საღამოს კიევი
კიევს ჩემთვის ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება აქვს. არცერთ ქალაქში საქართველოს ფარგლებს გარეთ არ მყავს ამდებნი ახლობელი, ნაცნობი, მეგობარი, ამიტომ მუდმივად ხელიდან ხელში გადავდიოდი. ლავრასთან კიდევ ერთ მეგობარს შევხვდი და სადილად წავედით. მე დაჟინებით ვითხოვდი უკრაინულ რესტორანს. როგორც გაირკვა საბურთალოზე უკრაინული რესტორანების კონცენტრაცია აღემატება უკრაინაში ნებისმიერ ადგილზე ეროვნული რესტორანების კონცენტრაციას. ვიარეთ, ვიარეთ, გზად ასეთი ნომრიანი მანქანა ვნახეთ.…