ცოცხალი ქალღმერთის კუმარის სასახლე დურბარის მოედანზე

 ნეპალში, არა მხოლოდ ბევრი ღმერთია, არამედ ერთი ცოცხალი ქალღმერთის ჰყავთ, რომელიც ამ სასახლეში ცხოვრობს. კუმარის შესახებ ნახეთ ვიკიპედიაში. კუმარის ხილვა მხოლოდ ინდუისტებს შეუძლიათ, და მე რომ მივედი, ეზოში დიდი რიგი იდგა. ტურისტებს კი თავისუფლად შეუძლიათ სასახლის ეზოში ბოდიალი. დღის რაღაც მონაკვეთში კუმარი ფანჯრიდან იყურება და მისი დანახვა დიდი ბედნიერებაა მორწმუნეებისთვის. მე არც კი მიცდია დეტალების…

Durbar square – სამეფო სასახლე

 სასახლეშიც შევედი. ასეთია შიდა ეზოები. შენობებში სამუზეუმო ექსპონატებია რისი გადაღებაც არ შეიძლებოდა. მუზეუმში ავეჯი და სხვადასხვა პირადი ნივთები იყო, უამრავი ფოტოები და ა.შ. ჩემთვის არც ისე საინტერესო იყო, რადგან ნეპალის სამეფო ოჯახზე არც არაფერი ვიცოდი და არც დიდი ინტერესი მქონდა. ერთი ის გავიგე რომ 50-ანებში დიდი მეფე ტრიბუვანი ჰყავდათ, ვისაც პატივს სცემენ აქამდე და ერთ-ერთ…

Kathmandu Durbar square 1

 ბევრი თუ ცოტა ბოდიალის შემდეგ ავღმოვჩნდი სრულიად სხვა, ჯადოსნურ სამყაროში, რომელიც მარტო სურათებში და ფილმებში მქონდა ნანახი – კატმანდუს დურბარის – ანუ სასახლის მოედანი. შესვლა 750 რუპია ღირდა (თუმცა ბოლო დღეს უფასოდ შევბოდიალდი არაცენტრალური გზიდან და კაციშვილი ამით არ დაინტერესებულა, მოკლედ ეს ახალბედა ტურისტებს ეხებათ მხოლოდ).ნეპალი სულ ცოტა ხნის წინ მონარქია იყო და მეფე ჰყავდა.…

This is Kathmandu baby, typical Kathmandu

 ტანგკების ტყვეობიდან თავის წარმატებით დაღწევის შემდეგ, GPS-ის მეშვეობით გავნაგრძე სვლა დურბარის მოედნისკენ და გზად ბევრი საინტერესო რამ ვნახე. ძველი კატმანდუ საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული და საინტერესო ქალაქია რაც მინახავს. კოლორიტი წარმატებით ახერხებს მოუწესრიგებლობის და სიბინძურის კომპენსაციას. ხალხით, მანქანებით და მოტოციკლეტებით გადატენილი ვიწრო ქუჩები… ინდუისტური სალოცავები…  ველორიქშები უხვად არიან ძველ ქალაქში, კლიენტებს იჭერენ.  აქ მგონი მინი…

ტიბეტური ბუდისტური ხელოვნება – ტანგკა

როგორც წინა პოსტში დავწერე, პატარა სასჯელი მოყვა იმ სიტუაციას. ეს კაცი მუშაობდა ტანგკას სკოლაში, რომელიც სტუპის უკან იყო. მან დამპატიჟა მათი ხელოვნების სანახავად. თუმცა უნდა იცოდეთ, კატმანდუს ტურისტულ რაიონებში, პირღია ტურისტებს უბრალოდ ისე არავინ არ პატიჟებს.რა არის ტანგკა.  ეს მანდალა დალაი ლამას დიზაინითაა შექმნილი.კაცები დიდხანს მათვალიერებინებდნენ ნამუშევრებს. რომ მიხვდნენ, რომ დიდის მყიდველი არა ვარ, პატარებს…

Namaste Nepal

ხედი სასტუმროს ნომრიდან  Fly Dubai-ს რეისი თვითმფრინავი დუბაი – კატმანდუ სავსე იყო. უკვე ბინდდებოდა, როდესაც თვითმფრინავმა კატმანდუში დაჯდომისთვის მზადება დაიწყო. გვერდზე ნეპალელი კაცი მეჯდა, რომელსაც დრო ვკითხე და გაუგებრობაში ავღმოვჩნდი – 1:45 წუთს დროის სხვაობას არ ველოდი. ნეპალი +5:45 ზონაშია, რატომ 45 წუთი არ ვიცი. ნეპალელს კი უფრო ჩემი დისკომფორტი ართობდა, აშკარად ვერ ვეტეოდი ვიწრო სივრცეში.…