ინდოეთის სავიზო ცენტრი

ინდოეთის ვიზა კატმანდუში

ამ პოსტში დეტალურად ავღწერ როგორც ავიღოთ ინდოეთის ვიზა კატმანდუში. ნეპალში შესაძლოა მხოლოდ 3 თვიანი ვიზის აღება, რატომღაც 6 თვიან ტურისტულ ვიზებს აქ არ იძლევიან. პირველ რიგში გვჭირდება გვქონდეს პასპორტი რა თქმა უნდა და ფული – სულ 4900 რუპი. ინდოეთის სავიზო ცენტრი კატმანდუში მდებარეობს ტამელიდან ჩრდილოეთით 15-20 წუთის სავალში. მისამართი ზუსტად მოცემულია ქვემოთ რუქაზე. ბრიტანული საკონსულოს…

ნაგარკოტი

ნაგარკოტი

მონასტრიდან პირდაპირ ტამელში წამოვედი, მშობლიურ სასტუმრო ნანაში შევსახლდი და ცხელი შხაპი მივიღე. კოპანის სიჩუმის შემდეგ ტამელის მჩქეფარე ცხოვრებამ თან გამიტაცა, თან კი არ ვიცოდი სად გავქცეულიყავი. მეორე დილით მნიშვნელოვანი საქმე მქინდა გასაკეთებელი – ინდოეთის ვიზისთვის უნდა შემეტანა საბუთები, ამიტომ შორს ვერ წავიდოდი. დილით ადრე ავდექი, მივაკითხე სავიზო ცენტრს, და სადღაც 10:30-სთვის უკვე თავისუფალი ვიყავი. ორშაბათი…

ბოუდანათის სტუპა

ბოუდანათის სტუპა

კოპანის მონასტრიდან ერთ დილას წავედით ბოუდანათის სტუპის მოსალოცად. ეს სტუპა ბუდისტებისთვის კატმანდუს ველზე ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილია. რამდენიმე ათეული წლის წინ იგი ბრინჯის მინდრებს შორის იყო აღმართული, მაგრამ 1950-ანი წლების ბოლოდან, როდესაც ჩინელების მიერ ოკუპირებული ტიბეტიდან ნეპალში დევნილებმა დაიწყეს ჩამოსვლა, მათ დაიწყეს სტუპის გარშემო დასახლება. დღეს სტუპის გარშემო ქალაქია უკვე. შარშან რა თქმა უნდა ვიყავი…

კოპანის მონასტერი

კოპანის მონასტერი

შარშან 10 დღე გავატარე კოპანის მონასტერში, რომელიც კატმანდუს ველის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. წელსაც მინდოდა დაბრუნება, პრინციპში ნეპალში დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ კოპანი იყო. კოპანის ისტორია 70-ანი წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც ინდოეთიდან კატმანდუში ორი ბუდისტი ლამა ჩამოვიდა – იეშე, რომელიც ტიბეტელი ლტოლვილი იყო და ზოპა, რომელის ნეპალელი შერპა იყო. მათ თან მათი ამერიკელი მოსწავლე ახლდათ,…

კატმანდუ

დივალი, კატმანდუს ქუჩები და დურბარი

ლალიტპურიდან უკან რომ ვბრუნდებოდი, ბაგმატის ხიდთან ახლოსვე კიდევ ერთი ტაძარი ნახე, თუმცა ეს მიწისძვრამ სერიოზულად დააზიანა… ტაძრის გვერდზე რაღაც არმატურებს ტენტი ისე გადააფარეს შორიდან მოჩვენებას ჰგავდა. გზად დარაჰარას კოშკს ჩავუარე, რომელიც მიწისძვრამ დაანგრია და რამდენიმე ათეული ადამიანი მოიყოლა… შარშან აქ ასვლა დამეზარა, რას წარმოვიდგენდი, რომ რაც გინახავს ვეღარ ნახავ… კატმანდუს ვიწრო ქუჩებში კი საზეიმო განწყობა…

ლალიტპური

ლალიტპური – სილამაზის ქალაქი

ლალიტპური პატანის ძველი სახელია, რაც სილამაზის ქალაქს ნიშნავს. ოდესღაც, როდესაც კატმანდუს ველზე სამი სამეფო იყო, ლალიტპური ერთ-ერთის დედაქალაქი იყო. დღეს კი, როდესაც კატმანდუ მეგაპოლისი გახდა, პატანი მის სამხრეთ შემოგარენად იქცა. კატმანდუს და პატანს ახლა მხოლოდ მდინარე ბაგმატი ჰყოფს. კატმანდუს ცენტრიდან პატანის დურბარის მოედნამდე მხოლოდ 5-6 კილომეტრია. დივალის დილას გადავწვიტე ფეხით გამესეირნა. ბევრი ვიარე თუ ცოტა…

კატმანდუ

დურბარი, ქუჩები და ტაძრები კატმანდუ

კიდევ ერთი ახალ დაქორწინებული წყვილი, ამ ჯერად დურბარის მოედანზე. სვაიამბუდან ფეხით ჩამოვედი, სასტუმროსი წასვლა არ მინდოდა, არც ტამელზე ბოდიალი, წავედი დურბარისკენ. გზად ვისადილე კიდეც. ბიშნუმატის ნაპირას დავინახე დიდი პაგოდა, სამწუხაროდ მიწისძვრად სერიოზულად დააზიანა. ახლოს მივედი, გარშემო ბევრი ხალხი ტრიალებდა. ტაძარი ძალიან ლამაზი აღმოჩნდა. გზა გავაგრძელე. ქალაქი მორთული იყო დივალის წინ. ქუჩებში ძალიან ბევრი ხალხი იყო…

სვაიამბუნათი

სვაიამბუნათის სტუპა

როგორც თავად ნეპალელები ამბობენ – სვაიამბუ, უცხოელების უმეტესობა კი ვერ იმახსოვრებს ამ რთულ დასახელებას და monkey temple-ს ეძახიან ამ სტუპას. თუმცა ინდოსტანის სუბკონტინენტზე ევროპელებისთვის მაიმუნების ტაძრად როგორც წესი ღმერთი-მაიმუნის – ჰანუმანის ტაძრებია ცნობილი, ცოლო უძველესს ბუდისტურ სტუპას ამ ღმერთთან საერთო არაფერი აქვს, თუმცა მთის ფერდობზე მცხოვრებმა მაიმუნებმა ამის შესახებ არაფერი იციან. პირველად სვაიამბუს მთაზე შარშან…

ბაქტაპური

ორი დღე ბაქტაპურში ნაწილი 2

ჩემი ფრანგი ნაცნობი კარგი გიდი აღმოჩნდა, ბევრი ისეთი რამ ვნახე რაც შარშან არ მქონდა ნანახი, და თან არსად არ მეჩქარებოდა, წყნარად ვსეირნობდით. დივალის პირველი დღე იყო, როდესაც თაყვანს ყვავებს სცემენ. სახურავებზე ხალხი ხორბალს და ბრინჯს ყრიდა და ყვავებმა თითქოს იცოდნენ, რომ დღეს მათი დღეა და ჯოგებად დაფრინავდნენ.   ჩემდა სასიხარულოდ ცნობილი 5 სართულიანი პაგოდა გადაურჩა…

ფარშევანგიანი ფანჯარა

ორი დღე ბაქტაპურში ნაწილი 1

ოდესღაც კატმანდუს ველზე სამი სამეფო იყო – კატმანდუ, ლალიტპური და ბაქტაპური. აქ ნევარები ცხოვრობდნენ. სამივე სამეფოს მალას დინასტიის მეფეები მართავდნენ და მათ შორის გააფთრებული ბრძოლა მიდიოდა, თუმცა ბრძოლის ველზე კი არა, არამედ ხელოვნებაში – ვინ უფრო ლამაზ ტაძრებს და სასახლეებს ააშენებს, ვისი ტაძრები უფრო ნატიფი ხის დეტალებით იქნება გაწყობილი. ეს მეტოქეობა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში…