დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მუზეუმი
ლვოვში ბოლო დილა დავუთმე დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მუზეუმს, რომელიც არა ნაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. აქაც ძალიან სასურველია გიდის აყვანა. მე რომ მივედი, ჩემს შემდეგ დნეპროპეტროვსკიდან ოჯახი მოვიდა და იმათ აიყვანეს გიდი, მეც შევუამხანაგდი. გიდთან ერთად გაცილებით საინტერესო იყო. ექსპოზიციები იწყება პირველი მსოფლიო ომის პერიოდიდან. როდესაც ავსტრო-უნგრეთი ჩაერთო ომში, უკრაინელებმა მზადყოფნა გამოთქვეს ებრძოლათ იმპერიის დასაცავად, სანაცვლოდ კი გალიციის…