ციხესიმაგრე

პრატაპადჰის ციხე მაჰაბალეშვართან

მაჰაბალეშვარის მიდამოებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა პრატაპადჰის ციხე, რომელშიც რომელიღაც მაჰარაჯები ბატონობდნენ. ციხე 30 კილომეტრშია. როგორც გავარკვიე ავტოსადგურიდან 9:30-ზე სახელმწიფო საექსკურსიო ავტობუსები დადის ყოველ დღე. მივედი დილით და შევუერთდი ექსკურსიას. ჩემს გარდა უცხოელები მხოლოდ ასაკოვანი ჩინელი წყვილი იყო. ავტობუსი ისეთი იყო როგორიც უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ავტობუსი, ძალიან ძველი და ხმაურიანი. ავტობუსს ჰყავდა ტურლიდერი. ფასი ზუსტად არ…