ფარშევანგიანი ფანჯარა

ორი დღე ბაქტაპურში ნაწილი 1

ოდესღაც კატმანდუს ველზე სამი სამეფო იყო – კატმანდუ, ლალიტპური და ბაქტაპური. აქ ნევარები ცხოვრობდნენ. სამივე სამეფოს მალას დინასტიის მეფეები მართავდნენ და მათ შორის გააფთრებული ბრძოლა მიდიოდა, თუმცა ბრძოლის ველზე კი არა, არამედ ხელოვნებაში – ვინ უფრო ლამაზ ტაძრებს და სასახლეებს ააშენებს, ვისი ტაძრები უფრო ნატიფი ხის დეტალებით იქნება გაწყობილი. ეს მეტოქეობა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში…