ისპაჰანი – ქართული კვალი

თეირანიდან ისპაჰანში ძალიან კომფორტული ავტობუსით მოვხვდით. VIP კლასი არც ისე ძვირი დაგვიჯდა. საერთოდ რაც ირანში ძალიან მომეწონა ტრანსპორტის კომფორტულობა და სიიაფეა, ჩემნაირი ბოშა ტურისტისთვის მიღწევა. მეფესავით ბოლომდე გავშალე ფეხები და ვიყურებოდი ფანჯრუდან. – აიდა, ამ ქვეყანას ისლამი კი არა ბუდიზმი უფრო შეეფერება. – ვთქვი სადღაც 200 კილომეტრის შემდეგ. – რატომ ვითომ? – აბა ნახევარი გზა…

Details

ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი

და აი ის რასაც ამდენი ხანი გპირდებოდით! ნეპალი – ჰიმალაებში დაკარგული ყოფილი სამეფო, ორ გიგანტურ ქვეყანას შორის მოქცეული შედარებით პატარა ქვეყანა თავისი უნიკალური კულტურით და ისტორიით. ქვეყანა, სადაც დაიბადა სიდჰართა გაუტამა – ერთ-ერთი მსოფლიო რელიგიის – ბუდიზმის ფუძემდებელი. ჰიმალაებში მოქცეული სამეფო 1960-ან წლამდე არა მხოლოდ იზოლირებული იყო გარე სამყაროსგან, არამედ ქვეყანაში არ არსებობდა არცერთი საავტომობილო…

Details

თეირანი, ორი ჰომეინი და შივა

– გოგო, ვერ გავიგე, ეს ორი ხომეინი რაღა პონტია? – ვკითხე აიდას. ვიდექით რაღაც დიდი მეჩეთის წინ, შესასვლელის ორივე მხარეს ორი დიდი პორტრეტი იყო, ორივეზე ჩალმიანი წვეროსანი კაცი იყო. ერთის წვერი ჭაღარანარევი იყო, ღრმა თვალების ბოროტი გამჭოლი მზერა, დანაოჭებული სახე, ეს ფანატიკოსის სასტიკი სახე იყო, ეს კაცი არაფრის წინაშე არ დაიხევს, მისი დაყოლიება შეუძლებელია გინდ…

Details

ირანი პრაქტიკული ინფო

ამ პოსტში მოგროვილი იქნება მთელი პრაქტიკული ინფორმაცია ირანის შესახებ. სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის ირანი უვიზოა 45 დღის მანძილზე. საზღვრის გადასაკვეთად საჭიროა მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტი, შეიძლება არაბიომეტრიულიც. პასპორტში არ უნდა იყოს ისრაელის ვიზა ან ისრაელის საზღვრის გადაკვეთის შტამპი! თუ კი ისრაელში ნამყოფი ხართ გამოცვალეთ პასპორტი. პირიქითაც, თუმცა ისრაელი პირდაპირ არ კრძალავს იმ მოქალაქეებისთვის ჩასვლას, ვინც მანამდე…

Details

ირანი, თეირანი

ფოტო არაა ჩემი. ირანში მოგზაურობა ძალიან სპონტანურად გადავწყვიტე. პირველი წვეთი მაჰაბალეშვარში იყო – სადაც მეზობლები მყავდნენ გერმანელები. მათ მომიყვნენ, რომ რიშიკეშში რუმინელები გაიცნეს, ვისაც ირანი ავტოსტოპით ჰქონდათ შემოვლილი და აღფრთოვანებულები უყვებოდნენ ამ ქვეყანაზე ყველას. ამავე დროს დავფიქრდი და ვუთხარი მეზობლებს, რომ ევროპელებისგან განსხვავებით ჩვენთვის ირანი უვიზოა. – მაშინ წადი, რას უყურებ! – მითხრა გერმანელმა. მეც…

Details

დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი

ინდოეთში უკანასკნელი დღეები დამრჩა… სანახავი კიდევ ბევრი. ეს ჭრელი, ხმაურიანი და კონტრასტული ქალაქი ბომბეი ძალიან მომეწონა. ბომბეიდან ისე წასვლა რა იქნებოდა დობი გატი რომ არ მენახა. ბომბეიში უკიდურესი სიღარიბე და სიმდიდრე გვერდიგვერდ სუფევს, ყოველგვარი გარდამავალი რგოლის გარეშე შესაძლოა ორივეს ნახვა. ცნობილ ტრუშჩობებში წასვლა არ მოვინდომე, მითუმეტეს ტრანსპორტით არაერთხელ ჩავუარე, მაგრამ დობი გატის ნახვა აუცილებლად მინდოდა.…

Details

ელეფანტას კუნძული და გამოქვაბულები

მაჰარაშტრაში გამოქვაბულებში ნაკვეთი ტაძრები არა მხოლოდ აჯანტა და ელორაა, ბომბეიდან ყველაზე ხელმისაწვდომია ელეფანტას კუნძულის გამოქვაბულები, კუნძული ბომბეის ყურეში მდებარეობს და მისვლა კატერით შეიძლება. კატერები ყოველ ნახევარ საათში გადიან ინდოეთის კარიბჭის მიმდებარე ტერიტორიიდან. დილით განსაკუთრებით ხალხმრავლობაა აქ. ხედი ჩემი ფანჯრიდან. გამოძინებულმა ვისაუზმე და წავედი … ბომბეის ყურე. ტაჯ მაჰალი სასტუმრო დილით ადრე.. კატერზე მალევე მოვხვდი, დავიკავე…

Details

ბომბეის კოლორიტი

ბომბეი ნახევარკუნძულზეა განლაგებული, ამიტომ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში შეიძლება ზღვაზე მზის ამოსვლის და მზის ჩასვლის ნახვაც. აურანგაბადიდან ღამის ავტობუსმა გათენებამდე ჩამომიყვანა ბომბეიში, ტაქსით მივედი კოლაბამდე და შევსახლდი საუკეთესო ბიუჯეტურ სასტუმროში – SeaShore hotel რომელიც ყურის პირას უსახური შენობის მეხუთე სართულზე იყო განლაგებული. ამ უსახურ შენობაში ნამდვილი სამთო ქიმია იყო, ობით დაფარულ კედლებში კაფეც იყო, ფიტნეს დარბაზის,…

Details

ელორა – ჯაინური ტაძრები

IX – X საუკუნეებში მაჰარაშტრაში გამეფდა ჯაინიზმის მიმდევარი მეფე, და ელორაში უკვე ჯაინური ტაძრებიც გაჩნდა. სწორედ ამ რელიგიისაა ელორას ყველაზე გვიანდელი გამოქვაბულები. ჯაინიზმზე ძალიან ცოტა რამე ვიცი, ასე რომ მიჭირს თქმა რა არის გამოსახული ამ ბარელიეფებზე. საკმაოდ კარგადაა შემონახული ფრესკები. ისეთივე შესანიშნავი ნამუშევარი, როგორც ინდუისტური და ბუდისტური ტაძრები… აქაც არის მინი კაილაში ჯაინური ვერსია. ამით…

Details

კაილაში, ელორა – ინდუისტური ნაწილი

VIII საუკუნიდან ინდოეთში იწყება ბუდიზმის დაკნინება და ინდუიზმის რენესანსი. ამიტომ ამ პერიოდის შემდეგ გამოკვეთილი ტაძრები უკვე არა ბუდისტური არამედ ინდუისტურია. შივასადმი მიძღვნილ ტაძარში აუცილებლად უნდა იყოს ხარი. ბარელიეფებზე უკვე ინდუისტური მითოლოგიის სცენებია აღბეჭდილი. საკურთხეველში კი ბუდას ადგილი შივა ლინგამმა ანუ შივას ფალოსმა დაიკავა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მეთექვსმეტე გამოქვაბულია კაილაშის ტაძარი, რომელიც VIII საუკუნის მიწურულს ეკუთვნის.…

Details