დილა ნაგარკოტში – Morning in Nagarkot

 ასეთი დილა რომ გაგითენდება ბედნიერი როგორ არ უნდა იყო? კატმანდუს ქვაბული სილამაზით მთიან აჭარას შეედრება, შორს კი ჰიმალაები ჩანს კარგ ამინდში. მე და იურგენი წამოვედით უკან, მოგვშივდა და მოჰანის საუზმე ახლა ძალიან გვინდოდა. გზიდან ულამაზესი ხედები იშლებოდა.  კიდევ ერთ გადმოსახედზე ცოტა ხალხი იყო. უმეტესად ადგილობრივები. აქ ახალგაზრდა წყვილი გავიცანით. ამ დღეს ნეპალში დაშანის დღესასწაული დაიწყო…

მზის ამოსვლა ნაგარკოტში – Nagarkot sunrise

დილის 5 საათზე ავდექით და გზას გავუდექით გადმოსახედისკენ. აქედან მზის ამოსვლა და ჰიმალაები უნდა დაგვენახა. ბნელოდა, მაგრამ გზა ტურისტებით იყო სავსე. სასიარულო 3 კილომეტრამდე იყო, და სწრაფი ნაბიჯით მალე ავედით. როდესაც მივედით რიჟრაჟი იყო. ამ კოშკურაზე დაიწყო ზოგმა აძვრომა თუმცა ისედაც კარგად ჩანდა ყველაფერი. ევერესტი ვერ ვნახე მაგრამ სხვა მთები ადგილზე იყო. ჰიმალაები ობსერვატორია მზე…

ნაგარკოტი დღე პირველი / Nagarkot

ნაგარკოტი პატარა დასახლებაა კატმანდუდან 32 კილომეტრში, კატმანდუს ქვაბულის კიდეზე, მთაზე. დასახლება 2100 მეტრის სიმაღლეზეა და კატმანდუელებისთვის დაახლოვებით იგივეა რაც ჩვენთვის წყნეთი. წყნეთისგან განსხვავებით ნაგარკოტიდან დილაობით შესანიშნავი ხედებია ჰიმალაებით, თუმცა ეს კარგ ამინდში. 1 ოქტომბერს აი ამ ტურისტული ავტობუსით წავედი ნაგარკოტში. ავტობუსის ბილეთი ორივე ბოლო 500 რუპი დამიჯდა. გაჩერება ტამელიდან ჩრდილოეთით იყო. ნეპალში ორი ტიპის საზოგადოებრივი…

Паломничество на Святую Землю в Рождество 2015

В стоимость тура включено: * Авиаперелёт Тбилиси – Тель-Авив – Тбилиси 03-10.01.2015 * Встреча в аэропорту и Трансферы в Израиле по программе тура     * Отели 3+/4* на 8 дней / 7 ночей в Иерусалим, Вифлеем, Галилея в номерах DBL / TRPL * Питание НВ (завтраки + ужины) * В программе: Рождественская литургия в БАЗИЛИКЕ РОЖДЕСТВА ХРИСТОВА, Православный Иерусалим, Вифлеем, Эйн-Карем,…

Patan, Lalitpur Durbar square – 4 პატანი – ლალიტპური დურბარი

პაგოდიდან მოედნის ხედი. მომშივდა და სახურავზე კაფეში ავედი საჭმელად, საიდანაც შესანიშნავი ხედი იყო. ასე რომ სანამ მომოებს და ჩინურ ბამბუკის სალათას გეახლებოდით, ამ ხედებს ვუყურებდი. სასახლე ფანტანი მოქმედებაში. წყლის რიგი. სუვენირები ქუჩები ძველ პატანში ხედი რესტორანიდან. კარგია არა თან სადილი თან ამის ყურება? კატმანდუში ფეხით წავედი, გზად ასეთ საცობში გავიჭედე. არც ისე მარტივი იყო ამ…

Patan, Lalitpur Durbar square – 3 პატანი – ლალიტპური დურბარი

 სასახლის დათვალიერების შემდეგ ისევ მოედანზე დავბრუნდი და ამ ტაძარმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. არ ვიცი ამ არქიტექტურულ სტილს რა ჰქვია, მაგრამ მგონი ძირითადად ინდოეთშია გავრცელებული. დურბარის მოედნის ერთერთი ყველაზე ლამაზი შენობაა.  ისევ პაგოდები…  ბავშვები კარგად ერთობიან, ამხედრდნენ სპილოებზე 🙂  ამ ფანტანებს არა მხოლოდ დეკორატიული დანიშნულება აქვს. ახლო მდებარე კვარტალებიდან აქ მოდიან წყლის ასაგროვებლად, რადგან წყალი სახლში…

Письмо из Киева от бывшего клиента

Здравствуйте Русудан !  Мы с вами переписывались немного перед нашим восхождением на Казбек в 2013 году летом. Спасибо за готовность помочь и подсказать.   Надеюсь у Вас всё хорошо и гораздо спокойнее чем у нас .          Слишком много было грузинской темы у нас в новостях в последние дни. И я решил…

Patan, Lalitpur Durbar square – 2 პატანი – ლალიტპური დურბარი

 გარეთ ცოტა ბოდიალის შემდეგ აქაური სამეფო სასახლეც დავათვალიერე. კატმანდუს მერე დიდი არაფერი, თან რემონტი იყო. მოკლედ დამატებიტ 400 რუპის გადახდად არ ღირდა. სასახლის ბაღში სადრევნები და აუზი იყო.

 ესეც ეს ბაღი

 სასახლე, თუმცა ამ პაგოდაში ასვლა არ შეიძლებოდა 🙁

 კიდევ ერთი სიდა ეზო ძალიან ლამაზი შადრევნით

 განეში

 ორნამენტები

 შიდა ეზო…

და ისევ მოედანი

Patan, Lalitpur Durbar square – 1 პატანი – ლალიტპური

 ოდესღაც კატმანდუს ქვაბულში სამი სამეფო იყო. ოდესღაც ნეპალიც მდიდარი იყო. ერთი სამეფოს დედაქალაქი იყო კატმანდუ, და მეფე ბინადრობდა დურბარის მოედანზე, მეორესი – პატანი (იგივე ლალიტპური, ანუ მშვენიერი ქალაქი) და მესამესი კი ბრაჰტაპური. მეფეები კი შესაბამისად მოცემული ქალაქების დურბარის მოედნებზე ბინადრობდნენ, პრინციპში, დურბარის მოედანი სწორედ სასახლის მოედანს ნიშნავს. დღეს პატანი კატმანდუზე მიწებებულია, მათ მხოლოდ მდინარე ბაგმატი…

სვაიამბუნათი – მაიმუნების ტაძარი, ნეპალი, კატმანდუ

 სვაიამბუნათის სტუპა ერთ-ერთი უძველესია ბუდისტურ სამყაროში, გადმოცემის თანახმად იგი ჯერ კიდევ V საუკუნეში იყო აშენებული. სტუპა გორაზეა და მასზე ასასვლელად 365 საფეურიანი კიბეა ასავლელი. სტუპის გარშემო რამდენიმე ბუდისტური ტაძარია და მუზეუმი. ერთი ტაძარი გელუგის სკოლის იყო, მეორე კაგიუს. ქრისტიანებისგან და მუსულმანებისგან განსხვავებით, სხვადასხვა მიმდინარეობები ბუდიზმში მშვიდად თანაცხოვრობენ. სვაიამბუნათს უფრო ხშირად მაიმუნების ტაძარს უწოდებენ, რადგან ამ…