მაჰაბალეშვარი

მაჰაბალეშვარი – უბრალოდ ბევრი ლამაზი ფოტო

შემდეგ დღეს გერმანელები უკვე მიდიოდნენ, მე კი გადავიფიქრე წასვლა. გამიტკბა აქ ყოფნა. თან სადაც ვაპირებდი იქ თითქოს შაბათ-კვირას ბევრი ხალხი იქნებოდა, სასტუმროები ძვირი და თან გზად 3 ტრანსპორტი უნდა გამომეცვალა. მოკლედ ხელი ჩავიქნიე და არსად არ წავედი. ახალი ევროპელი მეზობელი მოვიდა, ჩემსავით მარტო მოგზაური ბელგიელი გოგო, რომელიც საკრუიზო გემებზე მუშაობს. ეს ჩემი ოთახის შესასვლელი. ბაღში…

ციხესიმაგრე

პრატაპადჰის ციხე მაჰაბალეშვართან

მაჰაბალეშვარის მიდამოებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა პრატაპადჰის ციხე, რომელშიც რომელიღაც მაჰარაჯები ბატონობდნენ. ციხე 30 კილომეტრშია. როგორც გავარკვიე ავტოსადგურიდან 9:30-ზე სახელმწიფო საექსკურსიო ავტობუსები დადის ყოველ დღე. მივედი დილით და შევუერთდი ექსკურსიას. ჩემს გარდა უცხოელები მხოლოდ ასაკოვანი ჩინელი წყვილი იყო. ავტობუსი ისეთი იყო როგორიც უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ავტობუსი, ძალიან ძველი და ხმაურიანი. ავტობუსს ჰყავდა ტურლიდერი. ფასი ზუსტად არ…

მაჰაბალეშვარი

მაჰაბალეშვარი პრაქტიკული ინფო

მაჰაბალეშვარი დასავლეთ გატეში საკურორტე ადგილია, იგი დაახლოვებით შუა გზაზეა გოადან მუმბაისკენ. გზამკვლევებში ძალიან ცოტა ინფორმაციაა ამ ადგილის შესახებ. აქ კი ძალიან ცოტა ევროპელია. მაჰაბალეშვარი ტიპიური ინდური საკურორტე ადგილია ინდოელებისთვის და არა ევროპელებისთვის. კურორტი ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზეა და ბუნება აქ მკვეთრად განსხვავდება. აქ აღარაა დამღლელი სიცხე, არც პალმები. პანჯიმი ღამე დავტოვე. გათენებამდე ავტობუსი შეგვააცვლევინეს,…

ძველი გოა

ქეთევან წამებულის საფლავის ძებნაში

ჯერ გზის გადაღმა კეთილი იესოს ბაზილიკაში წავედი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. ეკლესია მართლაც შთამბეჭდავია. შიგნიდან საკურთხეველი შიდა ეზო. ამანაც ესპანეთი მომაგონა… რომელიღაც წმინდანი მთლიანად ყვავილებით მორთული, ეს ინდოეთია 🙂 როგორც წინა პოსტში დავწერე ქეთევან წამებული ირანში სიკვდილის წინ პორტუგალელმა მისიონერებმა აზიარეს, გარდაცვლილზეც მათ იზრუნეს. მისი ნეშთის ნაწილი კი გოაზე გადაასვენეს, როგორც ვარაუდობენ წმ.…

ძველი გოა

პანჯიმი და ძველი გოა

კვირა დღეს განვაგრძე პანჯიმში სეირნობა… ძველი ქალაქი… რაღაც ინდუისტური ტაძარი აშკარად ძალიან ძვირად ღირებული სახლები საღამოს ისევ საკათედრო ტაძართან მოვედი, ამჯერად განათება კარგი იყო.. მერე პარკში წავედი, იქ ასეთი ბიბლიოთეკის ნაშთი თუ ჩანასახი დამხვდა პორტუგალელების ბატონობის დროს აქ ვასკო და გამას ძეგლი იყო. მერე ინდოელებმა საკუთარი ღერბით შეცვალეს პატარა მდინარე პანჯიმში ასეთი ხიდია მდინარეზე ხანდახან…

პანჯიმი

გოა ბენალიუმი, გაქცევა პანჯიმში და პრაქტიკული ინფო

გოა ყველაზე არაინდური შტატია ინდოეთში. ყველაზე მდიდარი და ტურისტული. თან აქ პორტუგალელები ბატონობდნენ და არა ინგლისელები, ამიტომ ყველაფერი განსხვავდება. მარგაოს სადგურზე სისუფთავემ გამაოცა. ტაქსისტს მარიო ერქვა. აქ მოსახლეობის მეოთხედი ქრისტიანია და სახელები პორტუგალული აქვთ… ტაქსმა ჩამიყვანა ბენალიუმში სასტუმრო ვუდსტოკში. ეს ზღვის პირას ბუნგალოები იყო და ღირდა 700 რუპი. ფასები აქ ზოგადად გოკარნაზე საგრძნობლად ძვირია. ვუდსტოკი……

მზის ჩასვლა

გოკარნა, კუდლი – სამოთხის პატარა ნატეხი

გოკარნაში, კუდლი ბიჩზე ცხოვრება მონოტონური მაგრამ სასიამოვნო იყო. დილით საუზმე და ცურვა. მერე ცოტა ხანი იოგაზე დავდიოდი. იოგა რომ აღარ მქონდა მთელი დღე, როდესაც ძალიან ცხელოდა ჰამაკში ვიწექი და ვკითხულობდი. საღამოს ცურვა, ქალაქში გასვლა და ვახშამი. ყველაზე კარგი საღამოები იყო. მზის ჩასვლისთვის კუდლის მოსახლეობა იკრიბებოდა პლიაჟზე და მხიარულობდა. ფოტოს დააკლიკეთ ეს ვიდეოა. მზის ჩასვლები თავისთავად…

გოკარნა

გოკარნა – პრაქტიკული ინფორმაცია

გოკარნა პატარა ქალაქია კარნატაკას შტატში ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. ქალაქში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტაძარია – შივასი, განეშის და რამასი, რის გამოც იგი ინდუისტებისთვის წმინდა ადგილია და ბევრი მომლოცველი ჩამოდის აქ. თავიდან ზღვაზე რომ გადავწყვიტე წასვლა ვორჭოფობდი, გოკარნა ამერჩია თუ კერალას შტატის საზღვაო ადგილები ვარკალა ან კოვალამი, გოა არც კი განიხილებოდა რუსი ტურისტების სიჭარბისა და ფასების გამო. ბოლოს არჩევანი…

ჰამპი

ჰამპი – პოსტი უკანასკნელი

ვაგრძელებდით მიტოვებული სასახლეების დათვალიერებას. წარსულის აჩრდილები ჯუნგლებში დაკარგულ ქალაქში… ჩამონგრეული ტაძარი აქ დიდი სასახლე იყო ტაძარიც იყო… მიტოვებული მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი… კი ეს ღმერთები აქ არიან, მიტოვებულ ქალაქში! ბარელიეფები… საიდუმლო გასასვლელებიც იყო და წყლის დიდი აუზიც. მეფეთა აბანოები პაწია ტაძარი ჯუნგლებმა ჩაყლაპა. ტაძრების ბოლო კომპლექსი მოშორებით იყო, თითქმის არგენუდის გადასასვლელთან და ჩვენი სასტუმროდან ის ძალიან…

ჰამპი

ჯუნგლებში დაკარგული ქალაქი ჰამპი

მარტომ სიცხეში გავნაგრძე ჰამპის ნანგრევების შესწავლა. გზის გაღმა კიდევ ერთი ტაძარი აღმოვაჩინე დიდი აუზით. წყლის აუზები ამ კლიმატში აუცილებელია. იანვარში უკვე გაუსაძლისი სიცხე იყო. განეშს რა უჭირს ჩრდილში ზის. აქ ღვთაება წყალში კარგად გრილადაა. ჰამპი მართლაც რაღაც მისტიკურია… თან ეს მისტიკური პეიზაჟები, ტიტანების ბრძოლის შედეგები, თან კი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე გაფანტული ტაძრების ნანგრევები… ნეტა როგორი…