ღამის კიევი
ჩემი და ფოტომანიაკების გასეირნება, რაზეც წინა პოსტში დავწერე, უკვე ქალაქის ცენტრში გაგრძელდა. ჯერ დიდხანს ტროლეიბუსით ვიმგზავრეთ, შემდეგ მეტროთი, და კიევის ძველ კარიბჭესთან – ოქროს კარიბჭესთან ამოვყავით თავი. კიევის შუასაუკუნეების შესასვლელი რეკონსტრუქციის შემდეგ ასეთია, რეალურად როგორი იყო არ ვიცი. თუმცა ორიანი რეკონსტრუქტორებს, სრული რეალიზმისთვის ძველი კედელის დაემატებინათ, და ბარათაშვილის გამზირი გამოვიდოდა, თორე ასე, კარიბჭე შუაგულ ქალაქში…