Category: India – ინდოეთი

  • ბომბეი (მუმბაი) კონტრასტების ქალაქი

    ბომბეი (მუმბაი) კონტრასტების ქალაქი

    მაჰაბალეშვარიდან მუმბაიში ღამის ავტობუსით ჩამოვედი საკმაოდ ცუდ დროს – ღამის 3 საათი იყო. ჰამპიში დავიწყე და გოკარნაში დავამთავრე გრეგორი დევიდსის რომანის – “შანტარამის” კითხვა. ამიტომ ჩემთვის მუმბაი იყო ბომბეი, ის ჭრელი და კონტრასტული ქალაქი, სადაც შანტარამის მოქმედება ხდებოდა. ღამის 3 საათზე ბომბეის ქუჩებში მარტო ტაქსისტები იყვნენ. მე ამ ღამისთვის არ მქონდა არაფერი დაჯავშნილი, რადგან იმედი […]

  • მაჰაბალეშვარი მზის ჩასვლა

    მაჰაბალეშვარი მზის ჩასვლა

    გოკარნას და ჰამპის მერე მაჰაბალეშვარშიც არ მოვიშორე მზის ჩასვლების გადაღება. აქ სასტუმროს ბაღიდანვე მქონდა საუკეთესო ხედი. ამ პოსტში მხოლოდ მზის ჩასვლის სურათები იქნება. თითქმის 5 დღე ვიყავი აქ. ბოლოს სასტუმროს პატრონმა მაყიდინა მუმბაის ღამის ავტობუსის ბილეთი… შემდეი პოსტი უკვე მუმბაიდან იქნება

  • მაჰაბალეშვარი – უბრალოდ ბევრი ლამაზი ფოტო

    მაჰაბალეშვარი – უბრალოდ ბევრი ლამაზი ფოტო

    შემდეგ დღეს გერმანელები უკვე მიდიოდნენ, მე კი გადავიფიქრე წასვლა. გამიტკბა აქ ყოფნა. თან სადაც ვაპირებდი იქ თითქოს შაბათ-კვირას ბევრი ხალხი იქნებოდა, სასტუმროები ძვირი და თან გზად 3 ტრანსპორტი უნდა გამომეცვალა. მოკლედ ხელი ჩავიქნიე და არსად არ წავედი. ახალი ევროპელი მეზობელი მოვიდა, ჩემსავით მარტო მოგზაური ბელგიელი გოგო, რომელიც საკრუიზო გემებზე მუშაობს. ეს ჩემი ოთახის შესასვლელი. ბაღში […]

  • პრატაპადჰის ციხე მაჰაბალეშვართან

    პრატაპადჰის ციხე მაჰაბალეშვართან

    მაჰაბალეშვარის მიდამოებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა პრატაპადჰის ციხე, რომელშიც რომელიღაც მაჰარაჯები ბატონობდნენ. ციხე 30 კილომეტრშია. როგორც გავარკვიე ავტოსადგურიდან 9:30-ზე სახელმწიფო საექსკურსიო ავტობუსები დადის ყოველ დღე. მივედი დილით და შევუერთდი ექსკურსიას. ჩემს გარდა უცხოელები მხოლოდ ასაკოვანი ჩინელი წყვილი იყო. ავტობუსი ისეთი იყო როგორიც უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ავტობუსი, ძალიან ძველი და ხმაურიანი. ავტობუსს ჰყავდა ტურლიდერი. ფასი ზუსტად არ […]

  • მაჰაბალეშვარი პრაქტიკული ინფო

    მაჰაბალეშვარი პრაქტიკული ინფო

    მაჰაბალეშვარი დასავლეთ გატეში საკურორტე ადგილია, იგი დაახლოვებით შუა გზაზეა გოადან მუმბაისკენ. გზამკვლევებში ძალიან ცოტა ინფორმაციაა ამ ადგილის შესახებ. აქ კი ძალიან ცოტა ევროპელია. მაჰაბალეშვარი ტიპიური ინდური საკურორტე ადგილია ინდოელებისთვის და არა ევროპელებისთვის. კურორტი ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზეა და ბუნება აქ მკვეთრად განსხვავდება. აქ აღარაა დამღლელი სიცხე, არც პალმები. პანჯიმი ღამე დავტოვე. გათენებამდე ავტობუსი შეგვააცვლევინეს, […]

  • ქეთევან წამებულის საფლავის ძებნაში

    ქეთევან წამებულის საფლავის ძებნაში

    ჯერ გზის გადაღმა კეთილი იესოს ბაზილიკაში წავედი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. ეკლესია მართლაც შთამბეჭდავია. შიგნიდან საკურთხეველი შიდა ეზო. ამანაც ესპანეთი მომაგონა… რომელიღაც წმინდანი მთლიანად ყვავილებით მორთული, ეს ინდოეთია 🙂 როგორც წინა პოსტში დავწერე ქეთევან წამებული ირანში სიკვდილის წინ პორტუგალელმა მისიონერებმა აზიარეს, გარდაცვლილზეც მათ იზრუნეს. მისი ნეშთის ნაწილი კი გოაზე გადაასვენეს, როგორც ვარაუდობენ წმ. […]

  • პანჯიმი და ძველი გოა

    პანჯიმი და ძველი გოა

    კვირა დღეს განვაგრძე პანჯიმში სეირნობა… ძველი ქალაქი… რაღაც ინდუისტური ტაძარი აშკარად ძალიან ძვირად ღირებული სახლები საღამოს ისევ საკათედრო ტაძართან მოვედი, ამჯერად განათება კარგი იყო.. მერე პარკში წავედი, იქ ასეთი ბიბლიოთეკის ნაშთი თუ ჩანასახი დამხვდა პორტუგალელების ბატონობის დროს აქ ვასკო და გამას ძეგლი იყო. მერე ინდოელებმა საკუთარი ღერბით შეცვალეს პატარა მდინარე პანჯიმში ასეთი ხიდია მდინარეზე ხანდახან […]

  • გოა ბენალიუმი, გაქცევა პანჯიმში და პრაქტიკული ინფო

    გოა ბენალიუმი, გაქცევა პანჯიმში და პრაქტიკული ინფო

    გოა ყველაზე არაინდური შტატია ინდოეთში. ყველაზე მდიდარი და ტურისტული. თან აქ პორტუგალელები ბატონობდნენ და არა ინგლისელები, ამიტომ ყველაფერი განსხვავდება. მარგაოს სადგურზე სისუფთავემ გამაოცა. ტაქსისტს მარიო ერქვა. აქ მოსახლეობის მეოთხედი ქრისტიანია და სახელები პორტუგალული აქვთ… ტაქსმა ჩამიყვანა ბენალიუმში სასტუმრო ვუდსტოკში. ეს ზღვის პირას ბუნგალოები იყო და ღირდა 700 რუპი. ფასები აქ ზოგადად გოკარნაზე საგრძნობლად ძვირია. ვუდსტოკი… […]

  • გოკარნა, კუდლი – სამოთხის პატარა ნატეხი

    გოკარნა, კუდლი – სამოთხის პატარა ნატეხი

    გოკარნაში, კუდლი ბიჩზე ცხოვრება მონოტონური მაგრამ სასიამოვნო იყო. დილით საუზმე და ცურვა. მერე ცოტა ხანი იოგაზე დავდიოდი. იოგა რომ აღარ მქონდა მთელი დღე, როდესაც ძალიან ცხელოდა ჰამაკში ვიწექი და ვკითხულობდი. საღამოს ცურვა, ქალაქში გასვლა და ვახშამი. ყველაზე კარგი საღამოები იყო. მზის ჩასვლისთვის კუდლის მოსახლეობა იკრიბებოდა პლიაჟზე და მხიარულობდა. ფოტოს დააკლიკეთ ეს ვიდეოა. მზის ჩასვლები თავისთავად […]

  • გოკარნა – პრაქტიკული ინფორმაცია

    გოკარნა – პრაქტიკული ინფორმაცია

    გოკარნა პატარა ქალაქია კარნატაკას შტატში ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. ქალაქში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტაძარია – შივასი, განეშის და რამასი, რის გამოც იგი ინდუისტებისთვის წმინდა ადგილია და ბევრი მომლოცველი ჩამოდის აქ. თავიდან ზღვაზე რომ გადავწყვიტე წასვლა ვორჭოფობდი, გოკარნა ამერჩია თუ კერალას შტატის საზღვაო ადგილები ვარკალა ან კოვალამი, გოა არც კი განიხილებოდა რუსი ტურისტების სიჭარბისა და ფასების გამო. ბოლოს არჩევანი […]