პუჯა – ბუდისტური ღვთისმსახურება

ჩვენთვის პუჯაზე დასწრება არ იყო სავალდებულო. თუმცა ჯგუფიდან რამდენიმე კაცმა კარინს სთხოვა, რომ ჩვენც დავსწრებულიყავით, და თხოვნა რა თქმა უნდა დაკმაყოფილებული იყო. სავსე მთვარიანი ღამის შემდეგ, გამთენიას დიდ გომპაში უნდა შევკრებილიყავით. პუჯა 5:30-ზე იწყებოდა. ავდექი, პირი დავიბანე, გავემზადე და წავედი. რომ მივედი ჯერ ადრე იყო და გომპა ცარიელი იყო. ბერები ცენტრში ისხდნენ, ჩვენთვის ბალიშები კედლების…

ბუდისტური ხელოვნება – კოპანის მონასტერი

 როგორც ადრე დავწერე, კოპანის მონასტერი თანამედროვეა, და მოხატულობაც შესაბამისად ახალია, თუმცა იმეორებს ტრადიციულ ბუდისტურ ფრესკებს. ეს ფრესკა მთავარი ტაძრის შესასვლელშია და ასახავს სამსარის რუქას. ასეთი გამოსახულება ყველა ბუდისტურ ტაძარში გვხვდება.

 ეს დებატების პავილიონშია ბუდას და ტარას ქანდაკებები

ტარა – ბუდას ქალის სახე

ბავშვები მონასტერში

 ტიბეტში და ჰიმალაებში შუა საუკუნეებიდან დღემდეა ტრადიცია, რომ ოჯახი უმცხროს შვილებს მონასტერს აძლევს. შუა საუკუნეების ევროპაშიც ასეთივე ტრადიცია იყო, აქ კი დღემდე მოაღწია. ტრადიციას რა თქმა უნდა ეკონომიკური საფუძველი აქვს – მაღალ მთაში სიდუხჭირეა და ქონება მხოლოდ უფროს შვილზე გადადის, უმცროსს არაფერი ერგება ამიტომ მას მონასტერში უშვებენ, თან ხშირია რომ ოჯახს არ აქვს საშუალება გამოკვებოს…

Kopan monastery გაგრძელება

ჩვენი გომპა შიგნიდან. ყოველ დღე აქ ვიკრიბებოდით მედიტაციებზე და სწავლებებზე.ბალიშებზე ჯდომა კი სერიოზული პრობლემა იყო 🙂 მე სულ კედლისკენ ვჯდებოდი.

გზა გომპისკენ

ხედი შეჩენის მონასტერზე

ბუდა სტუპა და უკან აეროპორტიც ჩანს

ხედი

6 ოქტომბერი, კოპანის მონასტერი

გავიღვიძე მონასტრის ზარამდე. გუშინ გეშეს სწავლებამდე კარინმა აგვიხსნა ტიბეტური ეტიკეტი, მასწავლებელს ფეხზე ამდგარი უნდა დავხვდეთ. როდესაც შემდეგ კატინსაც ფეხზე ამდგარი დავხვდით უეჭველი ესიამოვნა.კარინის სწავლება საინტერესოა. გეშესგან მეტს ველოდი. შეიძლება ენის პრობლემაა, ინგლისური ხომ არაა ჩვენი მშობლიური ენა, არც ჩემი, არც მასწავლებლების, ბუდიზმი და დჰარმა კი რთულია. რთულია ამ ყველაფრის გონებაში სწორად თარგმნა, გაგება… ინგლისურ ენოვნები…

5 ოქტომბერი, კოპანის მონასტერი

 როგორც წინა პოსტში მოვყევი, ვიყიდე რვეული და დავიწყე წერა. რადგან დილით საუბარი არ შეიძლებოდა, წერისთვის საკმარისი დრო იყო. ვაგრძელებ რვეულში ჩანაწერებით. გუშინ პირველი საღამო იყო. ყველაზე ძნელი მედიტაციაა, ჯდომა მტკივნეულია, ფეხები და წელი მტკივა, კონცენტრაციას ვერ ვახერხებ. აქ 150-ზე მეტი ადამიანი ვართ, კანადიდან ავსტრალიამდე, ფილიპინებიდან, იორდანიიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, ჰოლანდიიდან და ალბათ ევროპაში ქვეყანა არაა, რომ…

კოპანის მონასტერში მისვლა, ნეპალი Check in Kopan monastery October 2014

ალბათ ბლოგში ყველაზე საინტერესო ნაწილს ვიწყებ. ჩემამდე რომელიმე ქართველი იყო ბუდისტურ მონასტერში რამდენიმე დღე??? კოპანის მონასტერი მდებარეობს კატმანდუს გარეუბანში, ბოუდჰასთან, კაპანის მთის წვერზე. მონასტერი 70-ანი წლების დასაწყისში დააფუძნეს ლამებმა იეშემ და ზოპამ. ლამა იეშე ტიბეტიდან იყო ლტოლვილი, ხოლო ზოპა ნეპალელია. ლამა იეშემ 1971 წლიდან დაიწყო ყოველწლიურად ევროპელების მიღება მედიტაციის კუსებზე, რაც ყოველწლიურ ნოემბრის კურსებად გადაიქცა.…

ბოდჰნათჰის სტუპა, მეორე წრე…

 გამოვედი მონასტრიდან და გავაგრძელე სტპის გარშემო საათის ისრის მიმართულებით სიარული, თან ხალხს ვაკვირდებოდი… უმეტესობა ან ტიბეტელები ან ნეპალის მთიანი რაიონებიდან იყვნენ, გარეგნულადაც განსხვავდებიან ძირითადი მასისგან… უფრო იმიტომ რომ აქ მონღოლოიდური რასის წარმოადგენლები ჭარბობდნენ..  ტურისტებიც ბევრნი იყვნენ…  ამ მონასტერში ბევრი ხალხი იყო, რაღაც ღონისძიება იყო თუმცა რა არ ვიცი.  მინი სტუპა  ბუდას თვალები  ესეც სალოცავი დროშები…

ბოდჰნათჰი – ბუდისტური მონასტერი

რაც ტიბეტელები აქ დასახლდნენ, ააშენეს 50-მდე მონასტერი, ამრიგად ბოდჰნათჰი ერთგვარი ბუდისტური ცენტრია კატმანდუში. ინდუისტური ტაძრებისგან განსხვავებით, ბუდისტურში ყველას შეუძლია შესვლა. თუმცა გახსოვდეთ რომ ფეხზე გახდა აუცილებელია ამიტომ შესაბამისად ადვილად გასახდელი ფეხსაცმელი ჩაიცვით. ტიბეტური ბუდისტური ტაძრები ძალიან ფერადი და ჭრელია, წითელი და ოქროსფერი ფერები ჭარბობენ. ალბათ ბუნება რომ ძალიან  ერთფეროვანი აქვთ ამიტომ არის ტაძრებში სიჭრელე… ბუდიზმში არ…