მზის ჩასვლა

გოკარნა, კუდლი – სამოთხის პატარა ნატეხი

გოკარნაში, კუდლი ბიჩზე ცხოვრება მონოტონური მაგრამ სასიამოვნო იყო. დილით საუზმე და ცურვა. მერე ცოტა ხანი იოგაზე დავდიოდი. იოგა რომ აღარ მქონდა მთელი დღე, როდესაც ძალიან ცხელოდა ჰამაკში ვიწექი და ვკითხულობდი. საღამოს ცურვა, ქალაქში გასვლა და ვახშამი. ყველაზე კარგი საღამოები იყო. მზის ჩასვლისთვის კუდლის მოსახლეობა იკრიბებოდა პლიაჟზე და მხიარულობდა. ფოტოს დააკლიკეთ ეს ვიდეოა. მზის ჩასვლები თავისთავად…

გოკარნა

გოკარნა – პრაქტიკული ინფორმაცია

გოკარნა პატარა ქალაქია კარნატაკას შტატში ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. ქალაქში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტაძარია – შივასი, განეშის და რამასი, რის გამოც იგი ინდუისტებისთვის წმინდა ადგილია და ბევრი მომლოცველი ჩამოდის აქ. თავიდან ზღვაზე რომ გადავწყვიტე წასვლა ვორჭოფობდი, გოკარნა ამერჩია თუ კერალას შტატის საზღვაო ადგილები ვარკალა ან კოვალამი, გოა არც კი განიხილებოდა რუსი ტურისტების სიჭარბისა და ფასების გამო. ბოლოს არჩევანი…

ჰამპი

ჰამპი – პოსტი უკანასკნელი

ვაგრძელებდით მიტოვებული სასახლეების დათვალიერებას. წარსულის აჩრდილები ჯუნგლებში დაკარგულ ქალაქში… ჩამონგრეული ტაძარი აქ დიდი სასახლე იყო ტაძარიც იყო… მიტოვებული მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი… კი ეს ღმერთები აქ არიან, მიტოვებულ ქალაქში! ბარელიეფები… საიდუმლო გასასვლელებიც იყო და წყლის დიდი აუზიც. მეფეთა აბანოები პაწია ტაძარი ჯუნგლებმა ჩაყლაპა. ტაძრების ბოლო კომპლექსი მოშორებით იყო, თითქმის არგენუდის გადასასვლელთან და ჩვენი სასტუმროდან ის ძალიან…

ჰამპი

ჯუნგლებში დაკარგული ქალაქი ჰამპი

მარტომ სიცხეში გავნაგრძე ჰამპის ნანგრევების შესწავლა. გზის გაღმა კიდევ ერთი ტაძარი აღმოვაჩინე დიდი აუზით. წყლის აუზები ამ კლიმატში აუცილებელია. იანვარში უკვე გაუსაძლისი სიცხე იყო. განეშს რა უჭირს ჩრდილში ზის. აქ ღვთაება წყალში კარგად გრილადაა. ჰამპი მართლაც რაღაც მისტიკურია… თან ეს მისტიკური პეიზაჟები, ტიტანების ბრძოლის შედეგები, თან კი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე გაფანტული ტაძრების ნანგრევები… ნეტა როგორი…

გაღმა ნაპირი

ჰამპი – გაღმა ნაპირი

დღე დღეს მიყვებოდა ჰამპიში. ჩემმა დაბადების დღემაც მხიარულად ჩაიარა. 7 იანვარს გადავწყვიტეთ გაღმა ნაპირზე გასვლა და თვითონ ჰამპის – ჯუნგლებში დაკარგული XVI საუკუნის ქალაქის ნახვა. ქალაქზე უკვე დავწერე ადრე პოსტში. ბაიკებით მივედით ოთხივე ბორანამდე, გაღმა ნაპირიდან ძალიან მომხიბლავად ჩანდა ჰამპი… გადავცურეთ მდინარე და აი აქ ვართ ჩვენც! მივადექით იქვე მდინარესთან ტაძარს… ტაძრის აუზში წყალია გამოსაცვლელი.…

შივა

ლაქშმი, განეშა და შივა ჰამპიში

ჰამპიში დღეები ერთმანეთს ჰგავდა… ზარმაცულად ვისვენებდით, ხან ერთ მუთაქაზე მოვთავსდებოდით ხან მეორეზე. საღამოს მზის ჩასვლის სანახავად გავდიოდით. ჩვენი ბელგიელი მეგობრები თინა და იოჰანი ძალიან კარგი ადამიანები გამოდგნენ. ინტერნეტისთვის სოფელში გავედით. ბობ მარლი აქაც უყვართ. მოსაწევი აქაც უხვადაა. ეს ძალიან მომეწონა. მართლაც ასეა… უკვე 2 თვის წამოსული ვიყავი სახლიდან და რამდენი ახალი საინტერესო ადამიანი გავიცანი. გადაიკვეთები…

ჰამპი

ჰამპი ახალი წელი

გრიგორიანული კალენდრით 2016 წლის დადგომამ სწორედ ჰამპიში მომისწრო. როგორც უკვე ვთქვი 31 დეკემბერს დილით ჩამოვედი, შევხვდი ჩემს კომპანში გაცნობილ ამხანაგს და წავედით სასტუმროში. დავბინავდი, ვისაუზმეთ, წავედით სკუტერით მოვიარეთ არემარე… ჰამპის შემოგარენი უტარ-პრადეშისგან ძალიან განსხვავდებოდა. სოფლები კოხტა და ლამაზია, ისეთი საშინელი სიღატაკე არ სუფევს აქ. ყველგან ბრინჯის მინდვრებია, ბანანების და ქოქოსების პლანტაციები. +31 გრადუსი იყო და…

ჰამპი

ჰამპი პრაქტიკული ინფო

ბანგალორიდან ჰამპიმდე ღამის ავტობუსი 9 საათი მოდიოდა. კიდევ შესაძლებელია მატარებლით ჰოსპეტამდე მისვლა და იქედან ჰამპიმდე ავტობუსით. ჰამპი ძველი ინდური ქალაქია, რომელიც XVI საუკუნეში მუსულმანებმა აიღეს და მას შემდეგ აქ ცხოვრება აღარ განახლებულა. დაწვრილებით ამაზე მოგვიანებით დავწერ. ისტორიული ნანგრევების გარდა ამ რეგიონში ულამაზესი პეიზაჟებია. ამ ყველაფრის გამო ჰამპი ძალიან ტურისტული ადგილია, თან ტურისტების ძალიან დიდ პროცენტს…

ბანგალორი

ბანგალორი

ბანგალორი იგივე ბენგალორუ შტატ კარნატაკას დედაქალაქია. მოსახლეობა დაახლოვებით 8 მილიონია. განვითარებულია IT ინდუსტრია. თანამედროვე ქალაქია და სანახავი არც არაფერია აქ. ჩემი მიზანი იყო აქედან ღამის ავტობუსით ჰამპიში წასვლა. 2 საათიანი ფრენის შემდეგ ბანგალორის აეროპორტში ავღმოვჩნდი. აქ ყველაფერი განსხვავებული იყო, აეროპორტი ლამაზი სუფთა და თანამედროვეა, ენაც სხვაა და დამწერლობაც. შენობიდან გამოსულს ტაქსისტების რიგი დამხვდა… ბოლოდ ტაქსი…