9 აპრილი 1989

9 აპრილი 1989 ფიქრი წარსულზე

ის დღეები რაც 9 აპრილს მოჰყვა კარგად მახსოვს… რა ხდებოდა ჯერ კარგად არ მესმოდა… მაგრამ ყველაფერი რომ შეიცვალა ვხედავდი… სკოლაში აღარ იყო ლექსები ლენინზე, სახლში და მეზობლებთან რუსული არხები. იმ დროს 1 თბილისის არხი იყო და 2 რუსული. რუსულ არხებს აღარ ვრთავდით. პირველად გავიგე რუსებისადმი სიძულვილი, ის რომ რუსეთი ჩვენი მტერია და საქართველო დამოუკიდებელი უნდა…

მაიდანი

კიევი, მაიდანი

დამოუკიდებლობის მოედანი კიევში – Майдан Незалежності ყველამ კარგად იცის, ეს ის ადგილია, სადაც უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ორი რევოლუცია მოხდა, განსაკუთრებულად დრამატული კი შარშანდელი ევრორევოლუცია იყო, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მაიდანზე და მიმდებარე ქუჩებზე, ყველგან, სადაც ადამიანები დაიღუპნენ, მათი მემორიალებია…

მეტრო ხრეშჩატნიკიდან პირდაპირ ყოფილი ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე მოვხვდი, რომელსაც ახლა ზეციური ასეულის სახელი ეწოდება. სწორედ აქ მოხდა 18-19 თებერვალს ათეულობით ადამიანის დახვრეტა სნაიპერების მიერ.

უკრაინა

უკრაინა ჩემი მარშრუტი

უკრაინა 2015 24 მარტი – 6 აპრილი.
კიევი, ავტობუსით ოდესაში, მატარებლით ლვივში, ლვივიდან ისევ მატარებლით ჩერნივცი, ავტობუსით კამინეც-პოდილსკში, და ისევ მატარებლით კიევში. რუქაზე ეს ასე გამოიყურება:

Passport and ticket

Getting ready for Ukraine!

ხვალ დილით მივფრინავ კიევში. მერე ოდესა, ლვოვი, ჩერნივცი და კამენეც-პოდოლსკი. კარგი პროგრამა მაქვს რომ გავიცნო უკრაინა ნაკლებად ცნობილი კუთხიდან – ტურისტული უკრაინა.

დასავლეთ უკრაინა ავსტრო-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, და აქაური ქალაქები ძირითადად სწორედ ავსტრიელების ბატონობის პერიოდშია აშენებული.

გართობის გარდა კიდევ ვგეგმავ კიევში ტურისტულ გამოფენაზე დასწრებას. მოკლედ დატვირთული 2 კვირა მელის. ქვემოთ კიდე კიევის, ლვოვის და ჩერნივცის რუქებია.

თბილისი 2 ვიდეოში

რამდენიმე კვირის წინ ქსელში გავრცელდა 1997 წელს გადაღებული ვიდეო, სადაც თბილისის ცენტრალური ქუჩემია ასახული.

დღეს გიოს ბლოგში დაიდო ახლანდელი ვიდეო, ბლოგის ავტორმა 18 წლის შემდეგ გაიარა იგივე მარშრუტი და გადაიღო ვიდეო.

უკომენტაროდ გთავაზობთ ამ ორ ვიდეოს…

კარგი ილუსტრაციაა “9 წლიანი ნრევის”

კატის კვება

კატის კვება ნატურალური პროდუკტებით

აუცილებლად წაიკითხეთ ეს პოსტი თუ თქვენი კატის კვება ნატურალური პროდუქტებით გადაწყვიტეთ. წინა პოსტში უკვე ვისაუბრე კატის მშრალ საკვებზე, და თუ რა მნიშვნელოვანია კატის სწორი კვება. დღეს ვეცდები დავწერო თუ რა პროდუქტები შეიძლება ვაჭამოთ კატას თუ მას მშრალ საკვება არ ვაჭმევთ. მე არ ვარ ვეტერინარი და არანაირი განათლება არ მაქვს ამ სფეროში. ჩემი გამოცდილება ემპირიულიადა და ინტერნეტიდან მოპოვებული. მეტი…

კატის საკვები

კატის მშრალი საკვები

შორეულ 1997 წელს მოვიყვანე სახლში კნუტი. ეს ჩემი მესამე კნუტი იყო, თუმცა პირველი, ვინც ჩემთან 15 წელი გაატარა, ოჯახის წევრი და უსაყვარლესი პიროვნება გახდა. იმ წლებში არც ინფორმაცია იყო ბევრი და მატერიალურადაც არ გვილხინდა. პატარა ფისოს ხან ვისკასს ვაჭმევდით, ტელევიზორში ისეთი რეკლამა იყო, რომ ჩვენ გულუპრყვილოებს გვეგონა, კატისთვის ასე აჯობებდა, იშვიათად როიალ ქენინით ვანებივრებდით, მაგრამ…