კოპანის მონასტერი

კოპანის მონასტერი

შარშან 10 დღე გავატარე კოპანის მონასტერში, რომელიც კატმანდუს ველის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. წელსაც მინდოდა დაბრუნება, პრინციპში ნეპალში დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ კოპანი იყო. კოპანის ისტორია 70-ანი წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც ინდოეთიდან კატმანდუში ორი ბუდისტი ლამა ჩამოვიდა – იეშე, რომელიც ტიბეტელი ლტოლვილი იყო და ზოპა, რომელის ნეპალელი შერპა იყო. მათ თან მათი ამერიკელი მოსწავლე ახლდათ,…

სინათლის შეწირვა კოპანის მონასტერში.

ბოლო საღამოს კარინმა გვითხრა რომ გვექნება სინათლის შეწირვა (light offering) და ყველას უნდა გვეყიდა სანთლები. ზოგადად ბუდიზმში არ არის მსხერპლშეწირვები, იგივე ინდუიზმისგან განსხვავებით. ცხოველის მოკვლა ნებისმიერი მოტივაციით არ შეიძლება. სინათლის შეწირვას ზუსტად რა დატვირთვა აქვს ვერ გავიგე.. მაგრამ როგორც აგვიხსნეს დადებითი ენერგიის აკუმულირება უნდა მოგვეხდინა და გაგვენათებინა იქაურობა როგორც დჰარმა ანათებს სამყაროს. ალბათ ეს დატვირთვაა.…

დღეები კოპანის მონასტერში

დღე დღეს მიყვებოდა და ყველა დღე ერთნაირი იყო. თუმცა მოწყენილი არ ვიყავი. დრო და დრო ფოტოაპარატს გამოვიტანდი ოთახიდან და ვიღებდი. ხან დღიურს ვწერდი ხან წიგნებს ვკითხულობდი. ლექცია გეშე ლობსანგთან. ინგლისური არც ისე კარგი ჰქონდა მაგრამ იუმორი იცოცხლე. ცენტრალური გომპა.ბოლო დღეები ცოტა უფრო მოვეშვი და გამიჭირდა, არც ვიცი რატომ. ბოლო 2 დღე კი მდუმარებასა და მედიტაციაში…

პუჯა კოპანის მონასტერში. სახეები…

 აი ამაზე ისეთი ხმა იყო, რომ თუ ვინმე წაუძინებდა, უეჭველი გამოფხიზლდებოდა.

 თინეიჯერები

 ბავშვები. მზეც ამოვიდა ამასობაში.

 ნეტა რაზე ფიქრობს?

 ბავშვები

 გადაჩურჩულება 🙂

უკვე ძალიან მომშივდა, მზეც კარგად ამოვიდა და წავედი საუზმეზე…

პუჯა კოპანის მონასტერში, გაგრძელება

 რადგან ტიბეტურად სიტყვა არ მესმოდა, ფოტოაპარატით ვერთობოდი.  ეს ისეთ ხმას გამოსცემს მკვდარს ააყენებს.  ჩაის დროც მოვიდა. რადგან ეს ყველაფერი საუზმემდე ხდება, ჩაი აუცილებელია. გაგვაფრთხილეს რომ ტიბეტური ჩაი იქნება და შეიძლება არ მოგვეწონოს. მართლებიც აღმოჩნდნენ, ძალიან ცხიმიანი რძიანი ჩაი მარილით სასიამოვნო დასალევი არ იყო, თუმცა მშიერ კუჭზე რას არ დალევ.  ბერები და ჭიქები…  ცინგკაპა  ბერი  ბავშვები…

პუჯა – ბუდისტური ღვთისმსახურება

ჩვენთვის პუჯაზე დასწრება არ იყო სავალდებულო. თუმცა ჯგუფიდან რამდენიმე კაცმა კარინს სთხოვა, რომ ჩვენც დავსწრებულიყავით, და თხოვნა რა თქმა უნდა დაკმაყოფილებული იყო. სავსე მთვარიანი ღამის შემდეგ, გამთენიას დიდ გომპაში უნდა შევკრებილიყავით. პუჯა 5:30-ზე იწყებოდა. ავდექი, პირი დავიბანე, გავემზადე და წავედი. რომ მივედი ჯერ ადრე იყო და გომპა ცარიელი იყო. ბერები ცენტრში ისხდნენ, ჩვენთვის ბალიშები კედლების…

კოპანის მონასტერი – თემის გარეშე

 ბუდიზმის დროშა.
დღეები გადიოდა, კოპანში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი და განსაკუთრებით იმ ხალხთან ერთად ვინც იქ იყვნენ, მცირე გამონაკლისების გარდა ძალიან კარგ და კომფორტულ საზოგადოებაში მოვხვდი.

 დასაჯდომი

 კატმანდუ

 ამ დაფაზე დალაი ლამას ციტატებს წერდნენ, ყოველ დღე ახალი ციტატა.

ჩემი საძინებელი ოთახი.

Our group Kopan monastery October 2014 course

 ყოველ დღე, 2-დან 3 საათამდე ვიყოფოდით პატარა ჯგუფებად და წინასწარ მოცემული კითხვებზე გვქონდა დისკუსია. ესეც ჩვენი ჯგუფი.  აქტიური დისკუსია. მექსიკა, ესპანეთი, ფინეთი, გერმანია, ჰოლანდია, ინგლისი, უკრაინა და საქართველო. ტიპიური კოპანური ინტერნაციონალი 🙂  ეს რაედია იორდანიიდან. გამიკვირდა ამ ადამიანის გაცნობა რადგან მორწმუნე მუსულმანი იყო. თეოლოგიური დისპუტიც მოგვივიდა, კონსენსუსამდე ვერ მივედით, თუმცა ერთმანეთის აზრს პატივი ვეცით 🙂…

ბუდისტური ხელოვნება – კოპანის მონასტერი

 როგორც ადრე დავწერე, კოპანის მონასტერი თანამედროვეა, და მოხატულობაც შესაბამისად ახალია, თუმცა იმეორებს ტრადიციულ ბუდისტურ ფრესკებს. ეს ფრესკა მთავარი ტაძრის შესასვლელშია და ასახავს სამსარის რუქას. ასეთი გამოსახულება ყველა ბუდისტურ ტაძარში გვხვდება.

 ეს დებატების პავილიონშია ბუდას და ტარას ქანდაკებები

ტარა – ბუდას ქალის სახე

ბავშვები მონასტერში

 ტიბეტში და ჰიმალაებში შუა საუკუნეებიდან დღემდეა ტრადიცია, რომ ოჯახი უმცხროს შვილებს მონასტერს აძლევს. შუა საუკუნეების ევროპაშიც ასეთივე ტრადიცია იყო, აქ კი დღემდე მოაღწია. ტრადიციას რა თქმა უნდა ეკონომიკური საფუძველი აქვს – მაღალ მთაში სიდუხჭირეა და ქონება მხოლოდ უფროს შვილზე გადადის, უმცროსს არაფერი ერგება ამიტომ მას მონასტერში უშვებენ, თან ხშირია რომ ოჯახს არ აქვს საშუალება გამოკვებოს…