ბანგალორი

ბანგალორი

ბანგალორი იგივე ბენგალორუ შტატ კარნატაკას დედაქალაქია. მოსახლეობა დაახლოვებით 8 მილიონია. განვითარებულია IT ინდუსტრია. თანამედროვე ქალაქია და სანახავი არც არაფერია აქ. ჩემი მიზანი იყო აქედან ღამის ავტობუსით ჰამპიში წასვლა. 2 საათიანი ფრენის შემდეგ ბანგალორის აეროპორტში ავღმოვჩნდი. აქ ყველაფერი განსხვავებული იყო, აეროპორტი ლამაზი სუფთა და თანამედროვეა, ენაც სხვაა და დამწერლობაც. შენობიდან გამოსულს ტაქსისტების რიგი დამხვდა… ბოლოდ ტაქსი…

მაიმუნების ტაძარი და სამკაულები – ჯაიპური

მეორე დილას კარლოსმა, ჩემმა ესპანელმა მეზობელმა შემომთავაზა სამკაულების ნახვა. ერთად დავლიეთ ლასი და ჯერ საამქრო ვნახეთ. მერე გავისეირნეთ. ეს ციხესიმაგრე და ტაძარი ჩემს უბანშია. ორივე თანამედროვეა. ისე უბანი კი კარგი მქონდა კარგი სიმპატიური სასტუმრო რომ მქონოდა ვერაფერზე ვერ დავიწუწუნებდი. ნახვრად ძვირფასს ქვებს ქუჩაში ასე ყიდიან მაგრამ არ გირჩევთ მცოდნე ადამიანის გარეშე ასე რამის ყიდვას. მატყუარების…

ქარვის ციხე და სხვა – ჯაიპური

დრიგინა ავტობუსით მალე მოვხვდი ამბერ ფორტის ძირში. რაჯასტანის ბუნება მკვეთრად განსხვავდება უტარ პრადეშისგან, უკიდეგანო დაბლობები გორებმა და უდაბნოებმა შეცვალა. ჯაიპური გორებს შორისაა განლაგებული, ჰავა ძალიან მშრალია და ცხელი – დეკემბრის ბოლოს დღე 26-27 გრადუსი იყო. სიმშრალის გამო ალბათ ხეებს ფოთლები არ ჰქონდა და სიმწვანე საერთოდ არ იყო. მხოოდ ეს მაგინებდა რომ ზამთარია. ამბერ ფორტი იგივე…

ჯანტარ მანტარი ჯაიპური

ჯანტარ მანტარი მაჰარაჯების სასახლესთანვეა, თუმცა აქ სხვა ბილეთი უნდა იყიდოთ. XVIII საუკუნეში აქაური მეფე ძალიან იყო ასტრონომიით გატაცებული და მან ააგო ეს პარკი ცხრამეტი ს=ასტრონომიული ნაგებობით. აქაა ყველაზე დიდი მზის საათიც. ობიექტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. ყველა ასეთ ნაგებობას აქვს მიწერილი რისთვის გამოიყენებოდა. აზრი აქვს აქ გიდიც აიყვანოთ, თუმცა მე არ ამიყვანია. მთაზე კიდევ…

ტაჯ მაჰალი

ტაჯ მაჰალი, აგრა

ტაჯ მაჰალი ინდოეთის ალბათ ყველაზე მეტად ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. XVII საუკუნეში ჩრდილოეთ ინდოეთში მუსულმანური ბატონობის დრო იყო, მუგალთა დიდ იმპერიას ეკავა ეს ადგილები. აგრა მაშინ დედაქალაქი იყო და იმპერატორი ჰაშ ჯაჰანი. შაჰს დიდი ხარამხანა ჰქონდა, მაგრამ გამორჩეულად უყვარდა თავისი ცოლი მუმთაზ-მაჰალი. მუმთაზი მშობიარობას გადაყვა, როდესაც შაჰს მეთოთხმეტე შვილს უჩენდა. დარდით მოკლულმა შაჰმა გადაწყვიტა საყვარელი მეუღლისთვის ულამაზესი,…

ბოდჰ გაია მაჰაბოდჰი

ბოდჰ გაია

ყოფილი პრინცი სიდჰართა უკვე 6 წელი განდეგილად ცხოვრობდა, სხვა ასკეტ სადჰუებთან ერთად ეწეოდა უკიდურეს ასკეტიზმს ამაო იმედით, რომ ასე შეიტყობდა ჭეშმარიტებას და შეძლებდა არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ყველა ცოცხალი არსების სამსარის ტანჯვიდან ხსნას. თუმცა 6 წლის შემდეგ იგი მიხვდა, რომ ვერცერთი ნაბიჯით ვერ მიუახლობდა საკუთარ მიზანს, მისი ფიზიკური ძალები კი ზღვარზე იყო. მაშინ იგი…

ვასარასი საღამოს

ვარანასი – პოსტი უკანასკნელი

საერთო ჯამში ვარანასიში თითქმის 1 კვირა გავატარე, იმედით რომ შევეგუებოდი ამ არანორმალურ ქალაქს… საინტერესო და კარგი სანახი კიდევ იყო აი ამ მეჩეთის მინარეთზე აძრომა. ჩემს ფინელ მეზობლებს ბოლო საღამო ჰქონდათ ქალაქში, და მეჩეთის შესახებაც მათგან გავიგე და მეც გავყევი. ამ სახლმა თბილისი მომაგონა უცებ… მინარეთში ჩვენი აშვება ჯერ არ უნდოდათ, რემონტიაო, მერე კაცზე 100 რუპი…

მზის ამოსვლა ვარანასი

ვარანასის კალეიდოსკოპი და ჩაძირული ტაძარი

მზის ამოსვლა განგაზე ალბათ ულამაზესი რამეა რისი ნახვაც შეიძლება ვარანასიში. ძალიან ჩოულებრივი სიტუაცია განგაზე. მომლოცველი ტურისტები ზოგი წვერს იპარსავს… გაღმა ნაპირი. სადხუ ბირჟა. ნეპალური ტაძარი დიდი ტაძარი. კიდევ ტაძარი ეს ის ჩაძირული ტაძარია მდინარიდან რომ დავინახეთ. შესასვლელი შლამშია ჩაფლული. დეკემბერში მდინარის დონე დაბალია… როდესაც იწევს ალბათ ეს ადგილი წყალშია სხვა რაღაცეებიც ჩაეძირათ. წინხედი საკურთხეველი წინ…

სარნათი აშოკას სტუპა

სარნათი – დჰარმის ბორბლის პირველი დატრიალება

სარნათი ვარანასის გარეუბანია. ოდესღაც აქ ირმები ძოვდნენ ბალახს და სიმპატიური ტყე-პარკი იყო… ეს 2500 წლის წინ, როდესაც განათლებული და გამოღვიძებული ყოფილი პრინცი სიდჰართა მოვიდა აქ და შეხვდა ხუთ ასკეტს, ვისთანაც ერთად იგი 6 წელი ამაოდ ეძებდა განათლებას და ასკეტიზმის უკიდურეს ზომებს მიმართავდა. ასკეტებმა ყოფილი თანამოაზრე რომ ნახეს, ჯერ არ უნდოდათ მასთან საუბარი… სიდჰართამ ხომ უარი…

განთიადი

განთიადი, განგა და ნავი

Lord Vishnu guesthouse-ში მეზობლად მყავდა ძალიან სიმპატიური ფინური წყვილი. საღამოს ერთად მოველაპარაკეთ მენავეს და დილით 5:30-ზე უკვე გატზე ვიჯექით და ჩაის ვსვამდით. მენავეც მალე მოვიდა და წავედით დილის განგაზე შესახვედრად. მგონი ყველაზე მეტად ვარანასიში ამით ვისიამოვნე. დილით, დიდი ხნით ადრე სანამ მზე ამოვა ასე გამოიყურება განგას სანაპირო. თან დილა სუსხიანი და ნისლიანი იყო. მდინარეს კი…