გაღმა ნაპირი

ჰამპი – გაღმა ნაპირი

დღე დღეს მიყვებოდა ჰამპიში. ჩემმა დაბადების დღემაც მხიარულად ჩაიარა. 7 იანვარს გადავწყვიტეთ გაღმა ნაპირზე გასვლა და თვითონ ჰამპის – ჯუნგლებში დაკარგული XVI საუკუნის ქალაქის ნახვა. ქალაქზე უკვე დავწერე ადრე პოსტში. ბაიკებით მივედით ოთხივე ბორანამდე, გაღმა ნაპირიდან ძალიან მომხიბლავად ჩანდა ჰამპი… გადავცურეთ მდინარე და აი აქ ვართ ჩვენც! მივადექით იქვე მდინარესთან ტაძარს… ტაძრის აუზში წყალია გამოსაცვლელი.…

შივა

ლაქშმი, განეშა და შივა ჰამპიში

ჰამპიში დღეები ერთმანეთს ჰგავდა… ზარმაცულად ვისვენებდით, ხან ერთ მუთაქაზე მოვთავსდებოდით ხან მეორეზე. საღამოს მზის ჩასვლის სანახავად გავდიოდით. ჩვენი ბელგიელი მეგობრები თინა და იოჰანი ძალიან კარგი ადამიანები გამოდგნენ. ინტერნეტისთვის სოფელში გავედით. ბობ მარლი აქაც უყვართ. მოსაწევი აქაც უხვადაა. ეს ძალიან მომეწონა. მართლაც ასეა… უკვე 2 თვის წამოსული ვიყავი სახლიდან და რამდენი ახალი საინტერესო ადამიანი გავიცანი. გადაიკვეთები…

ჰამპი

ჰამპი ახალი წელი

გრიგორიანული კალენდრით 2016 წლის დადგომამ სწორედ ჰამპიში მომისწრო. როგორც უკვე ვთქვი 31 დეკემბერს დილით ჩამოვედი, შევხვდი ჩემს კომპანში გაცნობილ ამხანაგს და წავედით სასტუმროში. დავბინავდი, ვისაუზმეთ, წავედით სკუტერით მოვიარეთ არემარე… ჰამპის შემოგარენი უტარ-პრადეშისგან ძალიან განსხვავდებოდა. სოფლები კოხტა და ლამაზია, ისეთი საშინელი სიღატაკე არ სუფევს აქ. ყველგან ბრინჯის მინდვრებია, ბანანების და ქოქოსების პლანტაციები. +31 გრადუსი იყო და…

ჰამპი

ჰამპი პრაქტიკული ინფო

ბანგალორიდან ჰამპიმდე ღამის ავტობუსი 9 საათი მოდიოდა. კიდევ შესაძლებელია მატარებლით ჰოსპეტამდე მისვლა და იქედან ჰამპიმდე ავტობუსით. ჰამპი ძველი ინდური ქალაქია, რომელიც XVI საუკუნეში მუსულმანებმა აიღეს და მას შემდეგ აქ ცხოვრება აღარ განახლებულა. დაწვრილებით ამაზე მოგვიანებით დავწერ. ისტორიული ნანგრევების გარდა ამ რეგიონში ულამაზესი პეიზაჟებია. ამ ყველაფრის გამო ჰამპი ძალიან ტურისტული ადგილია, თან ტურისტების ძალიან დიდ პროცენტს…

ბანგალორი

ბანგალორი

ბანგალორი იგივე ბენგალორუ შტატ კარნატაკას დედაქალაქია. მოსახლეობა დაახლოვებით 8 მილიონია. განვითარებულია IT ინდუსტრია. თანამედროვე ქალაქია და სანახავი არც არაფერია აქ. ჩემი მიზანი იყო აქედან ღამის ავტობუსით ჰამპიში წასვლა. 2 საათიანი ფრენის შემდეგ ბანგალორის აეროპორტში ავღმოვჩნდი. აქ ყველაფერი განსხვავებული იყო, აეროპორტი ლამაზი სუფთა და თანამედროვეა, ენაც სხვაა და დამწერლობაც. შენობიდან გამოსულს ტაქსისტების რიგი დამხვდა… ბოლოდ ტაქსი…

მაიმუნების ტაძარი და სამკაულები – ჯაიპური

მეორე დილას კარლოსმა, ჩემმა ესპანელმა მეზობელმა შემომთავაზა სამკაულების ნახვა. ერთად დავლიეთ ლასი და ჯერ საამქრო ვნახეთ. მერე გავისეირნეთ. ეს ციხესიმაგრე და ტაძარი ჩემს უბანშია. ორივე თანამედროვეა. ისე უბანი კი კარგი მქონდა კარგი სიმპატიური სასტუმრო რომ მქონოდა ვერაფერზე ვერ დავიწუწუნებდი. ნახვრად ძვირფასს ქვებს ქუჩაში ასე ყიდიან მაგრამ არ გირჩევთ მცოდნე ადამიანის გარეშე ასე რამის ყიდვას. მატყუარების…

ქარვის ციხე და სხვა – ჯაიპური

დრიგინა ავტობუსით მალე მოვხვდი ამბერ ფორტის ძირში. რაჯასტანის ბუნება მკვეთრად განსხვავდება უტარ პრადეშისგან, უკიდეგანო დაბლობები გორებმა და უდაბნოებმა შეცვალა. ჯაიპური გორებს შორისაა განლაგებული, ჰავა ძალიან მშრალია და ცხელი – დეკემბრის ბოლოს დღე 26-27 გრადუსი იყო. სიმშრალის გამო ალბათ ხეებს ფოთლები არ ჰქონდა და სიმწვანე საერთოდ არ იყო. მხოოდ ეს მაგინებდა რომ ზამთარია. ამბერ ფორტი იგივე…

ჯანტარ მანტარი ჯაიპური

ჯანტარ მანტარი მაჰარაჯების სასახლესთანვეა, თუმცა აქ სხვა ბილეთი უნდა იყიდოთ. XVIII საუკუნეში აქაური მეფე ძალიან იყო ასტრონომიით გატაცებული და მან ააგო ეს პარკი ცხრამეტი ს=ასტრონომიული ნაგებობით. აქაა ყველაზე დიდი მზის საათიც. ობიექტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. ყველა ასეთ ნაგებობას აქვს მიწერილი რისთვის გამოიყენებოდა. აზრი აქვს აქ გიდიც აიყვანოთ, თუმცა მე არ ამიყვანია. მთაზე კიდევ…

ჯაიპური

ჯაიპური – ვარდისფერი ქალაქი

ჯაიპური რაჯასტანის დედაქალაქია. რაჯასტანი უტარ პრადეშთან შედარებით განვითარებული და მდიდარი შტატია, რაც ჯაიურს ეტყობა. აქ შეინიშნება ცივილიზაციის ისეთი მიღწევები როგორიცაა ტროტუარი. ქალაქი ბევრად უფრო სასიაამოვნო და კეთილმოწყობილია. ამასთან ერთად ჯაიპური მსოფლიოს ერთ-ერთი იუველირული ცენტრია. აქ უამრავი საიუვილერო საამქროა სადაც ნებისმიერი სახეობის სამკაულებს ამზადებენ. თავისთავად იუველირული მაღაზიებიც უხვადაა.აგრადან ჯაიპურში მატარებლებიც დადიან და ავტობუსებიც. მე მატარებელზე ვერ…