მზის ამოსვლა ბომბეიში

ბომბეის კოლორიტი

ბომბეი ნახევარკუნძულზეა განლაგებული, ამიტომ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში შეიძლება ზღვაზე მზის ამოსვლის და მზის ჩასვლის ნახვაც. აურანგაბადიდან ღამის ავტობუსმა გათენებამდე ჩამომიყვანა ბომბეიში, ტაქსით მივედი კოლაბამდე და შევსახლდი საუკეთესო ბიუჯეტურ სასტუმროში – SeaShore hotel რომელიც ყურის პირას უსახური შენობის მეხუთე სართულზე იყო განლაგებული. ამ უსახურ შენობაში ნამდვილი სამთო ქიმია იყო, ობით დაფარულ კედლებში კაფეც იყო, ფიტნეს დარბაზის,…

ჯაინური ტაძარი ელორა

ელორა – ჯაინური ტაძრები

IX – X საუკუნეებში მაჰარაშტრაში გამეფდა ჯაინიზმის მიმდევარი მეფე, და ელორაში უკვე ჯაინური ტაძრებიც გაჩნდა. სწორედ ამ რელიგიისაა ელორას ყველაზე გვიანდელი გამოქვაბულები. ჯაინიზმზე ძალიან ცოტა რამე ვიცი, ასე რომ მიჭირს თქმა რა არის გამოსახული ამ ბარელიეფებზე. საკმაოდ კარგადაა შემონახული ფრესკები. ისეთივე შესანიშნავი ნამუშევარი, როგორც ინდუისტური და ბუდისტური ტაძრები… აქაც არის მინი კაილაში ჯაინური ვერსია. ამით…

კაილაში ელორა

კაილაში, ელორა – ინდუისტური ნაწილი

VIII საუკუნიდან ინდოეთში იწყება ბუდიზმის დაკნინება და ინდუიზმის რენესანსი. ამიტომ ამ პერიოდის შემდეგ გამოკვეთილი ტაძრები უკვე არა ბუდისტური არამედ ინდუისტურია. შივასადმი მიძღვნილ ტაძარში აუცილებლად უნდა იყოს ხარი. ბარელიეფებზე უკვე ინდუისტური მითოლოგიის სცენებია აღბეჭდილი. საკურთხეველში კი ბუდას ადგილი შივა ლინგამმა ანუ შივას ფალოსმა დაიკავა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მეთექვსმეტე გამოქვაბულია კაილაშის ტაძარი, რომელიც VIII საუკუნის მიწურულს ეკუთვნის.…

ელორა

ელორა ბუდისტური ნაწილი

ელორას კომპლექსი აურანგაბადიდან 29 კილომეტრში მდებარეობს და ავტოსადგურიდან ადვილია ავტობუსით მისვლა. ელორას კომპლექსის ისტორია ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნიდან დაიწყო. მალევე უცნობი მიზეზების გამო მიტოვებულ იქნა აჯანტას მონასტრები და სამონასტრო ცხოვრების ცენტრად ელორა იქცა. აქ სულ 34 გამოქვაბულია. 1-დან 12-მდე ბუდისტურია, ისინი V – VII საუკუნეებშია გამოკვეთილი. შემდეგ ინდოეთში ხდება ბუდიზმის დაკნინება და ინდუიზმის რენესანსი. ამიტომაც…

აჯანტა

აჯანტა – ნაწილი 2

აჯანტა ნაწილი 1. ყველაზე ძველ გამოქვაბულებში არაა ქანდაკებები, აქ სტუპებია. ეს ჯერ ის დროა, როდესაც არსებობდა მხოლოდ თჰერავადა ბუდიზმი, ჯერ არ იყო არც ნაგარჯუნა, არც მაჰაიანა. ზოგი მკვლევარი იმასაც ამბობს, რომ ბუდიზმში ქანდაკებების და ბუდას პიროვნების კულტტი ბაქტრიის სამეფოში გაჩნდა, ეს ბერძნულ-ინდური ბუდისტური სამეფო იყო, რომელიც წარმოიშვა ალექსანდრე მაკედონელის დამპყრობლური ომების შედეგად დღევანდელი ავღანეთის და…

აჯანტა

აჯანტა – ნაწილი 1

აჯანტაას და ელორას ამოქვაბულები მაჰარაშტრას შტატის ცენტრალურ აწილშია. ეს სინამდვილეში უზარმაზარი კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსებია. ამაზე მკითხველს ვარძია გაახსენდება და ვანის ქვაბები, მარამ, მომიტევეთ პატრიოტებო, აჯანტა და ელორა ბევრად უფრო ნატიფი, დახვეწილი ნაშრომია. აქაური კლდეში ნაკვეთი ტაძრები ენით აღუწერელი, წარმოუდგენელი რამაა. აჯანტა უფრო ძველია, ბუდისტმა ბერებმა ამ კანიონში გამოქვაბულების გამოკვეთა და ტაძრების მოწყობა ძველი წელთაღრიცხვით…

მზის ჩასვლა

მუმბაი პრაქტიკული ინფო

მუმბაი ინდოეთში ყველაზე დიდი და მდიდარი მეგაპოლისია. ქალაქი ოკეანის ნაპირზე, ნახევარკუნძულზე მდებარეობს. ქალაქში არის ჩადრაპატი შივაჯის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, რამდენიმე რკინიგზის სადგური და ავტოსადგურები. ავტოსადგური ბანდრაშია, ამიტომ, თუ კოლაბაში მიდიხართ ბანდრამდე არ მისული უნდა ჩამოხვიდეთ. ქალაქის სამხრეთ ნაწილში, ბანდრას ქვემოთ ტუკტუკების მოძრაობა აკრძალულია, აქ მხოლოდ ტაქსებია და ტაქსებს მრიცხველები აქვთ. მუმბაელი ტაქსისტები არ განსხვავდებიან თავისი…

კალა გოდა

კალა გოდას არტ ფესტივალი

ბომბეიში ჩემი ჩამოსვლის დღეს გაიხსნა ქუჩის არტ ფესტივალი კალა გოდას უბანში. რა თქმა უნდა წავედი. კალა გოდა შავ ცხენს ნიშნავს… ბიბლიოთეკის შენობა ფორტში. ჭრელი ინდოეთი ისე ბომბეიში 2008 წელს ტერაქტების სერია მოხდა, ქალაქში ხშირი ყოფილა მუსულმანების და ინდუისტების დაპირისპირებები, ამიტომ ყველგან ძალიან სერიოზული უსაფრთხოების ნორმებია. კარგი კითხვაა დედამიწის ჭრილი ფლი მარკეტიც იყო.. ბიძინას პინგვინი? ბრმა…

ბომბეი

ბომბეი (მუმბაი) კონტრასტების ქალაქი

მაჰაბალეშვარიდან მუმბაიში ღამის ავტობუსით ჩამოვედი საკმაოდ ცუდ დროს – ღამის 3 საათი იყო. ჰამპიში დავიწყე და გოკარნაში დავამთავრე გრეგორი დევიდსის რომანის – “შანტარამის” კითხვა. ამიტომ ჩემთვის მუმბაი იყო ბომბეი, ის ჭრელი და კონტრასტული ქალაქი, სადაც შანტარამის მოქმედება ხდებოდა. ღამის 3 საათზე ბომბეის ქუჩებში მარტო ტაქსისტები იყვნენ. მე ამ ღამისთვის არ მქონდა არაფერი დაჯავშნილი, რადგან იმედი…

მაჰაბალეშვარი

მაჰაბალეშვარი მზის ჩასვლა

გოკარნას და ჰამპის მერე მაჰაბალეშვარშიც არ მოვიშორე მზის ჩასვლების გადაღება. აქ სასტუმროს ბაღიდანვე მქონდა საუკეთესო ხედი.
DSCN7559

ამ პოსტში მხოლოდ მზის ჩასვლის სურათები იქნება.
DSCN7560

DSCN7573

თითქმის 5 დღე ვიყავი აქ. ბოლოს სასტუმროს პატრონმა მაყიდინა მუმბაის ღამის ავტობუსის ბილეთი…

DSCN7589

DSCN7597

DSCN7616

DSCN7636

DSCN7654

DSCN7676

DSCN7708
შემდეი პოსტი უკვე მუმბაიდან იქნება