ისპაჰანი – ქართული კვალი

თეირანიდან ისპაჰანში ძალიან კომფორტული ავტობუსით მოვხვდით. VIP კლასი არც ისე ძვირი დაგვიჯდა. საერთოდ რაც ირანში ძალიან მომეწონა ტრანსპორტის კომფორტულობა და სიიაფეა, ჩემნაირი ბოშა ტურისტისთვის მიღწევა. მეფესავით ბოლომდე გავშალე ფეხები და ვიყურებოდი ფანჯრუდან. – აიდა, ამ ქვეყანას ისლამი კი არა ბუდიზმი უფრო შეეფერება. – ვთქვი სადღაც 200 კილომეტრის შემდეგ. – რატომ ვითომ? – აბა ნახევარი გზა…

Details

თეირანი, ორი ჰომეინი და შივა

– გოგო, ვერ გავიგე, ეს ორი ხომეინი რაღა პონტია? – ვკითხე აიდას. ვიდექით რაღაც დიდი მეჩეთის წინ, შესასვლელის ორივე მხარეს ორი დიდი პორტრეტი იყო, ორივეზე ჩალმიანი წვეროსანი კაცი იყო. ერთის წვერი ჭაღარანარევი იყო, ღრმა თვალების ბოროტი გამჭოლი მზერა, დანაოჭებული სახე, ეს ფანატიკოსის სასტიკი სახე იყო, ეს კაცი არაფრის წინაშე არ დაიხევს, მისი დაყოლიება შეუძლებელია გინდ…

Details

ირანი პრაქტიკული ინფო

ამ პოსტში მოგროვილი იქნება მთელი პრაქტიკული ინფორმაცია ირანის შესახებ. სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის ირანი უვიზოა 45 დღის მანძილზე. საზღვრის გადასაკვეთად საჭიროა მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტი, შეიძლება არაბიომეტრიულიც. პასპორტში არ უნდა იყოს ისრაელის ვიზა ან ისრაელის საზღვრის გადაკვეთის შტამპი! თუ კი ისრაელში ნამყოფი ხართ გამოცვალეთ პასპორტი. პირიქითაც, თუმცა ისრაელი პირდაპირ არ კრძალავს იმ მოქალაქეებისთვის ჩასვლას, ვინც მანამდე…

Details

ირანი, თეირანი

ფოტო არაა ჩემი. ირანში მოგზაურობა ძალიან სპონტანურად გადავწყვიტე. პირველი წვეთი მაჰაბალეშვარში იყო – სადაც მეზობლები მყავდნენ გერმანელები. მათ მომიყვნენ, რომ რიშიკეშში რუმინელები გაიცნეს, ვისაც ირანი ავტოსტოპით ჰქონდათ შემოვლილი და აღფრთოვანებულები უყვებოდნენ ამ ქვეყანაზე ყველას. ამავე დროს დავფიქრდი და ვუთხარი მეზობლებს, რომ ევროპელებისგან განსხვავებით ჩვენთვის ირანი უვიზოა. – მაშინ წადი, რას უყურებ! – მითხრა გერმანელმა. მეც…

Details

ირანული გეგმები…

ჩამოვედი ინდოეთიდან, მოვიწყინე, და დავიწყე ახალი მოგზაურობის დაგეგმვა, ამ ჯერად არც ისე შორეულ, თუმცა არა ნაკლებ ეგზოტიკურ ქვეყანაში. რატომ არ ვნახოთ ირანი? თანაც ვიზა არ გვინდა. ამჯერად ერთ ამხანაგს უნდა შემოერთება და კიდევ არიან კანდიდატები. პრინციპში რატომაც არ დავარღვიო ტრადიცია და არ წავიდე ახლობლებთან ერთად სამოგზაუროდ? გეგმა ასე გამოიყურება. თეირანში ჩაფრენა ბაქოს გავლით უკან ხმელეთით…

Details