მზის ჩასვლა ჩიტვანში

მზის ჩასვლისთვის მდინარის ნაპირთან მივედით სადაც ბევრი ხალხი იყო, ყველა ფოტოტექნიკით შეიარაღებული. ხედები მართლაც ულამაზესი იყო, მიუხედავად ცოტა ღრუბლებისა. კანოე მზის ჩასვლის ფერები…. ასე დამთავრდა პირველი დღე ჩიტვანში. მეორე ძალიან საინტერესო გველოდებოდა. წავედით სასტუმროში, სადაც გიდმა შემდეგი დღის გეგმები გაგვაცნო. დილას 5:30-ზე ვიწყებდით. ასე რომ ვახშმის მერე ადრევე დავწექით. მე ისეთი დაღლილი ვიყავი რომ ძილი…

ჩიტვანის ეროვნული პარკი, გასეირნება

 წინა პოსტში დაწვრილებით ავღწერე როგორ მუშაობს ზოგადად სისტემა. ახლა განვაგრძობ თხრობას. ესე იგი გიდი შეგვხვდა, კიდევ ერთხელ გაგვაცნო პროგრამა და გაგვიძღვა სასეირნოდ. სამხრეთ ნეპალი დაბლობია, ადრე აქ სულ ჯუნგლები, ჭაობები და მალარიის კოღოები იყვნენ. ერთადერთი ეროვნება, ვისაც აქვს მალარიის იმუნიტეტი ტარუა. მათ გარდა აქ ვერავინ სახლობდა. ტარუს ხალხი სახლებს მაღალი ბალახისგან (ტორფის მაგვარი) და ტალახისგან…

ჩიტვანის ნაკრძალში გამგზავრება

 მონასტრის ცხოვრება დამთავრდა და მეორე დილას 6:30-ზე უნდა ვყოფილიყავი ავტობუსების გაჩერებაზე საიდანაც გადიან ტურისტული ავტობუსები სხვადასხვა მიმართულებით. ორი სიტყვით ტრანსპორტზე ნეპალში. რკინიგზა როგორც კლასი არ არსებობს საერთოდ. მდიდარ ტურისტებს შეუძლიათ გადაფრინდნენ შიდა ავიახაზებით ნებისმიერი დიდი ქალაქიდან სხვა ქალაქში ან მთებში რაიონულ ცენტრებში. ყველა დანარჩენებისთვის კი არის ავტობუსები. ავტობუსები ორ ძირითად კლასად იყოფა – ადგილობრივი, იაფი,…