ჯჰარკოტი, ნეპალი – ჰიმალაებში შატილი

 ჯჰარკოტის შესასვლელს როგორც იქნა მივაღწიეთ. ტურისტულობა სოფელს მხოლოდ ამ დაფით ეტყობა, რომელიც მის შესასვლელშია გამოჭიმული და მასზე გესთჰაუსებია დატანილი. სასტუმროს არჩევანი ჩემს ახალ ნეპალელ ამხანაგს მივანდე ასე რომ ამ თემაზე არც მიფიქრია… პატარა აღმართი იყო ასავლელი რაც ბოლო ძალებს მაცლიდა….  ყველა ბუდისტური სოფლის შესასვლელში ასეთი პატარა სვეტებია, შავი, თეთრი და წითელი, რას აღნიშნავს არ ვიცი….…

ჯჰარკოტის მისადგომებთან. ჰიმალაები, ნეპალი

გზა იწელებოდა… აგერ ახლოს ვართ უკვე, კიდე ცოტაც, მაგრამ მივდიოდით, მივდიოდით, ვტკბებოდით ულამაზესი ხედებით, და მაინც შორს ვიყავით. კიდევ ერთ საათს მოვუნდით ნანატრ ჯჰარკოტამდე მისასვლელად… გზად ბევრი ფოტო გადავიღეთ. თითქოს არაფერი, მაგრამ 3500 მეტრზე გაიშვიათებული ჟანგბადი გვაცლიდა ენერგიას. ზურგჩანთა კი თითქოს უფრო და უფრო მძიმდებოდა, ყოველ ნაბიჯზე ნახევარ კილოს იმატებდა, ყოველ აღმართზე კი 2-3 კილოს.…

გზა ჯჰარკოტისკენ გაგრძელება. ნეპალი

სერპანტინებიც ამოვიარე და ამ ხედით დასატკბობად მიწაზე დავჯექი, ზურგჩანთა მოვიხსენი და მოვდუნდი. ამასობაში კაგბენიში გაცნობილი ბიჭებიც წამომეწივნენ და ისინიც დასასვენებლად ჩამოსხდნენ. დასვენების შემდეგ, როგორც ზღაპრებშია, დავძმობილდით და გზას ერთად გავუდექით. გზა ასე გამოიყურებოდა, შედიოდა ამ ხეობაში, სადაც მუკტინაჰის ტაძარია სადღაც იქ შორს, რამდენიმე სოფელი და ბოლოდ ტორონგ ლას უღელტეხილი. ხეობაში ლამაზი ხედები დაგვხვდა. ხრიოკი არემარე…

დილის კაგბენი. გზა ჯჰარკოტისკენ. ნეპალი

 გამთენიისას გავიღვიძე და ცოტა ხანში ფოტოაპარატ მომარჯვებული საუზმის მოლოდინში სახურავზე ავძვერი. როგორც ყველა პატიოსან ბუდისტურ სახლს, ჩვენსასაც დროშემი ამშვენებდა. მზე ჯერ არ იყო ამოსული, ჰაერი სუსხიანი იყო, კუჭი ცარიელი, დილის ფოტოსესიისთვის იდეალური დრო და განწყობა. სასტუმროს სხვა ბინადრები ჯერ არ ჩანდნენ.  აივანზე ჯიხვის თუ იაკის თავისქალა დამხვდა.  და ხედი კალი-განდაკის ხეობაზე და აკრძალულ ზემო მუსტანგზე.…

კაგბენი. ქვემო მუსტანგი. ნეპალი

ფოტოაპარატი დასატენად ჩავრთე, ჩანთა საწოლზე დავდე და ჩემი ძველი ტაბლეტით კაგბენის დასათვალიერებლად წავედი. დასათვალიერებლად მართლაც ღირდა. კაგბენი ტიპიური ჰიმალაურ-ტიბეტური სოფელია და მდებარეობს კალი-განდაკისა და რაღაც მდინარის შესართავთან. სოფელი დიდი ჩანს, ძალიან ლამაზი და აუთენტური. ჩვენი სვანებისგან და სხვა მთის ხალხისგან განსხვავებით ჰიმალაების მოსახლეობას აშკარად მეტი საღი აზრი აქვთ და სოფელი არაა წითელ-ბორდოსფერ შიფერებით აჭრელებული. გარედან…

გზა კაგბენისკენ. ნეპალი. ჯომსომი – კაგბენი

სოფელი კაგბენი კალი-განდაკის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. ქვემო მუსტანგის უკანასკნელი სოფელია, მის მერე უკვე ზემო მუსტანგის ტერიტორია იწყება. Google Maps-ის თანახმად ჯომსომი-კაგბენი 11 კილომეტრია და სიმაღლის უმნიშვნელო ცვლილება. კაგბენი 2800 მეტრის სიმაღლეზეა. ნეპალში წასვლამდე ვნახე ნეპალური ფილმი კაგბენი სადაც გმირები ამ გზას გადიან და გზაში ფათერაკეები ემთხვევათ. თუმცა ჩემთვის გზა უფათერაკო და არც ისე სათავგადასავლო გამოდგა. დილით…

ჯომსომში გასეირნება. გაგრძელება. ნეპალი

 ხედი კალი-განდაკის ხეობაზე. ხვალ ამ ხეობას უნდა ავუყვე, 11 კილომეტრი სოფელ კაგბენიმდე. საღამო იყო და ქარი უბერავდა. მშრალმა ჰაერმა ყელი გამიშრო და სულ ვახველებდი. თან აუტანელი მტვერი.  მონასტერი უკნიდან.  სალოცავი ბორბლები…  უკან შევედი ქალაქში. ჩაი მინდოდა რომ ყელი დამეამებინა. მივხვდი თუ რატომ ატარებს აქ ყველა პირბადეს, მტვრისგან სუნთქვა ძალიან ჭირს, ქარს კი მოაქვს და მოაქვს…

ჯომსომი, პირველი გასეირნება. ნეპალი

 ჯომსომი, როგორც წინა პოსტში დავწერე მუსტანგის ადმინისტრაციული ცენტრია, მდებარეობს ქვემო მუსტანგში, 2700 მეტრის სიმაღლეზე. მისი სახელწოდება არის ნეპლურად წარმოთქმული ტიბეტური ძონგსამი რაც ახალ ციხეს ნიშნავს. ქვემო მუსტანგის ტერიტორია ანაპურნას ეროვნულ პარკს ეკუთვნის და აქ მოსახვედრად საშვია საჭირო, რომელიც პოჰარაში მქონდა ნაყიდი 50$. საშვი აეროპორტშივე შემიმოწმეს. თუმცა ნეპალელები შემოწმებებზე თავს დიდად არ იკლავენ.ჯომსომი პატარა კოხტა ქალაქია,…

ჯომსომში ჩაფრენა. ნეპალი

ჯომსომი კალი-განდაკის ხეობაში პატარა ქალაქია და მუსტანგის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ჩვენთვის მუნიციპალიტეტის ცენტრს შეესაბამება. სამანქანო (საჯიპო) გზა აქ სულ რამდენიმე წლის წინ გაიყვანეს, მანამდე კავშირის ერთადერთი საშუალება აეროპორტი იყო, საიდანაც პოჰარაში რეგულარული ფრენები სრულდება. ქალაქი ჯომსომი 2700 მეტრის სიმაღლეზეა. კალი-განდაკის ხეობა ცალკე მოითხოვს განხილვას. ეს მსოფლიოში უნიკალური ხეობაა, რომელიც ჰიმალაებს აპობს. რა პარადოქსულიც არ უნდა…

პოჰარა – ჯომსომი ნეპალი შიდა ავია ფრენები

 ნეპალის დიდი ნაწილი ჰიმალაებია. აქ ბევრი რეგიონი და სოფელია სადაც არაა საავტომობილო გზები. ათასობით ადამიანი ცხოვრობს ისეთ სოფლებში სადაც მანქანის ბორბალი არ მიგორებულა. ამიტომ, მთიან რეგიონებთან დასაკავშირებლად შიდა ავიახაზები სასიცოცხლო მნისვნელობისაა. ჯომსომში გზა რამდენიმე წლის წინ გაიყვანეს, თუმცა ისეთი გზაა, რომ 100კმ-ს 10 საათი დრო სჭირდება. ნეპალში რამდენიმე ავიაკომპანია ახორციალებს შიდა ფრენებს. მე სიმრიკის ბილეთები…