ლვოვის პანორამები რატუშის კოშკიდან
ლვოვის გული ბაზრის მოედანია, ბაზრის მოედნის ცენტრში კი რატუშაა, რატუშის შუაში საათიანი კოშკი, რომელზეც ასვლა ნებისმიერს შეუძლია. მეც არ გამოვტოვე ეს შანსი და ბევრი კიბეების მიუხედავად ავძვერი კოშკზე, ზემოდან ხედები მართლა გადასარევია, გზად კი ლვოვის დამაარსებლის ბიუსტი და საათის საინტერესო მექანიზმი ვნახე.