ოდესა ბრტყელი სახლი

ოდესა ძველი ქალაქი

ცნობილი ბრტყელი სახლი, რომელიც ოდესის ძველ ნაწილში მდებარეობს. სწორედ ამ რაკურსიდანაა ბრტყელი, ისე კი მახვილი სამკუთხედია, რაც არანაკლებ საინტერესოა.. რამდენი მახვილკუთხა სამკუთხედი შენობა არსებობს მსოფლიოში? თუმცა გვერდზე თუ ეს მაიმუნობა მიუშენეს ეს შენობა დაკარგავს თავის ხიბლს… სახურავები ოდესაში ცალკე თემაა. ძველ ქალაქში ისეთივე “იტალიური ეზოებია” როგორც თბილისში, თუმცა კლიმატი ოდნავ უფრო ცივია და ფეჩები აუცილებლობაა.…

ოდესა

წვიმა ოდესაში

ამინდი გამოსწორებას არც აპირებდა. წვიმაში დუკის ძეგლამდეც მივედით. დუკს ეძახიან რიშელიეს, რომელმაც ოდესა ააშენა თავის დროზე. მისი ძეგლი ქალაქის ბულვართან დგას, ძალიან ლამაზ მოედანზე. შარშან დუკის ძეგლთან იკრიბებოდნენ მაიდანის მხარდამჭერები. ოდესაში არის ცნობილი გამოთქმა “Посмотрите на Дюка со второго люка” ზუსტად ეს ხედია მარჯვენა ფოტოზე 🙂 ძეგლის ძირში კი მაიდანზე დაღუპულთა საპატივცემლოდაა სანთლები. დუკისგან ზღვაც ჩანს.…

ოდესა

წვიმიანი ოდესა

ოდესაში ავტობუსით ჩავედი პარასკევს. მგზავრობას 6 საათი მოვუნდი. გზები ისეთია შევარდნაძე გამახსენდა, არა და ავტობანი ჰქვია. ოდესაში მეგობართან მივედი. კარგი საღამო იყო და ვისეირნეთ ცოტა. აი მეორე დილა კი ძალიან წვიმიანი აღმოჩნდა, პრინციპში როგორც შემდეგი 2 დღე – წვიმას არ გადაუღია. ამიტომ ოდესის ფოტოები სულ სველი და წვიმიანი გამომივიდა. რა თქმა უნდა ოდესის გაცნობა დერიბასოვკაიას ქუჩიდან…

მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი

მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი

მიქაელ მთავარანგელოზის მონასტერი კიევში XVIII საუკუნეში აშენდა. მისი განმასხვავებელი ნიშანი იყო მოოქროვილი გუმბათები. სწორედ ამ ტაძრის აშენების შემდეგ დამკვიდრდა სლავურ არქიტექტურაში გუმბათების მოოქროვება. მონასტერი 1930-ან წლებში კომუნისტურმა ხელისუფლებამ დაანგრია. თუმცა, საბედნიეროდ ნახაზები შემორჩა და 1990-ან წლებში თავიდან ააშენეს. დღეს ეს ტაძარი კიევის პატრიარქატის უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის. მაიდანის პირველი დარბევის შემდეგ, სტუდენტები სწორედ ამ მონასტერში…

ხალხური არქიტექტურის და ყოფის ეროვნული მუზეუმი

ხალხური არქიტექტურის და ყოფის ეროვნული მუზეუმი

Національний музей народної архітектури та побуту України კიევის სამხრეთ გარეუბანში არის ალბათ ყველაზე საინტერესო ადგილი ქალაქში – ეთნოგრაფიული მუზეუმი. ჩვენს მუზეუმზე გაცილებით უფრო დიდი ტერიტორია უკავია და აქ არა სათითაოდ, არამედ ჯგუფებადაა სახლები, თითქოს პატარა სოფლებია გადმოტანილი უკრაინის სხვადასხვა კუთხეებიდან. მუზეუმი პიროგოვის სახელობისაა. ვინ იყო პიროგოვი მაინც ვერ გავარკვიე. აქ მისვლა ტაქსით ჯობია, რადგან ვერავითარი…

ღამის კიევი

ღამის კიევი

ჩემი და ფოტომანიაკების გასეირნება, რაზეც წინა პოსტში დავწერე, უკვე ქალაქის ცენტრში გაგრძელდა. ჯერ დიდხანს ტროლეიბუსით ვიმგზავრეთ, შემდეგ მეტროთი, და კიევის ძველ კარიბჭესთან – ოქროს კარიბჭესთან ამოვყავით თავი. კიევის შუასაუკუნეების შესასვლელი რეკონსტრუქციის შემდეგ ასეთია, რეალურად როგორი იყო არ ვიცი. თუმცა ორიანი რეკონსტრუქტორებს, სრული რეალიზმისთვის ძველი კედელის დაემატებინათ, და ბარათაშვილის გამზირი გამოვიდოდა, თორე ასე, კარიბჭე შუაგულ ქალაქში…

საღამოს კიევი

საღამოს კიევი

კიევს ჩემთვის ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება აქვს. არცერთ ქალაქში საქართველოს ფარგლებს გარეთ არ მყავს ამდებნი ახლობელი, ნაცნობი, მეგობარი, ამიტომ მუდმივად ხელიდან ხელში გადავდიოდი. ლავრასთან კიდევ ერთ მეგობარს შევხვდი და სადილად წავედით. მე დაჟინებით ვითხოვდი უკრაინულ რესტორანს. როგორც გაირკვა საბურთალოზე უკრაინული რესტორანების კონცენტრაცია აღემატება უკრაინაში ნებისმიერ ადგილზე ეროვნული რესტორანების კონცენტრაციას. ვიარეთ, ვიარეთ, გზად ასეთი ნომრიანი მანქანა ვნახეთ.…

კიევ-პეჩერის ლავრა

კიევ-პეჩერის ლავრა

კიევ-პეჩერის ლავრა 1051 წელს იქნა დაფუძნებული და იგი აღმოსავლეთ სლავების სასულერო ცენტრს წარმოადგენს. ლავრა პატარა გორაზეა გაშენებული, დაბლა კი გამოქვაბულებია, სადაც წმინდანების, საეკლესიო მოღვაწეების და სხვა ისტორიული პირების აკლდამებია. ლავრის კომპლექსი უინესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული. ტერიტორიაზე რამდენიმე მუზეუმია, მათ შორის უკრაინის საგანძური. ლავრაში ტურისტული გამოფენიდან წავედი. შესვლა ფასიანია, მგონი 50 ჰრივნა ღირდა. ალაგალაგ ექსკურსიები…

Андріївський узвіз

Андріївський узвіз – კიევის ულამაზესი ქუჩა

კიევში ყველაზე კოლორიტული და ლამაზი ქუჩა ანდრეას დაღმართია. იგი აერთებს ქალაქის ზედა უბნებს პოდოლთან. ქუჩის სახელი დაკავშირებულია XVIII საუკუნეში აშენებულ წმ. ანდრეა პირველწოდებულის ეკლესიასთან, რომელიც დღესაც ქუჩის მთავარი ღირშესანიშნაობაა. თვითონ დაღმართი კი ქუჩა-მუზეუმია, კიევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა. დაღმართზე სუვენირები იყიდება…. ტრადიციულიც და თანამედროვეც. ეკლესია გორაზეა, თუმცა როგორც მითხრეს ეს გორა დამეწყრილია ეკლესიას კი სარემონტო…

კიევი დნეპრი

კიევში სეირნობა

კიევი ძველი სლავური ქალაქია. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი მნიშვნელოვნად დაზიანდა, ცენტრის დიდი ნაწილი განადგურდა და ომის შემდეგ ბევრი ახალი შენობები აშენდა. ამიტომაც ალბათ კიევი დიდად არ მომეწონა, რაღაცნაირი ძალიან დიდი, უჟმური ქალაქია, ზედმეტად საბჭოთა… პირველ დღეს ახანაგებთან ერთად ვსეირნობდი. მაიდანის, ზეციური ასეული ქუჩის და საკრედიტო მაიდანის შემდეგ გავუყევით ხრეშჩატნიკს და პარკში გავედით, რომელიც…