ბაქტაპურული კალეიდოსკოპი
ნაგარკოტიდან ჩამოსვლის შემდეგ, ავტოსადგურზე დავემშვიდობე ჯეკს და ცენტრისკენ წავედი, ძველი ქუჩების ლაბირინთს გავუყევი… გზად ხალხი რაღაცას ზეიმობდა. ცოტა ხანი გავჩერდი, ვუყურე… რას აღნიშნავდნენ მაინც ვერ გავიგე… ლამაზი სანახაობა კი იყო.. ნეპალში ყოველთვის იპოვიან მიზეზს იზეიმონ რამე… გზა გავნაგრძე განეშის გესთჰაუსისკენ. გზად ქორწილი შემხვდა. მანქანა მხოლოდ ნეფე-პატარძლისთვის იყო, დანარჩენი მაყრიონი და ორკესტრი ფეხით მიდიოდნენ. ესეც განეშ…