დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
ინდოეთში უკანასკნელი დღეები დამრჩა… სანახავი კიდევ ბევრი. ეს ჭრელი, ხმაურიანი და კონტრასტული ქალაქი ბომბეი ძალიან მომეწონა. ბომბეიდან ისე წასვლა რა იქნებოდა დობი გატი რომ არ მენახა. ბომბეიში უკიდურესი სიღარიბე და სიმდიდრე გვერდიგვერდ სუფევს, ყოველგვარი გარდამავალი რგოლის გარეშე შესაძლოა ორივეს ნახვა. ცნობილ ტრუშჩობებში წასვლა არ მოვინდომე, მითუმეტეს ტრანსპორტით არაერთხელ ჩავუარე, მაგრამ დობი გატის ნახვა აუცილებლად მინდოდა.…