ნაგარკოტი
მონასტრიდან პირდაპირ ტამელში წამოვედი, მშობლიურ სასტუმრო ნანაში შევსახლდი და ცხელი შხაპი მივიღე. კოპანის სიჩუმის შემდეგ ტამელის მჩქეფარე ცხოვრებამ თან გამიტაცა, თან კი არ ვიცოდი სად გავქცეულიყავი. მეორე დილით მნიშვნელოვანი საქმე მქინდა გასაკეთებელი – ინდოეთის ვიზისთვის უნდა შემეტანა საბუთები, ამიტომ შორს ვერ წავიდოდი. დილით ადრე ავდექი, მივაკითხე სავიზო ცენტრს, და სადღაც 10:30-სთვის უკვე თავისუფალი ვიყავი. ორშაბათი…