ელორა

ელორა ბუდისტური ნაწილი

ელორას კომპლექსი აურანგაბადიდან 29 კილომეტრში მდებარეობს და ავტოსადგურიდან ადვილია ავტობუსით მისვლა. ელორას კომპლექსის ისტორია ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნიდან დაიწყო. მალევე უცნობი მიზეზების გამო მიტოვებულ იქნა აჯანტას მონასტრები და სამონასტრო ცხოვრების ცენტრად ელორა იქცა. აქ სულ 34 გამოქვაბულია. 1-დან 12-მდე ბუდისტურია, ისინი V – VII საუკუნეებშია გამოკვეთილი. შემდეგ ინდოეთში ხდება ბუდიზმის დაკნინება და ინდუიზმის რენესანსი. ამიტომაც…