კატმანდუ

დივალი, კატმანდუს ქუჩები და დურბარი

ლალიტპურიდან უკან რომ ვბრუნდებოდი, ბაგმატის ხიდთან ახლოსვე კიდევ ერთი ტაძარი ნახე, თუმცა ეს მიწისძვრამ სერიოზულად დააზიანა… ტაძრის გვერდზე რაღაც არმატურებს ტენტი ისე გადააფარეს შორიდან მოჩვენებას ჰგავდა. გზად დარაჰარას კოშკს ჩავუარე, რომელიც მიწისძვრამ დაანგრია და რამდენიმე ათეული ადამიანი მოიყოლა… შარშან აქ ასვლა დამეზარა, რას წარმოვიდგენდი, რომ რაც გინახავს ვეღარ ნახავ… კატმანდუს ვიწრო ქუჩებში კი საზეიმო განწყობა…

ლალიტპური

ლალიტპური – სილამაზის ქალაქი

ლალიტპური პატანის ძველი სახელია, რაც სილამაზის ქალაქს ნიშნავს. ოდესღაც, როდესაც კატმანდუს ველზე სამი სამეფო იყო, ლალიტპური ერთ-ერთის დედაქალაქი იყო. დღეს კი, როდესაც კატმანდუ მეგაპოლისი გახდა, პატანი მის სამხრეთ შემოგარენად იქცა. კატმანდუს და პატანს ახლა მხოლოდ მდინარე ბაგმატი ჰყოფს. კატმანდუს ცენტრიდან პატანის დურბარის მოედნამდე მხოლოდ 5-6 კილომეტრია. დივალის დილას გადავწვიტე ფეხით გამესეირნა. ბევრი ვიარე თუ ცოტა…