ბოდჰნათჰის სტუპა

 ძნელი სათქმელია არის ბოდჰნათჰი კატმანდუს გარეუბანი თუ ქალაქი თანამგზავრი… ლალიტპურის მსგავსად რთული სათქმელია სად იწყება ბოდჰნათჰი და მთავრდება კატმანდუ. თუმცა ერთი დიდი განსხვავება კი არის, ეს უბანი ბუდისტურია. ბოდჰნათჰის ცენტრი არის უზარმაზარი სტუპა, მსოფლიოში ეს უდიდესი ბუდისტური სტუპაა და მისი სიმაღლე 36 მეტრია. სტუპია გარშემო შენობები წრეს ქმნიან. ჩინეთის მიერ ტიბეტის ოკუპაციის შემდეგ კატმანდუს ეს უბანი იქცა…

რანი პოქჰარი, კატმანდუს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა

როდესაც გაძეძგილი ავტობუსით დავბრუნდი კატმანდუში, გაჩერებიდან ტამელამდე ფეხით მომიწია წასვლა, სასიარულო საკმაოდ ბევრი იყო. გზად გავიარე ეს ადგილი – რანი პოქჰარი, ანუ დედოფლის ტბა. ეს ხელოვნური კვადრატული ტბა XVII საუკუნეში გააკეთა ნეპალის მეფემ, რომელმაც ვაჟი დაკარგა და ცოლის დანუგეშება უნდოდა. ტბის ცენტრში ტაძარია, რომელიც წელიწადში ერთხელ იხსნება. დაღლილი ვიყავი თან ზურგჩანთისგან კისერი მტკიოდა, ამიტომ დეტალურად…

ბაქტაპური, ნაწილი 7 – Bhakhtapur

 ქალი ბავშვი და თხა…

 ორიგინალური სუვენირები

 ისევ ის თივის სახლები…

 ბირჟა 🙂

 დროა ავტობუსი დავიჭირო კატმანდუში დასაბრუნებლად. დავიღალე…

 კიდევ სალოცავი

 ქალი ლოცულობს…

კატმანდუში გატენილი ავტობუსით ჩამოვედი, 25 რუპი ღირდა. ყველაზე მაღალი ვიყავი და თავისუფლად ვსუნთქავდი 🙂

ბაქტაპური, ნაწილი 5 – Bhakhtapur

 დურბარის ხედი ზემოდან, აღარ მახსოვს ეს პაგოდაზე ვარ თუ კაფეში

 შივას პაგოდის კიბეები

 პაგოდა

 ისევ შივას პაგოდა

 ვაჭრობა

კიდევ ერთი ქუჩა

ბაქტაპური, ნაწილი 4 – Bhakhtapur

 მეორე მეოდანზე ყველაზე ლამაზი შენობა შივას ტაძარია, აი ეს დიდი პაგოდა.

 სხვა პაგოდა

 სახლები, კაფეები სახურავებზე… წყლის დეფიციტის გამო ბალონები სახურავზე სავალდებულო ატრიბუტია ყველგან.

 შივა…

 ამ პაგოდაში რესტორანია, აქ სურათებისთვის ავედი მხოლოდ.

 ქათმებიც იყიდება აქ

 შივა…

 რომელიღაც ღმერთის სალოცავი

 შივას პაგოდაზე ავედი

 პაგოდა შივას პაგოდიდან

 ხედები

ბაქტაპური, ნაწილი 3 – Bhakhtapur

 სასახლის გაყოლებაზე კიდევ რაღაც ლამაზი ტაძარია… მის კიბეებზე სურათის გადამღებთა რიგი იყო.

 ფანჯარა სასახლეში

 აი წინხედიც

 დილით ადრე უნდა მოხვდე აქ ხალხის გარეშე რომ ნახო აქაურობა

 უკნიდან

 კიბეებიდან

 წავედი ქუჩებში საბოდიალოდ. პირველივე ეზოში სალოცავი იყო. ქუჩებიც და ეზოებიც ძალიან ლამაზია.

 წითელი აგურით გაწყობილი ქუჩები

ბაქტაპური, ნაწილი 2 – Bhakhtapur

 A song of ice and fire – ს ფანები გამიგებენ რატომ მაგონებს ბაქტაპური ასტაროპს. მთელი ძველი ქალაქი წითელი აგურით არის მოპირკეთებული და აშენებული. პირამიდების როლში პაგოდები და ტაძრები. ერთი მონები აკლია აქაურობას, ერთი მონები და რაც მთავარია Unsullied (უნაკლო?) მეომრები აკლია აქაურობას 🙂 თუმცა შეიძლება ითქვას მათ მოსაგონად კი ვიყიდე აქ სახელგანთქმული ნეპალური კუხური დანა.…