ოდესაში საკმაოდ ბევრი საკმაოდ საინტერესო გრაფიტია კედლებზე. ზოგან მთელი მაღალი კედლებია მორთული გრაფიტით, ზოგანაც მხოლოდ ტრანსფორმატორის ბუდკები.
მაგალითად აქ ოდესური კოლორიტი, ალბათ ყველამ იცანით ილფის და პეტროვის ცნობილი ნაწარმოების გმირები.
ეს ადგილი კი დამოუკიდებლად რთული მოსაძებნია. ამ პაწია ეზოში უზარმაზარი კედელი მთლიანად მოხატულია.
ილფის და პეტროვის შემოქმედება ამ მისამართმაც განახსენა 🙂 სწორედ ამ ქუჩაზე იწარმოება მთელი კონტრაბანდა ოდესაში 🙂
მემორიალური დაფაც არ გამორჩათ :))) ყოჩაღ ოდესას 🙂
კიდევ გრაფიტი…
შემდეგ პოსტში ისევ წვიმიანი ოდესა იქნება 🙂 რა ვქნა მზე მანდ არ მინახავს არცერთი წამით…