კატმანდუ

დურბარი, ქუჩები და ტაძრები კატმანდუ

კიდევ ერთი ახალ დაქორწინებული წყვილი, ამ ჯერად დურბარის მოედანზე. სვაიამბუდან ფეხით ჩამოვედი, სასტუმროსი წასვლა არ მინდოდა, არც ტამელზე ბოდიალი, წავედი დურბარისკენ. გზად ვისადილე კიდეც. ბიშნუმატის ნაპირას დავინახე დიდი პაგოდა, სამწუხაროდ მიწისძვრად სერიოზულად დააზიანა. ახლოს მივედი, გარშემო ბევრი ხალხი ტრიალებდა. ტაძარი ძალიან ლამაზი აღმოჩნდა. გზა გავაგრძელე. ქალაქი მორთული იყო დივალის წინ. ქუჩებში ძალიან ბევრი ხალხი იყო…

სვაიამბუნათი

სვაიამბუნათის სტუპა

როგორც თავად ნეპალელები ამბობენ – სვაიამბუ, უცხოელების უმეტესობა კი ვერ იმახსოვრებს ამ რთულ დასახელებას და monkey temple-ს ეძახიან ამ სტუპას. თუმცა ინდოსტანის სუბკონტინენტზე ევროპელებისთვის მაიმუნების ტაძრად როგორც წესი ღმერთი-მაიმუნის – ჰანუმანის ტაძრებია ცნობილი, ცოლო უძველესს ბუდისტურ სტუპას ამ ღმერთთან საერთო არაფერი აქვს, თუმცა მთის ფერდობზე მცხოვრებმა მაიმუნებმა ამის შესახებ არაფერი იციან. პირველად სვაიამბუს მთაზე შარშან…