Skip to content
myPage
Rusudan Tsiskreli homepage
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები
TripAdvisorInstagramLinkedinFlickrGoogle+Facebook
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები

მარფა – ჯომსომი, ნეპალი

Feb222015
hikingNepal - ნეპალიtravelმარჯა - ჯომსომი

შუადღემ გადაიარა… დრო იყო სადილის და ჯომსომში დაბრუნების. ისევ იმ რესტორანში შევედი და მომოები შევუკვეთე. ამჯერად ნახევრად გამჭირვალე შიფერით გადახურულ შიდა ეზოში ვამჯობინე დაჯდომა, მზის მწველი სხივებისგან დავიღალე, თან წინ 6 კილომეტრი ქვიშიან-მზიანი გზა მელოდა, უკან, ჯომსომისკენ. სანამ მომოები მოვიდოდა, ეს ბავშვი შემოვიდა, ჯერ ჩემი ფოტოაპარატი ატრიალა ხელში, მერე კი სურათი რომ გადავუღე და ვაჩვენე, ეტყობა კმაყოფილი დარჩა და შემეშვა. სადილის შემდეგ სოფლის ჩრდილოეთ გასასვლელისკენ გავუყევი გზას…

DSCN1092.JPG DSCN1093.JPG

წყალი სახლში აქ ბევრს არა აქვს, როგორც ჩვენთან სოფლებში. ამიტომ ასეთი სარეცხის რეცხვის სცენები ჩოულებრივი ამბავია.

DSCN1095.JPG

წინ გზა მელოდა…. სოფლის პომპეზურ შესასვლელს რომ გამოვცდი წინ მხოლოდ გზა ჩანდა და ჩემი ჩრდილი… რა კონტრასტია… ასე გამოიყურება მხოლოდ გზა, მეტი არაფერი, სრული სიცარიელე… რაღაცა არის ამაში… სახეზე კარგად ავიკარი შარფი, და გავუყევი ამ გზას სიცარიელეში….

ქვიან-ქვიშიანი ჰიმალაური სიცარიელე… ცისფერი ცა და მწველი მზე… დილით ჩაცმული თხელი როლინგი ახლა წამების ტოლფასი იყო, ისე მცხელოდა… თუმცა თითქოს არ ცხელა… ასეთია ჰიმალაები… მზე წვავს მაგრამ არ ათბობს… უკვე შევეჩვიე ამას, მაგრამ მაინც…

DSCN1096.JPG DSCN1097.JPG

მალე გზა კალი-განდაკისთან ახლოს აღმოჩნდა, ცოტათი მრავალფეროვანი გახდა ეს პეიზაში. ქვებზე კი მანტრებია და დროშა.. როგორ ამის გარეშე? ჰიმალაებში ბუნებაც გამჭვალულია ბუდიზმით. ყველგან გრძნობ ამას. სადაც ადამიანი არაა, იქ ქვებზე ხედავ მანტრებს. თან უსულოა.. რა შეიძლება ქვაზე უსულო იყოს, თან ცოცხალი…

DSCN1098.JPG DSCN1100.JPG

 

მწირ ბალახზე თხები ბალახობდნენ.. ცხვარს გაცილებით მეტი სჭირდება, ძროხასაც.. ალბათ ამიტომაა აქ თხა ასეთი პოპულარული. მარჯვნივ კი ბაღები მდინარესთან ჭალაში… თუმცა აქ ბაღებიც რაღაცნაირი მოყვითალოა, ზემოდან კი ნილგირის მთა დაგვყურებს.. 7 კილომეტრი სიმაღლეში… გზად იშვიათად მხვდებოდნენ მოტოციკლეტები, მანქანა მგონი არცერთი არ შემხვედრია…

ჩვენს მთას კარგად ვიცნობ… მახსოვს ადრე სვანეთში მესტიაში რომ გავდიოდი ცენტრში, კეფით ვგრძნობდი სვანების მზერას, უცხოს ისე უყურებდნენ კეფით გრძნობდი… აქ ასე არაა, ზოგი არ მიმჩნევდა, ზოგიც ნამასტეს მეუბნებოდა, მოტოციკლეტყებიდანაც ხანდახან ჩვეულ ნამასტეს მომაძახებდნენ, არავითარი დაჟინებული მზერა “ვინ ხარ, რამ მოგიყვანა, აგხანჯლავ”:)

DSCN1103.JPG DSCN1104.JPG

არც სიცარიელეა მუდმივი, ჯომსომამდე ისევ ამ უსახელო სოფელში გავიარე… ქალს ბავშვით სურათი გადავუღე, ლამაზია… ამ მთაშიც სატვირთო მანქანა წარწერით იყო დამშვენებული… თუმცა როგორც დანარჩენ ნეპალში ფართო ფანტაციით არ გამოირჩეოდა.

DSCN1105.JPG DSCN1106.JPG

ჯომდომამდე ბოლო აღმართზე ეს ცხენები შემომხვდნენ, ჩვენს ცხენებზე ოდნავ დაბლები, მთის ცხენები… ჯომსომშიც მივედი, აცივდა და ქარი უბერავდა… ეს ცივი ჯომსომი. მაშინვე სასტუმროში ავედი დასასვენებლად. ხვალ დილით მივფრინავდი პოფარაში, ამიტომ უნდა ჩავბარჯებულიყავი. მეტი საქმე არ მქონდა.. და საღამოც მარტოს უნდა მომეკლა სასტუმროს შუშაბანდიან რესტორანში. დაბნელებამდე ფანჯრიდან დავინახე ბავშვები როგორ გვიან ქუჩას… მუსტანგის გარდა ასეთი ზრუნვა სისუფთავეზე ნეპალის არცერთ ნაწილში არ მინახავს.

საღამოს სასტუმროს რესტორანში ორი გერმანელი და ერთი ბელგიელი იყო, კაცები. გერმანელები ტურისტები იყვნენ, ბელგიელი კი რამდენიმე წელი აქ ცხოვრობდა, მუკტინათში ველოსიპედებს აქირავებდა. 6 თვეს ნეპალში ატარებდა, 3 თვეს ინდოეთში და 3 თვეს სამშობლოში. ტურისტული ვიზით ნეპალში წელიწადში მხოლოდ 150 დღე შეიძლება ყოფნა. საღამოს ცოტაც ვისაუბრეთ აქაურობაზე და დრო იყო დაძინების. დილით 6-ზე უნდა ვყოფილიყავი მზად.

Category: hiking, Nepal - ნეპალი, travelFebruary 22, 2015Leave a comment
Tags: Mustangკალი-განდაკი
Share this post

Post navigation

PreviousPrevious post:ჯომსომიდან პოჰარში დაბრუნების ამბავიNextNext post:მარფას მონასტერი ხედები ზემოდან

Related posts

ისპაჰანი
ისპაჰანი – ქართული კვალი
January 18, 2017
ტური ნეპალში
ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
September 20, 2016
შივა და ბუდა
თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
August 15, 2016
პასპორტი
ირანი პრაქტიკული ინფო
August 15, 2016
თეირანი
ირანი, თეირანი
August 15, 2016
დობი გატი
დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
August 15, 2016

Leave a Reply Cancel reply

You must be logged in to post a comment.

  • Svaneti
    Tours in Svaneti, Georgia
    May 11, 2022
  • ისპაჰანი
    ისპაჰანი – ქართული კვალი
    January 18, 2017
  • ტური ნეპალში
    ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
    September 20, 2016
  • შივა და ბუდა
    თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
    August 15, 2016
  • პასპორტი
    ირანი პრაქტიკული ინფო
    August 15, 2016
  • თეირანი
    ირანი, თეირანი
    August 15, 2016
  • Abkhazia(3)
  • buddhism(19)
  • cat(3)
  • Dmitry Tymchuk(44)
  • facebook status(1)
  • Georgia(14)
  • history(9)
  • javakheti(4)
  • just(4)
  • marazm(3)
  • Nepal – ნეპალი(128)
  • politics(12)
  • religion(2)
  • russia(1)
  • samtskhe(6)
  • Svaneti(2)
  • tbilisi(6)
  • tourism(21)
  • travel(207)
  • Ukraine(101)
  • war(17)
  • work(2)
Tags
9 აპრილი 25 თებერვალი Bhaktapur Chirnivtsi Kiev Lviv Mustang Odessa Ukraine travel Визитка Яроша Давид Кипиани აგრა ბოდჰ გაია გოა გოკარნა ვარანასი თეირანი ირანი ისპაჰანი კალი-განდაკი კარნატაკა კატმანდუ კოპანის მონასტერი ლალიტპური ლუმბინი მაჰაბალეშვარი მაჰარაშტრა მუმბაი ნაგარკოტი ოკუპაცია პოჰარა ჩანგუნარაიანი ჩიტვანის ეროვნული პარკი ჯაიპური ჰამპი
250x250
Rusudan Tsiskreli 2015 - 2016 © All rights reserved.  Dream-Theme — truly premium WordPress themes

With Google+ plugin by Geoff Janes