მაიდანი

კიევი, მაიდანი

დამოუკიდებლობის მოედანი კიევში – Майдан Незалежності ყველამ კარგად იცის, ეს ის ადგილია, სადაც უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ორი რევოლუცია მოხდა, განსაკუთრებულად დრამატული კი შარშანდელი ევრორევოლუცია იყო, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მაიდანზე და მიმდებარე ქუჩებზე, ყველგან, სადაც ადამიანები დაიღუპნენ, მათი მემორიალებია…

მეტრო ხრეშჩატნიკიდან პირდაპირ ყოფილი ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე მოვხვდი, რომელსაც ახლა ზეციური ასეულის სახელი ეწოდება. სწორედ აქ მოხდა 18-19 თებერვალს ათეულობით ადამიანის დახვრეტა სნაიპერების მიერ.

უკრაინა

უკრაინა ჩემი მარშრუტი

უკრაინა 2015 24 მარტი – 6 აპრილი.
კიევი, ავტობუსით ოდესაში, მატარებლით ლვივში, ლვივიდან ისევ მატარებლით ჩერნივცი, ავტობუსით კამინეც-პოდილსკში, და ისევ მატარებლით კიევში. რუქაზე ეს ასე გამოიყურება: