ჩირნოვცის უნივერსიტეტი

ჩერნივცი – უნივერსიტეტი ინტერიერი და ექსტერიერი

ჩერნივცი შედარებით პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი ქალაქია დასავლეთ უკრაინაში. იგი ისტორიული რეგიონის ბუკოვინას დედაქალაქია. ბუკოვინა ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ნაწილი იყო, სწორედ ავსტრიელების პერიოდში აშენდა ეს ქალაქი XVIII საუკუნეში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბუკოვინას რუმინეთი დაეპატრონა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი. ავსტრიული კვალი ამ ქალაქს ნათლად ეტყობა დღესაც. სანამ ქალაქის შესახებ მოვყვები, უნდა მოვყვე მის…

ირანი

ირანული გეგმები…

ჩამოვედი ინდოეთიდან, მოვიწყინე, და დავიწყე ახალი მოგზაურობის დაგეგმვა, ამ ჯერად არც ისე შორეულ, თუმცა არა ნაკლებ ეგზოტიკურ ქვეყანაში. რატომ არ ვნახოთ ირანი? თანაც ვიზა არ გვინდა. ამჯერად ერთ ამხანაგს უნდა შემოერთება და კიდევ არიან კანდიდატები. პრინციპში რატომაც არ დავარღვიო ტრადიცია და არ წავიდე ახლობლებთან ერთად სამოგზაუროდ? გეგმა ასე გამოიყურება. თეირანში ჩაფრენა ბაქოს გავლით უკან ხმელეთით…

ზოლოჩივის ციხე

ზოლოჩივის ციხე

მესამე და უკანასკნელი სასახლე რაც ვნახეთ ზოლოჩივის ციხე იყო. პიდჰირცისგან განსხვავებით მას მეტად გაუმართლა და იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს რესტავრაცია ჩაუტარდა. ციხესიმაგრე XVII საუკუნის პირველი ნახევრისაა, მან ბევრი მფლობელი შეიცვალა, აქ რაღაც პერიოდში ციხეც იყო და სასწავლო დაწესებულებაც. სასახლე ორი შენობისგან შედგება – დიდი საცხოვრებელი სასახლე და ჩინური სასახლე. ჩინური, ვარდისფერი მცირე სასახლე XVIII საუკუნისაა, და თავდაპირველად…

პიდჰირცის ციხე

პიდჰირცის ციხე

ოლესკოს ციხის შემდეგ წავედით პიდჰირცის ციხის სანახავად. სიმართლე გითხრად და ასეთი სევდიანი დიდი ხანია არაფერი მინახავს. XVII საუკუნის რენესანსის დროინდელი სასახლე შავ დღეშია, ფაქტიურად მიტოვებული. საბჭოთა დროს აქ ტუბერკულოზის დისპანსერი იყო…ხანდახაბნ ფილმებშიც გამოიყენებოდა, სწორეთ ეს სასახლე იყო სამ მუშკეტერში ლუვრის როლში… დღეს კი ასეთ შავ დღეშია… სასახლის წინ ამაღლების ეკლესიაა, რომელიც ასევე დაკეტილი დაგვხვდა.. მოკლედ ასეთი…

ოლესკოს ციხე

ოლესკოს ციხე

მეგობრების რჩევით ლვოვში ერთი დღე დავუთმე “ოქროს ნალზე” ექსკურსიას. “ლვოვის ოქროს ნალი” ეს არის სამი ციხესიმაგრე ლვოვის გარშემო. მეგობრის რჩევით შევუერთდი კუმპელ-ტურის ექსკურსიას და ძალიან კმაყოფილი დავრჩი მომსახურებით. გიდი ძალიან კარგი იყო. კუმპელ ტურის ოფისის მისამართია ბაზრის მოედანი 16, მეორე სართული. გოგოებმა ციხეების აღწერა ინგლისურადაც ამომიბეჭდეს, რადგან უკრაინელი არა ვარ, თუმცა არ გამჭირვებია, ყველაფერი გავიგე.…

წმინდა ოჯახის ტაძარი

წმინდა ოჯახის ეკლესია

ლვოვში უკანასკნელ დღეს კიდევ ერთი ადგილი ვნახე, რომლის გამოტოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა – წმინდა ოჯახის ეკლესია. ეს ეკლესია არ არის მოქმედი, დიდი ხანია მუზეუმადაა გადაკეთებული, თუმცა მისი მუშაობის გრაფიკი ვერა და ვერ გამოვიცანი, ბოლოს კი გამიმართლა, ჩავუარე, ღია დამხვდა, ვიყიდე ბილეთი, შევედი და გავოგნდი…

დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მუზეუმი

დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მუზეუმი

ლვოვში ბოლო დილა დავუთმე დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მუზეუმს, რომელიც არა ნაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. აქაც ძალიან სასურველია გიდის აყვანა. მე რომ მივედი, ჩემს შემდეგ დნეპროპეტროვსკიდან ოჯახი მოვიდა და იმათ აიყვანეს გიდი, მეც შევუამხანაგდი. გიდთან ერთად გაცილებით საინტერესო იყო. ექსპოზიციები იწყება პირველი მსოფლიო ომის პერიოდიდან. როდესაც ავსტრო-უნგრეთი ჩაერთო ომში, უკრაინელებმა მზადყოფნა გამოთქვეს ებრძოლათ იმპერიის დასაცავად, სანაცვლოდ კი გალიციის…

რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი

ციხე ლონცკიზე

ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო ლონსკიზე ციხე-მუზეუმის მონახულება. ავსტრიელებმა აქ ააშენეს პოლიციის სამმართველო, პოლონელებმა მიაშენეს ციხე, სადაც პოლიტ პატიმრები იყვნენ ძირითადად, მათი უმეტესობა კი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები იყვნენ. ამ ციხეში იჯდა ცნობილი მებრძოლიც სტეპან ბანდერა. 1939 წელს ლვოვში საბჭოთა ჯარები შემოვიდნენ და ციხის ბინადართა კონტიგენტიც ცოტათი შეიცვალა, ახლა აქ კომუნიზმის წინააღმდეგ მებრძოლები იყვნენ, თუმცა მათი…

ლვოვის პანორამა

ლვოვის პანორამები რატუშის კოშკიდან

ლვოვის გული ბაზრის მოედანია, ბაზრის მოედნის ცენტრში კი რატუშაა, რატუშის შუაში საათიანი კოშკი, რომელზეც ასვლა ნებისმიერს შეუძლია. მეც არ გამოვტოვე ეს შანსი და ბევრი კიბეების მიუხედავად ავძვერი კოშკზე, ზემოდან ხედები მართლა გადასარევია, გზად კი ლვოვის დამაარსებლის ბიუსტი და საათის საინტერესო მექანიზმი ვნახე.

ავსტრიული ლვოვი

ავსტრიული ლვოვი

პირველივე დღეს თავისუფლების გამზირზე მოვდიოდი და გზად კაცმა ფლაერი მომცა, ექსკურსიები ლვოვში. დავინტერესდი, გამოველაპარაკე, ამავე დღეს ჯგუფური ექსკურსია იწყებოდა და სამი ობიექტი უნდა მოევლო – ლიჩაკოვსკის სასაფლაო, მაღალი ციხე და წმ. იურის საკათედრო ტაძარი. სამივე პუნქტის ნახვა მინდოდა, და ლიჩაკოვსკი ცენტრიდან დაშორებულია, ექსკურსიის იდეა მომეწონა. როდესაც ეს კაცი მიხვდა, რომ მე უკრაინელი არა ვარ, ცოტა…