საკრედიტო მაიდანი

საკრედიტო მაიდანი კიევში

პოსტი ეძღვნება ყველას ვისაც დოლარში აქვს კრედიტი 🙂 უკრაინაში 2004-2008 წლებშიც ბევრმა აიღო იპოთეკური სესხები, როდესაც 1 დოლარი 4-5 ჰრივნა იყო. შემდეგ დადგა 2008 წლის კრიზისი, როდესაც ჰრივნა დაეცა და 1$ 8 ჰრივნა გახდა. მას შემდეგ დოლარში კრედიტების გაცემა საერთოდ აიკრძალა, მცირე სესხები ვისაც ჰქონდა კი დაფარეს, მაგრამ დარჩნენ იპოთეკარები, ვინც სესხი ათწლეულები უნდა ფარონ.…

მაიდანი

კიევი, მაიდანი

დამოუკიდებლობის მოედანი კიევში – Майдан Незалежності ყველამ კარგად იცის, ეს ის ადგილია, სადაც უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ორი რევოლუცია მოხდა, განსაკუთრებულად დრამატული კი შარშანდელი ევრორევოლუცია იყო, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მაიდანზე და მიმდებარე ქუჩებზე, ყველგან, სადაც ადამიანები დაიღუპნენ, მათი მემორიალებია…

მეტრო ხრეშჩატნიკიდან პირდაპირ ყოფილი ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე მოვხვდი, რომელსაც ახლა ზეციური ასეულის სახელი ეწოდება. სწორედ აქ მოხდა 18-19 თებერვალს ათეულობით ადამიანის დახვრეტა სნაიპერების მიერ.

უკრაინა

უკრაინა ჩემი მარშრუტი

უკრაინა 2015 24 მარტი – 6 აპრილი.
კიევი, ავტობუსით ოდესაში, მატარებლით ლვივში, ლვივიდან ისევ მატარებლით ჩერნივცი, ავტობუსით კამინეც-პოდილსკში, და ისევ მატარებლით კიევში. რუქაზე ეს ასე გამოიყურება:

Passport and ticket

Getting ready for Ukraine!

ხვალ დილით მივფრინავ კიევში. მერე ოდესა, ლვოვი, ჩერნივცი და კამენეც-პოდოლსკი. კარგი პროგრამა მაქვს რომ გავიცნო უკრაინა ნაკლებად ცნობილი კუთხიდან – ტურისტული უკრაინა.

დასავლეთ უკრაინა ავსტრო-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, და აქაური ქალაქები ძირითადად სწორედ ავსტრიელების ბატონობის პერიოდშია აშენებული.

გართობის გარდა კიდევ ვგეგმავ კიევში ტურისტულ გამოფენაზე დასწრებას. მოკლედ დატვირთული 2 კვირა მელის. ქვემოთ კიდე კიევის, ლვოვის და ჩერნივცის რუქებია.

ნეპალი

ნეპალი – რჩევები მოგზაურებს

ოთხი თვე მოვუნდი ჩემი ნეპალური თავდაგასავლების აღწერას. ახლა კი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ამ შესანიშნავ ქვეყანაში დამოუკიდებლად გამგზავრება სურს. ბოლო დროს საქართველოში ნეპალი მგონი ნომერ 1 ტურისტულ მიმართულებად იქცა, ამიტომ ვვარაუდობ, რომ პოსტი აქტუალურია. მაშ ასე დავიწყოთ თავიდან: ნეპალში ჩაფრენა და ვიზის აღება თბილისიდან კატმანდუში მოხვედრა შეიძლება Fly Dubai, Air Arabia-ს და Qatar Airways-ის მეშვეობით. უკანასკნელი…

ფრიკ სთრით

კატმანდუ, პოსტი უკანასკნელი

70-ან წლებში, როდესაც დასავლეთში ჰიპების მოძრაობა დასუსტდა და ბევრმა ჰიპმა დახეული ჯინსების ნაცვლად შარვალ-კოსტუმი ჩაიცვა და თმები შეიჭრა, ყველაზე დაუმორჩილებლები ვარანასიში გაემგზავრნენ, რათა ერთად ემსჯელად, როგორც გადარჩენილიყვნენ ცვალებად სამყაროში. აქედან ნაწილი კატმანდუში გამოემგზავრა და დურბარიდან სამხრეთით მეფემ მათ მთელი ქუჩა უბოძა. ასე იწყება ფრიკ სთრითის ისტორია. 70 წლებში აქ იყიდებოდა მარიხუანა და ბინადრობდნენ ჰიპები. 70-ანების…

დამშვიდობება კატმანდუსთან დურბარის მოედანი

ნევარები კატმანდუს ველის ძირითადი მოსახლეობაა მდიდარი კულტურით, ის შესანიშნავი პაგოდები რაც ვნახე ამათი აშენებულია. მათთვის ამ დროს 1135 წელი დადგა. მაშინ როდესაც ნეპალში 2071 წელია დანარჩენ მსოფლიოს დიდ ნაწილში კი მხოლოდ 2014. ანუ სრული თავისუფლებაა კალენდარში, გინდა II გინდა III ათასწლეული იყოს, გინდ XXI საუკუნის დასაწყისი გინდ ბოლო, როგორც გაგიხარდება ბატონო. მე კი თავი დროში…

დაბრუნება კატმანდუში

დაბრუნება კატმანდუში

დილით ავიკიდე გუდანაბადი და ავტოსადგურზე წასვლა რომ დავაპირე, სასტუმროს პატრონმა თავად შემთავაზა მოტოციკლეტით წაყვანა. მოვუჯექი ჩემი ზურგჩანთებით უკან და წავედით. 5 წუთში სადგურზე ვიყავით. თავი ისევ დიდუბეში მეგონა. ფენოვანი ხაჭაპურების აქაურო ვარიანტით დადიოდნენ აქეთ იქეთ მოვაჭრეები. მალე ავტობუსიც დაიძრა და შემდეგი 6 საათი გზაში გავატარე. მთელი ცენტრალური გორიანი ნეპალი მთიან აჭარას ან რაჭას მაგონებს. ასე…

დივალი პოჰარაში

დივალი პოჰარაში, ნეპალი

პოჰარა ვცხელი და ნოტიო ჰაერით შემხვდა. მხოლოდ 15 წუთი ფრენა და ასეთი დიდი კონტრასტი, თან წნევისგან ტკივილი ყურში. ორი სურვილი მაწუხებდა სასწრაფოდ, გამეხადა თბილი ტანსაცმელი და მებანავა. მოკლე ვაჭრობის შემდეგ ტაქსისტებთან სასტუმროშიც ავღმოვჩნდი. სასტუმროში დამიბრუნეს ჩემი ბარჯი და ოთახი, ვიბანავე, გონს მოვედი, აკლიმატიზაციის პირველი შეტევა გადავიტანე, ვესაუბრე პატრონის შვილებს და ჭამის დროც მოვიდა. დილის 6…