აჯანტა

აჯანტა – ნაწილი 2

აჯანტა ნაწილი 1. ყველაზე ძველ გამოქვაბულებში არაა ქანდაკებები, აქ სტუპებია. ეს ჯერ ის დროა, როდესაც არსებობდა მხოლოდ თჰერავადა ბუდიზმი, ჯერ არ იყო არც ნაგარჯუნა, არც მაჰაიანა. ზოგი მკვლევარი იმასაც ამბობს, რომ ბუდიზმში ქანდაკებების და ბუდას პიროვნების კულტტი ბაქტრიის სამეფოში გაჩნდა, ეს ბერძნულ-ინდური ბუდისტური სამეფო იყო, რომელიც წარმოიშვა ალექსანდრე მაკედონელის დამპყრობლური ომების შედეგად დღევანდელი ავღანეთის და…

აჯანტა

აჯანტა – ნაწილი 1

აჯანტაას და ელორას ამოქვაბულები მაჰარაშტრას შტატის ცენტრალურ აწილშია. ეს სინამდვილეში უზარმაზარი კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსებია. ამაზე მკითხველს ვარძია გაახსენდება და ვანის ქვაბები, მარამ, მომიტევეთ პატრიოტებო, აჯანტა და ელორა ბევრად უფრო ნატიფი, დახვეწილი ნაშრომია. აქაური კლდეში ნაკვეთი ტაძრები ენით აღუწერელი, წარმოუდგენელი რამაა. აჯანტა უფრო ძველია, ბუდისტმა ბერებმა ამ კანიონში გამოქვაბულების გამოკვეთა და ტაძრების მოწყობა ძველი წელთაღრიცხვით…

მზის ჩასვლა

მუმბაი პრაქტიკული ინფო

მუმბაი ინდოეთში ყველაზე დიდი და მდიდარი მეგაპოლისია. ქალაქი ოკეანის ნაპირზე, ნახევარკუნძულზე მდებარეობს. ქალაქში არის ჩადრაპატი შივაჯის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, რამდენიმე რკინიგზის სადგური და ავტოსადგურები. ავტოსადგური ბანდრაშია, ამიტომ, თუ კოლაბაში მიდიხართ ბანდრამდე არ მისული უნდა ჩამოხვიდეთ. ქალაქის სამხრეთ ნაწილში, ბანდრას ქვემოთ ტუკტუკების მოძრაობა აკრძალულია, აქ მხოლოდ ტაქსებია და ტაქსებს მრიცხველები აქვთ. მუმბაელი ტაქსისტები არ განსხვავდებიან თავისი…

კალა გოდა

კალა გოდას არტ ფესტივალი

ბომბეიში ჩემი ჩამოსვლის დღეს გაიხსნა ქუჩის არტ ფესტივალი კალა გოდას უბანში. რა თქმა უნდა წავედი. კალა გოდა შავ ცხენს ნიშნავს… ბიბლიოთეკის შენობა ფორტში. ჭრელი ინდოეთი ისე ბომბეიში 2008 წელს ტერაქტების სერია მოხდა, ქალაქში ხშირი ყოფილა მუსულმანების და ინდუისტების დაპირისპირებები, ამიტომ ყველგან ძალიან სერიოზული უსაფრთხოების ნორმებია. კარგი კითხვაა დედამიწის ჭრილი ფლი მარკეტიც იყო.. ბიძინას პინგვინი? ბრმა…

ბომბეი

ბომბეი (მუმბაი) კონტრასტების ქალაქი

მაჰაბალეშვარიდან მუმბაიში ღამის ავტობუსით ჩამოვედი საკმაოდ ცუდ დროს – ღამის 3 საათი იყო. ჰამპიში დავიწყე და გოკარნაში დავამთავრე გრეგორი დევიდსის რომანის – “შანტარამის” კითხვა. ამიტომ ჩემთვის მუმბაი იყო ბომბეი, ის ჭრელი და კონტრასტული ქალაქი, სადაც შანტარამის მოქმედება ხდებოდა. ღამის 3 საათზე ბომბეის ქუჩებში მარტო ტაქსისტები იყვნენ. მე ამ ღამისთვის არ მქონდა არაფერი დაჯავშნილი, რადგან იმედი…

მაჰაბალეშვარი

მაჰაბალეშვარი მზის ჩასვლა

გოკარნას და ჰამპის მერე მაჰაბალეშვარშიც არ მოვიშორე მზის ჩასვლების გადაღება. აქ სასტუმროს ბაღიდანვე მქონდა საუკეთესო ხედი.
DSCN7559

ამ პოსტში მხოლოდ მზის ჩასვლის სურათები იქნება.
DSCN7560

DSCN7573

თითქმის 5 დღე ვიყავი აქ. ბოლოს სასტუმროს პატრონმა მაყიდინა მუმბაის ღამის ავტობუსის ბილეთი…

DSCN7589

DSCN7597

DSCN7616

DSCN7636

DSCN7654

DSCN7676

DSCN7708
შემდეი პოსტი უკვე მუმბაიდან იქნება

მაჰაბალეშვარი

მაჰაბალეშვარი – უბრალოდ ბევრი ლამაზი ფოტო

შემდეგ დღეს გერმანელები უკვე მიდიოდნენ, მე კი გადავიფიქრე წასვლა. გამიტკბა აქ ყოფნა. თან სადაც ვაპირებდი იქ თითქოს შაბათ-კვირას ბევრი ხალხი იქნებოდა, სასტუმროები ძვირი და თან გზად 3 ტრანსპორტი უნდა გამომეცვალა. მოკლედ ხელი ჩავიქნიე და არსად არ წავედი. ახალი ევროპელი მეზობელი მოვიდა, ჩემსავით მარტო მოგზაური ბელგიელი გოგო, რომელიც საკრუიზო გემებზე მუშაობს. ეს ჩემი ოთახის შესასვლელი. ბაღში…

ციხესიმაგრე

პრატაპადჰის ციხე მაჰაბალეშვართან

მაჰაბალეშვარის მიდამოებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა პრატაპადჰის ციხე, რომელშიც რომელიღაც მაჰარაჯები ბატონობდნენ. ციხე 30 კილომეტრშია. როგორც გავარკვიე ავტოსადგურიდან 9:30-ზე სახელმწიფო საექსკურსიო ავტობუსები დადის ყოველ დღე. მივედი დილით და შევუერთდი ექსკურსიას. ჩემს გარდა უცხოელები მხოლოდ ასაკოვანი ჩინელი წყვილი იყო. ავტობუსი ისეთი იყო როგორიც უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ავტობუსი, ძალიან ძველი და ხმაურიანი. ავტობუსს ჰყავდა ტურლიდერი. ფასი ზუსტად არ…

მაჰაბალეშვარი

მაჰაბალეშვარი პრაქტიკული ინფო

მაჰაბალეშვარი დასავლეთ გატეში საკურორტე ადგილია, იგი დაახლოვებით შუა გზაზეა გოადან მუმბაისკენ. გზამკვლევებში ძალიან ცოტა ინფორმაციაა ამ ადგილის შესახებ. აქ კი ძალიან ცოტა ევროპელია. მაჰაბალეშვარი ტიპიური ინდური საკურორტე ადგილია ინდოელებისთვის და არა ევროპელებისთვის. კურორტი ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზეა და ბუნება აქ მკვეთრად განსხვავდება. აქ აღარაა დამღლელი სიცხე, არც პალმები. პანჯიმი ღამე დავტოვე. გათენებამდე ავტობუსი შეგვააცვლევინეს,…

ძველი გოა

ქეთევან წამებულის საფლავის ძებნაში

ჯერ გზის გადაღმა კეთილი იესოს ბაზილიკაში წავედი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. ეკლესია მართლაც შთამბეჭდავია. შიგნიდან საკურთხეველი შიდა ეზო. ამანაც ესპანეთი მომაგონა… რომელიღაც წმინდანი მთლიანად ყვავილებით მორთული, ეს ინდოეთია 🙂 როგორც წინა პოსტში დავწერე ქეთევან წამებული ირანში სიკვდილის წინ პორტუგალელმა მისიონერებმა აზიარეს, გარდაცვლილზეც მათ იზრუნეს. მისი ნეშთის ნაწილი კი გოაზე გადაასვენეს, როგორც ვარაუდობენ წმ.…