ვარანასი – პრაქტიკული ინფორმაცია
რა უნდა ვიცოდეთ წმინდა ქალაქ ვარანასიში ჩასვლისას? ვარანასიში არის 1 აეროპორტი და რამდენიმე რკინიგზის სადგური. სადგურებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია Varanasi Junction კოდით BSB. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკვანძო სადგურია ქალაქიდან 17 კილომეტრში განგას მეორე ნაპირზე Mugal Sarai კოდით MGS. ვარანასიში მთელი ტურისტული ცხოვრება განგას გატებზეა. აქაა უამრავი იაფი გესთჰაუსი და კაფე. გატებამდე ტუქტუკები და რიქშები არ მიდიან.…