ნეპალი

ნეპალი – რჩევები მოგზაურებს

ოთხი თვე მოვუნდი ჩემი ნეპალური თავდაგასავლების აღწერას. ახლა კი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ამ შესანიშნავ ქვეყანაში დამოუკიდებლად გამგზავრება სურს. ბოლო დროს საქართველოში ნეპალი მგონი ნომერ 1 ტურისტულ მიმართულებად იქცა, ამიტომ ვვარაუდობ, რომ პოსტი აქტუალურია. მაშ ასე დავიწყოთ თავიდან: ნეპალში ჩაფრენა და ვიზის აღება თბილისიდან კატმანდუში მოხვედრა შეიძლება Fly Dubai, Air Arabia-ს და Qatar Airways-ის მეშვეობით. უკანასკნელი…

ფრიკ სთრით

კატმანდუ, პოსტი უკანასკნელი

70-ან წლებში, როდესაც დასავლეთში ჰიპების მოძრაობა დასუსტდა და ბევრმა ჰიპმა დახეული ჯინსების ნაცვლად შარვალ-კოსტუმი ჩაიცვა და თმები შეიჭრა, ყველაზე დაუმორჩილებლები ვარანასიში გაემგზავრნენ, რათა ერთად ემსჯელად, როგორც გადარჩენილიყვნენ ცვალებად სამყაროში. აქედან ნაწილი კატმანდუში გამოემგზავრა და დურბარიდან სამხრეთით მეფემ მათ მთელი ქუჩა უბოძა. ასე იწყება ფრიკ სთრითის ისტორია. 70 წლებში აქ იყიდებოდა მარიხუანა და ბინადრობდნენ ჰიპები. 70-ანების…

დამშვიდობება კატმანდუსთან დურბარის მოედანი

ნევარები კატმანდუს ველის ძირითადი მოსახლეობაა მდიდარი კულტურით, ის შესანიშნავი პაგოდები რაც ვნახე ამათი აშენებულია. მათთვის ამ დროს 1135 წელი დადგა. მაშინ როდესაც ნეპალში 2071 წელია დანარჩენ მსოფლიოს დიდ ნაწილში კი მხოლოდ 2014. ანუ სრული თავისუფლებაა კალენდარში, გინდა II გინდა III ათასწლეული იყოს, გინდ XXI საუკუნის დასაწყისი გინდ ბოლო, როგორც გაგიხარდება ბატონო. მე კი თავი დროში…

დაბრუნება კატმანდუში

დაბრუნება კატმანდუში

დილით ავიკიდე გუდანაბადი და ავტოსადგურზე წასვლა რომ დავაპირე, სასტუმროს პატრონმა თავად შემთავაზა მოტოციკლეტით წაყვანა. მოვუჯექი ჩემი ზურგჩანთებით უკან და წავედით. 5 წუთში სადგურზე ვიყავით. თავი ისევ დიდუბეში მეგონა. ფენოვანი ხაჭაპურების აქაურო ვარიანტით დადიოდნენ აქეთ იქეთ მოვაჭრეები. მალე ავტობუსიც დაიძრა და შემდეგი 6 საათი გზაში გავატარე. მთელი ცენტრალური გორიანი ნეპალი მთიან აჭარას ან რაჭას მაგონებს. ასე…