პოჰარა, ნეპალი. დღე პირველი

ჩიტვანის შემაწუხებელი სინოტივის შემდეგ პოჰარას კლიმატი იდეალური იყო, თუმცა სიცხის გამო ჩასვლისას ეს ვერ დავაფასე.წინასწარ მქონდა დაჯავშნილი სასტუმრო Mountain view რომელსაც ყველას ვურჩევ. სასტუმროს პატრონი დამხვდა ავტოსადგურზე მოტოციკლეტით და მიმიყვანა სასტუმროში. პირველად ასე ვიმგზავრე მოტოციკლეტით. ცოტახანი დავისვენე და მიუხედავად სიცხისა და ცუდი მდგომარეობისა ცხელი ჩაი მინდოდა და ქალაქში უნდა გავსულიყავი. სასტუმრო პოჰარას სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. პოჰარა…

ჩიტებზე დაკვირვება. ჩიტვანი, ნეპალი

 ბოლო დილასაც ძალიან ადრე ავდექით. გათენებული არ იყო ჯერ. ყავა დავლიეთ და გზას გავუდექით ფრინველებზე დასაკვირვებლად. მერე სწრაფად უნდა გვესაუზმა და ჩემი ავტობუსი პოჰარაში 9 საათზე მიდიოდა. სამწუხაროდ წინა დღეს გავცივდი და დილით ცუდად ვიგრძენი თავი.  მალე მივხვდი რომ სიცხე მაქვს და არ მეფრინველება… დავბრუნდი უკან საუზმე რომ მეჭამა.  გზად ეს სპილო და გლეხები შემხვდნენ.…

სპილოებით საფარი ჩიტვანის ჯუნგლებში. ნეპალი. დასასრული

 მდინარისკენ მარტორქა დავინახეთ და დავედევნეთ. მარტორქა წყალში შევიდა და სულ ეკიდა რამდენიმე სპილო რომ მოსდევდა.  ლამაზია  სპილოები. აქ დევნა დამთავრდა და უკან სადგურისკენ დავიძერით.  ფოტოაპარატიც მალე დამიჯდა და ველურ ფარშევანგებს ვერ გადავუღე სურათები. ასე დამთავრდა სპილოებზე სეირნობა. საღამოს “კულტურული პროგრამა” გვქონდა. კულტურის სახლში ტარუს ცეკვა სიმღერას გვაყურებინეს, მაგრამ არ მომეწონა, ძალიან პრიმიტიულია. ასე დამთავრდა ეს…

სპილოებით საფარი ჩიტვანის ჯუნგლებში. ნეპალი. გაგრძელება

 ტყე გაიშვიათდა და ასეთი ხედები გაიშალა…

 სპილოზე ვზივარ და სადაა ბალახი…. საკუთარ ფეხზე ადამიანს ეს დამალავდა.

 თვალსაჩინოებისთვის. ამ ბალახისგან აშენებენ ტარუს ხალხი სახლებსა და სახურავებს.

 ეს ალბათ ამერიკულ პრერიებს და პამპასებს ჰგავს

 მდინარისკენ მივდიოდით

ლამაზი იყო… მერე მარტორქა ვნახეთ…

სპილოებით საფარი ჩიტვანის ჯუნგლებში. ნეპალი

სადილის მერე დავისვენე, და დანიშნულ დროზე ისევ შევიკრიბეთ და სპილოების სადგურზე გავემგზავრეთ.  სადგური ასე გამოიყურება. ეს პლატფორმები საშუალებას იძლება ადვილად ავიდეთ სპილოზე. უამრავი ხალხი იყო. თითო სპილოზე 4 ადამიანი ჯდება, კოლოფიხ ოთხივე კუთხეში, წონასწორობა რომ იყოს დაცული.  აი ასე ხდება ეს  სპილოები რიგში  მე შვედი და მალაიზიელი წყვილი ერთ სპილოზე დავსხედით და გავიუდექით გზას.  ჯერ…

ტარუს სოფელი და სპილოების ბანაობა. ჩიტვანი, ნეპალი

სპილოების შემდეგ ჩავსხედით მანქანაში და წავედით სოფელში. როგორც ადრე დავწერე სახლებს ტორფისგან და თიხისგან აშენებენ, სახურავები ბალახისაა. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ სახურავს აახლებენ, კედლებიც 3-4 წელიწადში ერთხელ იცვლება. რაღაცის მარცვლები, ამისგან ზეთს აკეთებენ. სოფლის ქუჩა. შიფერი ეტყობა აქ “ნავაროჩენი პონტია” დივალი ახლოვდება და სახლებს ასე ნიშნავენ სიმდიდრისა და ბარაქის ქალღმერთის გული რომ მოიგონ. თუმცა ამათ…

სპილოები ჩიტვანში. ნეპალი

ტყიდან სპილოების სადგომზე გამოვედით. როგორც ადრე დავწერე აქ მარტო დედლები არიან, მამლები ველურად ბუნებაში ცხოვრობდენ. როდესაც დედლებს კაცი მოუნდებათ უშვებენ ტყეში და თვითონ პოულობენ წყვილს. მერე ეტყობა თვითონ ბრუნდებიან უკან. ამ ფოტოზე ოჯახია, დედა და ორი შვილი. უფროსი არ მახსოვს რა ასაკისაა, ხოლო პატარა რამდენიმე დღის იყო.

სპლიყვი 🙂

სიყვარული

საყვარელი

ოჯახი

მარტორქა ჩიტვანში. ნეპალი

 როგორც ადრე დავწერე მარტორქა წითელ წიგნშია. ეს უზარმაზარი ცხოველი ბრაკონიერების ხშირი მსხვერპლი სწორედ რქის გამოა. მიუხედავად იმისა, რომ მარტორქა ბალახით იკვებება, იგი ძალიან აგრესიული და საშიში მხეცია, რაშიც არცერთ მტაცებელს არ ჩამოუვარდება. გიდმა როგორც გვითხრა მარტორქა ცუდად ხედავს მაგრამ კარგად ყნოსავს, საშიში ეშვები აქვს და ახლოს მისვლა არ შეიძლება. თანაც მიუხედავად გაბარიტებისა სწრაფადაც დარბის.  ცოტა…

ჩიტვანი, ჯუნგლებში სეირნობა. ნეპალი

გავუდექით გზას. ჯუნგლები ჩოულებრივი ტყე იყო, მე უფრო რაღაც ისეთი წარმომედგინა, ფილმებში რომ არის, ძალიან ველური, მაჩეტეთი რომ უნდა იკვლიო გზა და რამე, ნუ ამაზონიის ჯუნგლები ეს არაა, ჩოულებრივი ტყეა. მაგრამ ჩვენს ტყეში აი ასე მოსეირნე ირმებს ვერ ნახავთ. აი რამდენი ირემია. ჩვენს ნაკრძალებს უნდა შეშურდეს. გიდს ვკითხე ირმების რაოდენობაზე, და არ ვიცითო ძალიან ბევრიაო.…

კანოეთი გასეირნება – ჩიტვანი, ნეპალი

 დილა ძალიან ადრე დაიწყო, გათენებული არ იყო ჯერ გაგვაღვიძეს. თუმცა მადლობა კოპანის მონასტერს, დილით ადგომას შევეჩვიე და 5:30-ზე ადგომა არ გამიჭირდა.ნეპალში ცხოვრება ზოგადად ადრე იწყვება და ადრე მთავრდება. აქ მზის ამოსვლისას ყველა უკვე სამუშაოს იწყებს, თუ კი აქვთ რა თქმა უნდა.ვისაუზმეთ და 6 საათისთვის უკვე ნავების სადგომთან ვიყავით. ჩიტვანში სასტუმროების უმეტესობას დიდი პიკაპები ჰყავთ მათ…