თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
– გოგო, ვერ გავიგე, ეს ორი ხომეინი რაღა პონტია? – ვკითხე აიდას. ვიდექით რაღაც დიდი მეჩეთის წინ, შესასვლელის ორივე მხარეს ორი დიდი პორტრეტი იყო, ორივეზე ჩალმიანი წვეროსანი კაცი იყო. ერთის წვერი ჭაღარანარევი იყო, ღრმა თვალების ბოროტი გამჭოლი მზერა, დანაოჭებული სახე, ეს ფანატიკოსის სასტიკი სახე იყო, ეს კაცი არაფრის წინაშე არ დაიხევს, მისი დაყოლიება შეუძლებელია გინდ…