ჩერნივცი პატარა ულამაზესი ქალაქი – ქარბუქი
მზის ჩასვლა ჩერნივციში ძალიან ცივი გაზაფხულის დღის ბოლოს. როგორც ვთქვი, პირველ დღეს საშინლად არ გამიმართლა ამინდში. 3 აპრილს თოვლი და ქარბუქი იყო. გაყინული მივდიოდი ვეძებდი რამე თბილ ადგილს. სამწუხაროდ ლვოვისგან განსხვავებით ჩერნივცი არ გამოირჩევა მუზეუმების სიუხვით. თეატრს სწრაფად ჩავუარე. ქალაქის მერია და ზეციური ასეულის მემორიალი ცენტრალურ მოედანზე. ეს ვარდისფერი ბუკოვინის საკათედრო ტაძარია. რატომაა ვარდისფერი ვერ…