ვარანასი – პოსტი უკანასკნელი
საერთო ჯამში ვარანასიში თითქმის 1 კვირა გავატარე, იმედით რომ შევეგუებოდი ამ არანორმალურ ქალაქს… საინტერესო და კარგი სანახი კიდევ იყო აი ამ მეჩეთის მინარეთზე აძრომა. ჩემს ფინელ მეზობლებს ბოლო საღამო ჰქონდათ ქალაქში, და მეჩეთის შესახებაც მათგან გავიგე და მეც გავყევი. ამ სახლმა თბილისი მომაგონა უცებ… მინარეთში ჩვენი აშვება ჯერ არ უნდოდათ, რემონტიაო, მერე კაცზე 100 რუპი…