მარფას მონასტერი ხედები ზემოდან
მარფას მონასტერი გამოჩნდა… ავუყევი კიბეებს მონასტრისკენ, კიბე შუაზე იყო გაყოფილი სალოცავი ბორბლებით. ნელნელა ავდიოდი… გზად ერთი-ორი მოხუცი შემხვდა მხოლოდ. თეთრ შენობასთან რომ ავედი, პირველი ფოტოებიც გადავიღე. ხეობის ხედმა სვანეთი გამახსენა, წიწვოვანი ტყის გამო, ვიწრო ხეობაში. ამით მსგავსება მთავრდებოდა. სახერავებზე, კონტურზე შემოწყობილი შეშა ტიპიურია აქაურობისთვის, და რა თქმა უნდა სალოცავი ხუთფერა დროშები… ორივე მხარეს ულამაზესი ხედები…