობაში, ცნობილია უნიკალური გემრიელი ვაშლებით, მდებარეობს 2600 მეტრის სიმაღლეზე. წაკითხული მქონდა რომ სოფელი ძალიან ლამაზია, და თურმე ბრიტანეთის სამეფო კარი სწორედ აქედან მარაგდება ვაშლებით. უკანასკნელი რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ ვაშლი აქ მართლაც კარგი…

დაბრუნება ჯომსომში. ნეპალი.

გათენდა. გამოვძვერი ოთახიდან დატენილი ფოტოაპარატით, სახურავზე ავედი და ამომავალი მზის სხივებში მთების და სოფლის გადაღება დავიწყე…. სახურავიდან თავი კიდევ უფრო მეტად მეგონა შატილში. ახლოს ახლოს სახურავები და ხის ვიწრო კიბეები ზუსტად როგორც შატილშია. ცოტა ხანში ჩემი ახალი ამხანაგებიც ამოძვრნენ სახურავზე და დაიწყო დილის ფოტოსესია. ბუდისტური შატილი. არ გაგონებთ? მონასტრიდან ისმოდა მანტრების კითხვის ხმა… შატილი –…

მუკტინაჰი, ნეპალი, 3800 მეტრის სიმაღლეზე

მუკტინაჰი, ტაძარი 3800 მეტრის სიმაღლეზე, ტორონგ ლა უღელტეხილის ძირში. ინდუისტებისთვისაც და ბუდისტებისთვისაც აქ წმინდა ადგილია. ანაპურნას მყინვარებიდან 108 წყარო ჩამოედინება აქ. კარმის განსაწმენდათ მორწმუნეები ამ წყაროებში განიბანებიან. ინდუისტები და ბუდისტები მშვიდად თანაცხოვრობენ და სალოცავებსაც მშვიდად იყოფებ. აქაც რამდენიმე ინდუისტური და ბუდისტიური ტაძარია გვერდი-გვერდ. ამ საფეხურებს ავუყევი, ავუყევი, ყოველი ნაბიჯი ძალიან დამღლელი იყო, ჰაერი არ იყო…

მუკტინაჰისკენ ბოლო აღმართები. ნეპალი

ხეობას შევუყევით, საბოლოო მიზანი კი არ ჩანდა. ალბათ სადღაც იქ, ამ აღმართს ზემოთ არის მუკტინაჰი, ბუდისტებისთვის და ინდუისტებისთვის წმინდა ადგილი… ჯერ კი ჩვენს სოფელს გადმოვხედეთ… გაღმა ჯჰონგი ჩანდა ბაღებში ჩაფლული კიდევ ერთი შატილი ჰიმალაებში. აღმართებს ავუყევით, ჩანთის გარეშე სიარული ისე არ ჭირდა, თუმცა 3500 მეტრი თავისას შვრებოდა მაინც. მიზანი კიდევ არ ჩანდა. ვმკითხაობდით, რომელი გორის…