ბუდისტური ხელოვნება – კოპანის მონასტერი

 როგორც ადრე დავწერე, კოპანის მონასტერი თანამედროვეა, და მოხატულობაც შესაბამისად ახალია, თუმცა იმეორებს ტრადიციულ ბუდისტურ ფრესკებს. ეს ფრესკა მთავარი ტაძრის შესასვლელშია და ასახავს სამსარის რუქას. ასეთი გამოსახულება ყველა ბუდისტურ ტაძარში გვხვდება.

 ეს დებატების პავილიონშია ბუდას და ტარას ქანდაკებები

ტარა – ბუდას ქალის სახე

ბავშვები მონასტერში

 ტიბეტში და ჰიმალაებში შუა საუკუნეებიდან დღემდეა ტრადიცია, რომ ოჯახი უმცხროს შვილებს მონასტერს აძლევს. შუა საუკუნეების ევროპაშიც ასეთივე ტრადიცია იყო, აქ კი დღემდე მოაღწია. ტრადიციას რა თქმა უნდა ეკონომიკური საფუძველი აქვს – მაღალ მთაში სიდუხჭირეა და ქონება მხოლოდ უფროს შვილზე გადადის, უმცროსს არაფერი ერგება ამიტომ მას მონასტერში უშვებენ, თან ხშირია რომ ოჯახს არ აქვს საშუალება გამოკვებოს…

Kopan monastery გაგრძელება

ჩვენი გომპა შიგნიდან. ყოველ დღე აქ ვიკრიბებოდით მედიტაციებზე და სწავლებებზე.ბალიშებზე ჯდომა კი სერიოზული პრობლემა იყო 🙂 მე სულ კედლისკენ ვჯდებოდი.

გზა გომპისკენ

ხედი შეჩენის მონასტერზე

ბუდა სტუპა და უკან აეროპორტიც ჩანს

ხედი

კოპანის მონასტრის ბაღში

მონასტრის ბაღში მინიატურული ქანდაკებებია.
ბუდა ქადაგებს ცხოველებთან.

ბუდა ასკეტიზმის პერიოდში

კიდევ რომელიღაც ეპიზოდი…

ბუდას დაბადება

ქადაგება

6 ოქტომბერი, კოპანის მონასტერი

გავიღვიძე მონასტრის ზარამდე. გუშინ გეშეს სწავლებამდე კარინმა აგვიხსნა ტიბეტური ეტიკეტი, მასწავლებელს ფეხზე ამდგარი უნდა დავხვდეთ. როდესაც შემდეგ კატინსაც ფეხზე ამდგარი დავხვდით უეჭველი ესიამოვნა.კარინის სწავლება საინტერესოა. გეშესგან მეტს ველოდი. შეიძლება ენის პრობლემაა, ინგლისური ხომ არაა ჩვენი მშობლიური ენა, არც ჩემი, არც მასწავლებლების, ბუდიზმი და დჰარმა კი რთულია. რთულია ამ ყველაფრის გონებაში სწორად თარგმნა, გაგება… ინგლისურ ენოვნები…

5 ოქტომბერი, კოპანის მონასტერი

 როგორც წინა პოსტში მოვყევი, ვიყიდე რვეული და დავიწყე წერა. რადგან დილით საუბარი არ შეიძლებოდა, წერისთვის საკმარისი დრო იყო. ვაგრძელებ რვეულში ჩანაწერებით. გუშინ პირველი საღამო იყო. ყველაზე ძნელი მედიტაციაა, ჯდომა მტკივნეულია, ფეხები და წელი მტკივა, კონცენტრაციას ვერ ვახერხებ. აქ 150-ზე მეტი ადამიანი ვართ, კანადიდან ავსტრალიამდე, ფილიპინებიდან, იორდანიიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, ჰოლანდიიდან და ალბათ ევროპაში ქვეყანა არაა, რომ…

კოპანის მონასტერში მისვლა, ნეპალი Check in Kopan monastery October 2014

ალბათ ბლოგში ყველაზე საინტერესო ნაწილს ვიწყებ. ჩემამდე რომელიმე ქართველი იყო ბუდისტურ მონასტერში რამდენიმე დღე??? კოპანის მონასტერი მდებარეობს კატმანდუს გარეუბანში, ბოუდჰასთან, კაპანის მთის წვერზე. მონასტერი 70-ანი წლების დასაწყისში დააფუძნეს ლამებმა იეშემ და ზოპამ. ლამა იეშე ტიბეტიდან იყო ლტოლვილი, ხოლო ზოპა ნეპალელია. ლამა იეშემ 1971 წლიდან დაიწყო ყოველწლიურად ევროპელების მიღება მედიტაციის კუსებზე, რაც ყოველწლიურ ნოემბრის კურსებად გადაიქცა.…

ოცნებების ბაღი, კატმანდუ, ნეპალი

 კატმანდუს ცენტრში, ტამელთან ახლოს არის ეს პატარა სიმშვიდის ოაზისი. პარკში შესვლა ფასიანია, მგონი 200 რუპი ღირს. აქ რესტორანიცაა.

 ამ ამფითეატრზე ხალხი (უმეტესად ტურისტები) წამოწოლილები არიან, მზოგს სძინავს ზოგიც კითხულობს. მთელი დილა ბოდიალის შემდეგ დიდი სიამოვნება იყო შუადღის მზისგან აქ შეფარება და ჩრდილში თვლემა.

 შადრევანი

 ზოგი სეირნობს…

 ეკლექტიკა

ძველი კატმანდუს კოლორიტი, ნეპალი

 ნეპალის და ბუდიზმის დროშები. ბუდიზმის დროშა XIX საუკუნეში მოიგონეს და მისი ნახვა ყველა ტაძარზე შეიძლება, ასევე ბუდისტების სახლებზეც. სიმბოლიკაზე ვიკიპედიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ.


 ისევ ტანსაცმლის მაღაზია

 ტაძარი…

 ლამაზი შენობა და სალამურების გამყიდველი

 სალამურების გამყიდველი

 ხილიც იყიდება

 ლამაზი კარები

 პაგოდა და “მანტიორის კოშმარი” :))))

Janabaha temple Kathmandu – ჯანაბაჰა, ბუდისტური ტაძარი, კატმანდუ, ნეპალი

 ასანზე ბოდიალისას ამ ჭიშკარს გადავეყარე და შევედი. ჯანაბაჰა ბუდისტური ტაძარია. ვერავითარი ინფო ამ ძეგლის შესახებ ვერ ვიპოვე. ასე რომ მხოლოდ ფოტოებს გთავაზობთ.

 ეზო

 ბუდა

 მტრედები ბევრნი არიან

 ტაძარიც

 ავალოკიტეშვარა – ბუდისტური წმინდანი

 

მტრედები…
დავჯექი დასასვენებლად, მაგრამ ცოტა ხანში ერთმა ადგილობრივმა ისე გამიბურღა ტვინი რომ წავედი სასეირნოდ….