ბაქტაპური

ორი დღე ბაქტაპურში ნაწილი 2

ჩემი ფრანგი ნაცნობი კარგი გიდი აღმოჩნდა, ბევრი ისეთი რამ ვნახე რაც შარშან არ მქონდა ნანახი, და თან არსად არ მეჩქარებოდა, წყნარად ვსეირნობდით. დივალის პირველი დღე იყო, როდესაც თაყვანს ყვავებს სცემენ. სახურავებზე ხალხი ხორბალს და ბრინჯს ყრიდა და ყვავებმა თითქოს იცოდნენ, რომ დღეს მათი დღეა და ჯოგებად დაფრინავდნენ.   ჩემდა სასიხარულოდ ცნობილი 5 სართულიანი პაგოდა გადაურჩა…

ფარშევანგიანი ფანჯარა

ორი დღე ბაქტაპურში ნაწილი 1

ოდესღაც კატმანდუს ველზე სამი სამეფო იყო – კატმანდუ, ლალიტპური და ბაქტაპური. აქ ნევარები ცხოვრობდნენ. სამივე სამეფოს მალას დინასტიის მეფეები მართავდნენ და მათ შორის გააფთრებული ბრძოლა მიდიოდა, თუმცა ბრძოლის ველზე კი არა, არამედ ხელოვნებაში – ვინ უფრო ლამაზ ტაძრებს და სასახლეებს ააშენებს, ვისი ტაძრები უფრო ნატიფი ხის დეტალებით იქნება გაწყობილი. ეს მეტოქეობა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში…

ტაძარი ჩანგუნარაიანი

ჩანგუნარაიანი – ნევარული სოფელი და ტაძარი

მიუხედავად იმისა, რომ კატმანდუ ძალიაბნ მიყვარს, დიდხანს ამ ხმაურიან ქალაქში გაჩერება არ მიყვარს. შარშან არ მქონდა ნანახი ჩანგუნარაიანი, ვიფიქრე ვიფიქრე და დავკარი ფეხი და წავედი ჩანგუნარაიანში. მგზავრობა არც ისე ადვილი იყო, კატმანდუდან პირდაპირი ავტობუსი ვერ ვნახე, ჩავედი ბაქტაპურში, იქედან კიდევ ველოდე ავტობუსს, რომელიც იმავე წამს გადაივსო და ასე მოვხვდი ჩანგუნარაიანში. ეს კატმანდუს ველის აღმოსავლეთ ნაწილში…

ვიშნუ

ვიშნუ და შივაპურის ეროვნული პარკი

მე და ჩემი ნეპალელი მეგობარი წავედით კატმანდუს ველის უკიდურეს ჩრდილოეთ დასახლებაში – ბუდანილკანტაში, საიდანაც შუვაპურის ეროვნულ პარკში ვაპირებდით გასეირნებას. ჯერ გადატენილი მარშუტკით ვიმგზავრეთ, შემდეგ ბუდანილკანტას მთავარი ღირსშესანიშნაობა ვნახეთ – ვიშნუს ტაძარი, სადაც მწოლიარე ვიშნუს ძეგლია წყალში. ვიშნუს გარშემო გველი შემოეხვია… გავუდექით აღმართს და მივადექით შივაპურის შესასვლელს. ამ ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა კატმანდუს ველის უმაღლესი მთა შივაპური და…

დაბრუნება კატმანდუში

ნამასტე! დაბრუნება კატმანდუში

კარგად მახსოვს 2014 წლის 27 სექტემბრის საღამო, როდესაც FlyDubai-ის თვითმფრინავი დაჯდა კატმანდუს აეროპორტში, ჩემი გრძნობები. პირველი რაც თვალში მომხვდა იყო სიბნელე, ახალი დაბინდებული იყო და ქალაქი არ იყო განათებული. აეროპორტი, სადაც გასული საუკუნის 60-ანი წლებიდან თითქმის არაფერი შეცვლილა, ტაქსის ფანჯრიდან დანახული საღამოს კატმანდუ, ჩაბნელებული ქუჩები, სინათლე მხოლოდ სახლებიდან და მაღაზიებიდან გამოდიოდა, ქაოტური მოძრაობა, მაღაზიების ხის…

მოგზაურობა უკრაინაში

მოგზაურობა უკრაინაში – შემაჯამებელი პოსტი

ღირს თუ არა მოგზაურობა უკრაინაში? – ნამდვილად ღირს! კიევს იქეთ არის თუ არა რამე სანახავი? – არის და ძალიან ბევრი! დასავლეთ უკრაინა განსაკუთრებით მდიდარია ღირსშესანიშნაობებით. უკრაინული სამზარეულო გემრილია და მრავალფეროვანი, ხალხი კეთილმოსურნე, ფასები 2015 წლის მდგომარეობით ძალიან მიმზიდველი, უსაფრთხო (ახლა მაინცდამაინც დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმში ნუ წახვალთ). სასტუმროები კიევში და ოდესაში არ…

ხოტინის ციხე

ექსკურსია ხოტინში

დადგა პირველი საათის ჯგუფიც შეიკრიბა და ჩვენი გიდიც ადგილზე იყო თავისი ფოლკსვაგენის მინივენით. ექსკურსია ხოტინის გარდა რამდენიმე სხვა ნაკლებად ღირსშესანიშნავ ადგილსაც მოიცავდა. გიდი ოლექსანდრი დაწვრილებით და კარგად ყვებოდა ყველაფერზე, კამიანეცის ისტორიაც მოყვა, საინტერესო ადგილებიც გვანახა. წინასწარ ვიტყვი, რომ ნამდვილად ძალიან კარგი ექსკურსია ჩაგვიტარა. სამწუხაროდ მისი სავიზიტო ბარათი დავკარგე. პირველი გაჩერება მდინარე სმოტრიჩის ხიდზე იყო. ეს…

კამიანეც-პოდოლსკი

კამიანეც-პოდოლსკი

ჩერნივციდან კამიანეც-პოდოლსკიმდე სულ 3 საათი უნდა ავტობუსით მგზავრობას. მდინარე დნესტრი ყოფს დღეს ბუკოვინას და პოდოლს, ადრე კი ყოფდა რუსეთის იმპერიას და ავსტრო-უნგრეთს. მიუხედავად იმისა, რომ 1945 წლიდან ეს ორი რეგიონი ერთი ქვეყნის შემადგენლობაში იყო, სხვაობა ძალიან დიდია. პრინციპში კამიანეც-პოდოლსკი ძალიან სიმპატიური ქალაქია დიდი ტურისტული პოტენციალით, რეალურად კი ძველ ქალაქს არა უშავს კიდევ, დანარჩენი კი საბჭოთა…

მზის ჩასვლა ჩერნივცი

ჩერნივცი პატარა ულამაზესი ქალაქი – ქარბუქი

მზის ჩასვლა ჩერნივციში ძალიან ცივი გაზაფხულის დღის ბოლოს. როგორც ვთქვი, პირველ დღეს საშინლად არ გამიმართლა ამინდში. 3 აპრილს თოვლი და ქარბუქი იყო. გაყინული მივდიოდი ვეძებდი რამე თბილ ადგილს. სამწუხაროდ ლვოვისგან განსხვავებით ჩერნივცი არ გამოირჩევა მუზეუმების სიუხვით. თეატრს სწრაფად ჩავუარე. ქალაქის მერია და ზეციური ასეულის მემორიალი ცენტრალურ მოედანზე. ეს ვარდისფერი ბუკოვინის საკათედრო ტაძარია. რატომაა ვარდისფერი ვერ…

ჩერნივცი - სახლი გემი

სეირნობა ჩერნივციში

ჩერნივცი ავსტრიელების ბატონობის პერიოდში აშენებული ქალაქია. იგი არაა დიდი, მაგრამ ძალიან ლამაზია. მას პატარა ვენასაც ეძახდნენ მეტსახელად. მე აქ ორი დღე გავატარე, აქედან პირველი დღე ისეთი იყო, ტურისტი კი არა ძაღლი არ გაიგდებოდა გარეთ, თუმცა მეორე დღეს გამიმართლა ამინდში. ზედა ფოტოზეა ე.წ. გემი სახლი. ცენტრალურ ქუჩას პირდაპირ მთავარი ქუჩა ჰქვია. ქალაქი ლვოვივით მოვლილი არაა, თუმცა…