9 აპრილი 1989

9 აპრილი 1989 ფიქრი წარსულზე

ის დღეები რაც 9 აპრილს მოჰყვა კარგად მახსოვს… რა ხდებოდა ჯერ კარგად არ მესმოდა… მაგრამ ყველაფერი რომ შეიცვალა ვხედავდი… სკოლაში აღარ იყო ლექსები ლენინზე, სახლში და მეზობლებთან რუსული არხები. იმ დროს 1 თბილისის არხი იყო და 2 რუსული. რუსულ არხებს აღარ ვრთავდით. პირველად გავიგე რუსებისადმი სიძულვილი, ის რომ რუსეთი ჩვენი მტერია და საქართველო დამოუკიდებელი უნდა…