აჯანტა

აჯანტა – ნაწილი 2

აჯანტა ნაწილი 1. ყველაზე ძველ გამოქვაბულებში არაა ქანდაკებები, აქ სტუპებია. ეს ჯერ ის დროა, როდესაც არსებობდა მხოლოდ თჰერავადა ბუდიზმი, ჯერ არ იყო არც ნაგარჯუნა, არც მაჰაიანა. ზოგი მკვლევარი იმასაც ამბობს, რომ ბუდიზმში ქანდაკებების და ბუდას პიროვნების კულტტი ბაქტრიის სამეფოში გაჩნდა, ეს ბერძნულ-ინდური ბუდისტური სამეფო იყო, რომელიც წარმოიშვა ალექსანდრე მაკედონელის დამპყრობლური ომების შედეგად დღევანდელი ავღანეთის და…

აჯანტა

აჯანტა – ნაწილი 1

აჯანტაას და ელორას ამოქვაბულები მაჰარაშტრას შტატის ცენტრალურ აწილშია. ეს სინამდვილეში უზარმაზარი კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსებია. ამაზე მკითხველს ვარძია გაახსენდება და ვანის ქვაბები, მარამ, მომიტევეთ პატრიოტებო, აჯანტა და ელორა ბევრად უფრო ნატიფი, დახვეწილი ნაშრომია. აქაური კლდეში ნაკვეთი ტაძრები ენით აღუწერელი, წარმოუდგენელი რამაა. აჯანტა უფრო ძველია, ბუდისტმა ბერებმა ამ კანიონში გამოქვაბულების გამოკვეთა და ტაძრების მოწყობა ძველი წელთაღრიცხვით…

ბოდჰ გაია მაჰაბოდჰი

ბოდჰ გაია

ყოფილი პრინცი სიდჰართა უკვე 6 წელი განდეგილად ცხოვრობდა, სხვა ასკეტ სადჰუებთან ერთად ეწეოდა უკიდურეს ასკეტიზმს ამაო იმედით, რომ ასე შეიტყობდა ჭეშმარიტებას და შეძლებდა არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ყველა ცოცხალი არსების სამსარის ტანჯვიდან ხსნას. თუმცა 6 წლის შემდეგ იგი მიხვდა, რომ ვერცერთი ნაბიჯით ვერ მიუახლობდა საკუთარ მიზანს, მისი ფიზიკური ძალები კი ზღვარზე იყო. მაშინ იგი…

სარნათი აშოკას სტუპა

სარნათი – დჰარმის ბორბლის პირველი დატრიალება

სარნათი ვარანასის გარეუბანია. ოდესღაც აქ ირმები ძოვდნენ ბალახს და სიმპატიური ტყე-პარკი იყო… ეს 2500 წლის წინ, როდესაც განათლებული და გამოღვიძებული ყოფილი პრინცი სიდჰართა მოვიდა აქ და შეხვდა ხუთ ასკეტს, ვისთანაც ერთად იგი 6 წელი ამაოდ ეძებდა განათლებას და ასკეტიზმის უკიდურეს ზომებს მიმართავდა. ასკეტებმა ყოფილი თანამოაზრე რომ ნახეს, ჯერ არ უნდოდათ მასთან საუბარი… სიდჰართამ ხომ უარი…

ლუმბინი

ლუმბინი – ბუდა დაიბადა ნეპალში

ბუდა დაიბადა ნეპალში – ასეთ წარწერას ბევრგან ნახავთ ნერპალში. ეს ეროვნული სიამაყის თემაა. სინამდვილეში, 2500 წლის წინ სამხრეთ ნეპალის და ჩრდილოეთ ინდოეთის ტერიტორიაზე უამრავი სამეფო-სამთავრო იყო. მათ შორის იყო ერთ-ერთი, რომლის დედაქალაქიც დღევანდელ სამხრეთ-დასავლეთ ნეპალში იყო. სწორედ ამ სამეფოს მეფის ოჯახში დაიბადა ვაჟი – სიდჰართა გაუტამა. მის დაბადებასთან დაკავშირებით ბევრი წინასწარმეტყველება იყო. მამამისს უთხრეს, რომ…

ბოუდანათის სტუპა

ბოუდანათის სტუპა

კოპანის მონასტრიდან ერთ დილას წავედით ბოუდანათის სტუპის მოსალოცად. ეს სტუპა ბუდისტებისთვის კატმანდუს ველზე ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილია. რამდენიმე ათეული წლის წინ იგი ბრინჯის მინდრებს შორის იყო აღმართული, მაგრამ 1950-ანი წლების ბოლოდან, როდესაც ჩინელების მიერ ოკუპირებული ტიბეტიდან ნეპალში დევნილებმა დაიწყეს ჩამოსვლა, მათ დაიწყეს სტუპის გარშემო დასახლება. დღეს სტუპის გარშემო ქალაქია უკვე. შარშან რა თქმა უნდა ვიყავი…

კოპანის მონასტერი

კოპანის მონასტერი

შარშან 10 დღე გავატარე კოპანის მონასტერში, რომელიც კატმანდუს ველის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. წელსაც მინდოდა დაბრუნება, პრინციპში ნეპალში დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ კოპანი იყო. კოპანის ისტორია 70-ანი წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც ინდოეთიდან კატმანდუში ორი ბუდისტი ლამა ჩამოვიდა – იეშე, რომელიც ტიბეტელი ლტოლვილი იყო და ზოპა, რომელის ნეპალელი შერპა იყო. მათ თან მათი ამერიკელი მოსწავლე ახლდათ,…

სინათლის შეწირვა კოპანის მონასტერში.

ბოლო საღამოს კარინმა გვითხრა რომ გვექნება სინათლის შეწირვა (light offering) და ყველას უნდა გვეყიდა სანთლები. ზოგადად ბუდიზმში არ არის მსხერპლშეწირვები, იგივე ინდუიზმისგან განსხვავებით. ცხოველის მოკვლა ნებისმიერი მოტივაციით არ შეიძლება. სინათლის შეწირვას ზუსტად რა დატვირთვა აქვს ვერ გავიგე.. მაგრამ როგორც აგვიხსნეს დადებითი ენერგიის აკუმულირება უნდა მოგვეხდინა და გაგვენათებინა იქაურობა როგორც დჰარმა ანათებს სამყაროს. ალბათ ეს დატვირთვაა.…

პუჯა კოპანის მონასტერში. სახეები…

 აი ამაზე ისეთი ხმა იყო, რომ თუ ვინმე წაუძინებდა, უეჭველი გამოფხიზლდებოდა.

 თინეიჯერები

 ბავშვები. მზეც ამოვიდა ამასობაში.

 ნეტა რაზე ფიქრობს?

 ბავშვები

 გადაჩურჩულება 🙂

უკვე ძალიან მომშივდა, მზეც კარგად ამოვიდა და წავედი საუზმეზე…

პუჯა კოპანის მონასტერში, გაგრძელება

 რადგან ტიბეტურად სიტყვა არ მესმოდა, ფოტოაპარატით ვერთობოდი.  ეს ისეთ ხმას გამოსცემს მკვდარს ააყენებს.  ჩაის დროც მოვიდა. რადგან ეს ყველაფერი საუზმემდე ხდება, ჩაი აუცილებელია. გაგვაფრთხილეს რომ ტიბეტური ჩაი იქნება და შეიძლება არ მოგვეწონოს. მართლებიც აღმოჩნდნენ, ძალიან ცხიმიანი რძიანი ჩაი მარილით სასიამოვნო დასალევი არ იყო, თუმცა მშიერ კუჭზე რას არ დალევ.  ბერები და ჭიქები…  ცინგკაპა  ბერი  ბავშვები…