Skip to content
myPage
Rusudan Tsiskreli homepage
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები
TripAdvisorInstagramLinkedinFlickrGoogle+Facebook
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები

Namaste Nepal

ხედი სასტუმროს ნომრიდან

 Fly Dubai-ს რეისი თვითმფრინავი დუბაი – კატმანდუ სავსე იყო. უკვე ბინდდებოდა, როდესაც თვითმფრინავმა კატმანდუში დაჯდომისთვის მზადება დაიწყო. გვერდზე ნეპალელი კაცი მეჯდა, რომელსაც დრო ვკითხე და გაუგებრობაში ავღმოვჩნდი – 1:45 წუთს დროის სხვაობას არ ველოდი. ნეპალი +5:45 ზონაშია, რატომ 45 წუთი არ ვიცი. ნეპალელს კი უფრო ჩემი დისკომფორტი ართობდა, აშკარად ვერ ვეტეოდი ვიწრო სივრცეში. კატმანდუში დაჯდომა რომ დავიწყეთ გვარიანად დაბნელდა. პირველი რაც მომხვდა თვალში – ქალაქი ბნელია. ანუ მართლა ბნელი, ქუჩის განათება საერთოდ არ არსებობს როგორც ასეთი… 12 საათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ, რომელსაც ასე ველოდებოდი, ბნელმა ქალაქმა ჯერ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა.. წინ კი ბევრი საქმე მქონდა, უცხო ქვეყანაში, უცნობ და ბნელ ქალაქში…

როგორც იქნა თვითმფრინავი დაჯდა და დაიწყო მოსალოდნელი რუტინა, აეროპორტში რამდენიმე ნაბიჯი იყო გასაკეთებელი: 1. ვიზა 2. ბარგი. 3. ფულის დახურდავება 4. სიმ ბარათი, 5. ტაქსი. სასტუმრო ნანა ბუქინგ.კომით მქონდა დაჯავშნილი.

აეროპორტში ხუთივე ნაბიჯი უპრობლემოდ შევასრულე. გამოსასვლელთან ტაქსების სამსახური იყო, სადაც მითხრეს რომ ტამელამდე ტაქსი 700 რუპი ღირდა (7$) და თანხის გადახდის შემდეგ ტაქსში ჩამსვეს. ქალაქი მართლაც ბნელი აღმოჩნდა… რაღაც ქუჩები, მაღაზიებიდან სინათლეები… ძალიან ვიწრო, აჩონჩხილი სახლები. ბოლოს ხმაურიან ტამელზეც მივედით და ჩემი სასტუმროც მოიძებნა. ვახშამზე დაღლილი და უძილო პირდაპირ კაფეში გადავედი და ნეპალური ხინკალი – მომო ვჭამე.

ტამელი ძველი კატმანდუს ერთ-ერთი უბანია, სადაც სასტუმროების და რესტორნების დიდი ნაწილია კონცენტრირებული. მოგვიანებით ამ უბანს ტურისტული გეტო დავარქვი, რადგან ტურისტების 90% აქ ტრიალებს, ასევე აქაა ყველაფერი რაც ტურისტს სჭირდება. ქალაქი ქალაქში. აქ ერთ ნეპალელზე 10 ტურისტი მოდის, და ნეპალელების 90% ვინც აქ ტრიალებს ან რაღაცას ყიდის ან რამე კავშირშია ტურიზმთან. ტამელი ერთადერთი უბანია მგონი სადაც ღამის ცხოვრება ღამის 12 საათამდე მაინც არსებობს. ჩემი სასტუმროს აივნები ხმაურიან ქუჩაზე გადიოდა, ამიტომ დაღლის მიუხედავად არ ჰქონდა ადრე დაძინებას აზრი.

ასე გამოიყურება სტანდარტული მაღაზია ტამელზე. პრინციპში მთელს კატმანდუში ასეა, ასორტიმენტი განსხვავდება მხოლოდ.
გათენდა, ავდექი ნეპალური მაშტაბით კატეგორიულად გვიან (დაახლოვებით 11 საათზე) და გადავწყვიტე ძველი ქალაქი და სამეფო მოედანი მენახა. GPS-ის გარეშე გზის პოვნა აქ შეუძლებელი იყო. პრინციპში GPS პირველი 3-4 დღე არ გამომირთავს. კატმანდუს წვრილ ქუჩებში თავდაჯერებულად თავი მხოლოდ ბოლოსკენ ვიგრძენი. საღამოსგან განსხვავებით დღის კატმანდუს სულაც არ მოახდინა ჩემზე მძიმე შთაბეჭდილება. ტამელს მალევე გავცდი და მოვხვდი ნამდვილ ძველ ქალაქში. 

 ძველი კატმანდუ, ინდუისტური სალოცავი.

 აქვეა ბუდისტურიც. პრინციპში ნეპალის მოსახლეობის 80% ინდუიზმის მიმდევარია, 15% ბუდიზმის, დანარჩენი მუსულმანები. მე კი ბლომად არარელიგიური ხალხი და 2 ქრისტიანიც გავიცანი. რელიგიებს შორის მშვიდი და კარგი კოაბიტაციაა. საქართველოდან ჩასული ადამიანისთვის საკვირველად კარგი.

ამ კაცმა ზარი დარეკა და რომ დაინახა სურათს რომ ვუღებდი, მითხრა რომ ბუდისტურ სტუპას მაჩვენებს, და მეც გავყევი ერთ-ერთ ვიწყო შესახვევში.

 შესახვევის ბოლოს კი მოედანი და ეს სტუპა დამხვდა. როგორც წესი და რიგია, საათის ისრის მიმართულებითშემოვუარე და ბარაბანები დავატრიალე. ეს იქ მყოფმა ვიღაც კაცმა ამიხსნა, ვინც უფრო ბომჟს ჰგავდა.

 სტუპასთან ბუდისტური მონასტერია. დაკეტილი იყო ტაძარი. ბორბალი ბუდიზმის სიმბოლოა და სწავლების ბორბლის დატრიალებას აღმიშნავს – ანუ ბუდას პირველ ქადაგებას.

 ტრადიციული არქიტექტურა.

თუმცა იმ ფაქტს რომ კაცს ვიწრო შესახვევში შევყევი დაუსჯელად არ ჩაუვლია :)))) რა მოხდა მერე შემდეგ პოსტში დავწერ 🙂

27.785.333333
Category: Nepal - ნეპალი, travelOctober 30, 20141 Comment
Tags: კატმანდუ
Share this post

Post navigation

PreviousPrevious post:ტიბეტური ბუდისტური ხელოვნება – ტანგკაNextNext post:день падения Сухуми

Related posts

ისპაჰანი
ისპაჰანი – ქართული კვალი
January 18, 2017
ტური ნეპალში
ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
September 20, 2016
შივა და ბუდა
თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
August 15, 2016
პასპორტი
ირანი პრაქტიკული ინფო
August 15, 2016
თეირანი
ირანი, თეირანი
August 15, 2016
დობი გატი
დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
August 15, 2016

Leave a Reply Cancel reply

You must be logged in to post a comment.

  • Svaneti
    Tours in Svaneti, Georgia
    May 11, 2022
  • ისპაჰანი
    ისპაჰანი – ქართული კვალი
    January 18, 2017
  • ტური ნეპალში
    ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
    September 20, 2016
  • შივა და ბუდა
    თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
    August 15, 2016
  • პასპორტი
    ირანი პრაქტიკული ინფო
    August 15, 2016
  • თეირანი
    ირანი, თეირანი
    August 15, 2016
  • Abkhazia(3)
  • buddhism(19)
  • cat(3)
  • Dmitry Tymchuk(44)
  • facebook status(1)
  • Georgia(14)
  • history(9)
  • javakheti(4)
  • just(4)
  • marazm(3)
  • Nepal – ნეპალი(128)
  • politics(12)
  • religion(2)
  • russia(1)
  • samtskhe(6)
  • Svaneti(2)
  • tbilisi(6)
  • tourism(21)
  • travel(207)
  • Ukraine(101)
  • war(17)
  • work(2)
Tags
9 აპრილი 25 თებერვალი Bhaktapur Chirnivtsi Kiev Lviv Mustang Odessa Ukraine travel Визитка Яроша Давид Кипиани აგრა ბოდჰ გაია გოა გოკარნა ვარანასი თეირანი ირანი ისპაჰანი კალი-განდაკი კარნატაკა კატმანდუ კოპანის მონასტერი ლალიტპური ლუმბინი მაჰაბალეშვარი მაჰარაშტრა მუმბაი ნაგარკოტი ოკუპაცია პოჰარა ჩანგუნარაიანი ჩიტვანის ეროვნული პარკი ჯაიპური ჰამპი
250x250
Rusudan Tsiskreli 2015 - 2016 © All rights reserved.  Dream-Theme — truly premium WordPress themes

With Google+ plugin by Geoff Janes