ნევარები კატმანდუს ველის ძირითადი მოსახლეობაა მდიდარი კულტურით, ის შესანიშნავი პაგოდები რაც ვნახე ამათი აშენებულია. მათთვის ამ დროს 1135 წელი დადგა. მაშინ როდესაც ნეპალში 2071 წელია დანარჩენ მსოფლიოს დიდ ნაწილში კი მხოლოდ 2014. ანუ სრული თავისუფლებაა კალენდარში, გინდა II გინდა III ათასწლეული იყოს, გინდ XXI საუკუნის დასაწყისი გინდ ბოლო, როგორც გაგიხარდება ბატონო. მე კი თავი დროში დაკარგულად ვიგრძენი, უკვე შევეჩვიე, რომ 2071 წელია და უცებ 1135 რომ მოგვილოცეს ბანერიდან, კოგნიტური დისონანსი ვიგრძენი.
[pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-tJGeFOS7q1I/VHQKMvysAzI/AAAAAAAAZ5k/1pj8fHOb_D4/s144-c-o/DSCN1211.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/ItSKathmanduBabyTypicalKathmandu#6085500210588156722″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1211.JPG” ] [pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-_TUJ6iIV_lw/VHQKM8yP0XI/AAAAAAAAZ4k/NhXedGZHJ7g/s144-c-o/DSCN1212.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/ItSKathmanduBabyTypicalKathmandu#6085500214075969906″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1212.JPG” ]
საზეიმოდ მორთულ ვიწრო ქუჩებში ხეტიალი განვაგრძე. ვცდილობდი ნაკლებად ტურისტულ ადგილებში მებოდიალა, თან თავდაჯერებით, გიდების და გამყიდვლების ყურადღებისგან თავდასაღწევად.
[pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-dxfF6df89qA/VHQKNGnp1tI/AAAAAAAAZ5c/j71bbiEfGZA/s144-c-o/DSCN1213.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/ItSKathmanduBabyTypicalKathmandu#6085500216715892434″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1213.JPG” ] [pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-UFt7wdF4SdU/VHQKNVk47mI/AAAAAAAAZ4s/CVQbuo6GKX8/s144-c-o/DSCN1214.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/ItSKathmanduBabyTypicalKathmandu#6085500220730830434″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1214.JPG” ]
ძველი კატმანდუ ნელ-ნელა ცოცხლდებოდა დივალის შემდეგ.
[pe2-image src=”http://lh4.ggpht.com/-Novdpp4U_0U/VHQKOFczxiI/AAAAAAAAZ44/4skPENHKIlU/s144-c-o/DSCN1216.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/ItSKathmanduBabyTypicalKathmandu#6085500233581839906″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1216.JPG” ] [pe2-image src=”http://lh5.ggpht.com/-ciPGD5hb3hc/VHQKOUPX_xI/AAAAAAAAZ5Y/AJCmOWYSbg8/s144-c-o/DSCN1217.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/ItSKathmanduBabyTypicalKathmandu#6085500237552025362″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1217.JPG” ]
ებრაეული დავითის ვარლსკვავი აქ სიბრძნის ქალღმერთის სიმბოლოა და ყველგან გვხვდება განსაკუთრებით სასწავლო დაწესებულებებზე.
[pe2-image src=”http://lh5.ggpht.com/-d1KY9MhZb_E/VHQKO_UF-qI/AAAAAAAAZ5A/4AZyyKI3hRI/s144-c-o/DSCN1218.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/ItSKathmanduBabyTypicalKathmandu#6085500249114540706″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1218.JPG” ] [pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-oBNiirHxNEc/VHQKPmSbqrI/AAAAAAAAZ5M/WcJj-5G2Uh8/s144-c-o/DSCN1220.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/ItSKathmanduBabyTypicalKathmandu#6085500259576556210″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1220.JPG” ]
მანქანებიც საზეიმოდ იყო მორთული. და ქუჩებიც ბრჭყვიალებით გალამაზებული. მიკიბულ მოკიბული გზებით დურბარის მოედნამდეც მივედი, ვიწრო შესასვლელებთან არც სალაროები იყო არც კონტროლიორები. ქალაქის მთავარ წყაროსთან ხალხი წყალს აგროვებდა.
[pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-4_wyYZ1-2bE/VG_JcznTAKI/AAAAAAAAZvU/gambTjIt1vo/s144-c-o/DSCN1223.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/DurbarSquareKathmandu#6084303118329381026″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1223.JPG” ]
წყაროს გარშემო ბევრი ხალხი ტრიალებდა და თან სულ ადგილობრივები. ჩემთვის თვითონ წყარო არა როგორც წყლის წყარო არამედ როგორც არქიტექტურის ნიმუში იყო საინტერესო. თუმცა საცოდავობაა დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, ხალხს სახლში წყალი არ აქვს და ისტორიულ წყაროზე მოდიან წყლის ასავსებად. არ მინდოდა ხალხის შეწიხება ფოტოაპარატით, ალბათ თავადაც არ ესიამოვნებოდათ, ვიღაც ტურისტი მოდის და იღებს როგორ აგროვებენ წყალს, მერე კი დადებს ამ ფოტოს სადმე და მიაწერს “აგერ რა უბადრუკად ცხოვრობს ხალხი”… ამიტომ, უხერხულობა რომ არ ეგრძნოთ ხალხს, ერთი შორი კადრით შემოვიფარგლე და ყურადღება არქიტექტურულ დეტალებზე გადავიტანე, რაც ნამდვილად იმსახურებდა ამას.
[pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-pTlYAXCewn8/VG_Jc_eIGeI/AAAAAAAAZt8/EfxjHbijnSA/s144-c-o/DSCN1225.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/DurbarSquareKathmandu#6084303121512143330″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1225.JPG” ]
[pe2-image src=”http://lh4.ggpht.com/-xiF9-aEQRCo/VG_JczbZ9yI/AAAAAAAAZuI/AYVCChNDWg4/s144-c-o/DSCN1227.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/DurbarSquareKathmandu#6084303118279505698″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1227.JPG” ]
ასეთი შესანიშნავი ბარელიეფებით იყო მორთული ეს წყარო. რაც საკმაოდ ტიპიურია ნევარების კულტურისთვის. ამ ფოტოსესიის დროს ეს გოგო მომადგა ფული მთხოვა. ფული არ მივეცი, მაგრამ სურათი გადავუღე. პირდაბანილი ლამაზი ბავშვი იქნებოდა უფრო 🙂
ტურიზმი აფუჭებს ბავშვებს. მაღალმთიან სოფლებში თუ კამფეტებს მთხოვდნენ აქ პირდაპირ ფულს ითხოვდნენ. თუმცა იქაც და აქაც ხახამშრალი დავტოვე ბავშვები. ტკბილეული უბრალოდ არ მქონდა, ფულის მიცემა კი მათხოვრობის ხელშეწყობაა.
[pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-vSayxLVHqWo/VG_Jd0KTgVI/AAAAAAAAZuc/ueo_X86FHtg/s144-c-o/DSCN1228.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/DurbarSquareKathmandu#6084303135656083794″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1228.JPG” ] [pe2-image src=”http://lh4.ggpht.com/-rMdWqk28BRM/VG_JeCwgTPI/AAAAAAAAZuU/GZtzo-ATZwA/s144-c-o/DSCN1229.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/DurbarSquareKathmandu#6084303139574402290″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1229.JPG” ]
სალოცავებთან ლამპადები ენთო და პატარა ქანდაკებები ჭრელი პუდრებით იყო შეღებილი როგორც ყოველთვის.
[pe2-image src=”http://lh5.ggpht.com/-HHqscR8j-Cg/VG_JemPTs3I/AAAAAAAAZuY/nTs2F67Wgjs/s144-c-o/DSCN1230.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/DurbarSquareKathmandu#6084303149098840946″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1230.JPG” ] [pe2-image src=”http://lh5.ggpht.com/-TEiC8qTL8gE/VG_Je8FungI/AAAAAAAAZug/WafIu6ELkXQ/s144-c-o/DSCN1231.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/DurbarSquareKathmandu#6084303154964241922″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1231.JPG” ]
ხალხი აქ ხშირად ლოცულობს და სწირავს რაღაცეებს თავის ღმერთებს. ღმერთების ნაკლებობაც არ იგრძნობა. ბევრია და სხვადასხვანაირი. დურბარზე ცხოვრება დუღს. ეტყობა იმდენად გავნეპალელდი, რომ აქაც არ მაწუხებდნენ გიდები… არა და პირველად რომ ვიყავი თავი ვერ დავიხსენი. კარგი ფსიქოლოგები არიან, გუშინწინ ჩამოსულსა და 1 თვე აქ მობოდიალეს ადვილად ასხვავებენ.
[pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-gq5WgFXCSH4/VG_JftV0e9I/AAAAAAAAZvg/JfNb1c4jdoU/s144-c-o/DSCN1234.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/DurbarSquareKathmandu#6084303168185072594″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1234.JPG” ] [pe2-image src=”http://lh5.ggpht.com/-7LMempQYbzM/VG_JgGqBetI/AAAAAAAAZu0/sJZ6AuiJDrU/s144-c-o/DSCN1235.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/DurbarSquareKathmandu#6084303174980696786″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1235.JPG” ]
კუმარის სასახლესთან ხალხმრავლობა იყო. ამ დღესასწაულზე ბევრს უნდოდა პატარა ქალღმერთის კურთხევა და მზად იყვნენ გრძელ რიგებში მდგარიყვნენ. ადგილობრივ მორწმუნეებს ტურისტებიც ერეოდნენ. მე კი ავძვერი ჯიმი ჰენდრიქსის საყვარელ პაგოდაზე და იქედან ვუყურებდი დურბადზე ფუსფუსს. ამასობაში კი დიდი კატასტროფა მოხდა! ჩიპზე ადგილი გამითავდა, არა და კიდევ მქონდა წინ მთელი საღამო კატმანდუში და ხვალინდელი დილა. დავიწყე არასაჭირო ფოტოების წაშლა.
ის მომენტი როდესაც ზემოდან უყურებ ცხოვრების დუღილს და სრულიად მოდუნებული ხარ…. ამ პაგოდაზე დიდხანს შეიძლება იჯდე და არ მოგბეზრდეს.
[pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/–l5T4XuP4yM/VG_Jg313cyI/AAAAAAAAZvA/rjjruqDSBtA/s144-c-o/DSCN1236.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/DurbarSquareKathmandu#6084303188183708450″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1236.JPG” ] [pe2-image src=”http://lh4.ggpht.com/-4vo52ZQ15CU/VG_JhEAkPGI/AAAAAAAAZvQ/4M3izcZDBtM/s144-c-o/DSCN1238.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/DurbarSquareKathmandu#6084303191449812066″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1238.JPG” ]
შივას და პარვატისაც გავხეზე და გადავუღე ბოლო ფოტოები… ბოლო ბოლო ნებისყოფა მოვიკრიბე და ჩემი ქანდარიდან ცოდვილ მიწაზე დავეშვი.
[pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-Oyvz39CEQQI/VG_JheXdVOI/AAAAAAAAZvM/9itExWH98O8/s144-c-o/DSCN1239.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/DurbarSquareKathmandu#6084303198525150434″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1239.JPG” ] [pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-n7kT7QcOArc/VG_JibPmd_I/AAAAAAAAZvY/2YIDE64662Q/s144-c-o/DSCN1240.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/DurbarSquareKathmandu#6084303214866757618″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1240.JPG” ]
დურბარის სამხრეთ ნაწილში გავედი, სადაც ადრე სპილოების საჯინიბო იყო, ახლა კი სუვენირებით ვაჭრობა დუღდა. იმდენად გავნეპალელდი, რომ არც მესუვენირეები მაქცევდნენ ყურადღებას. სასახლის 9 სართულიან პაგოდასაც გადავუღე ფოტო
[pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-sWDZiJDxbC8/VG_JiOXiROI/AAAAAAAAZvc/vxVX49ohzpU/s144-c-o/DSCN1241.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/DurbarSquareKathmandu#6084303211410375906″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1241.JPG” ] [pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-imVK7n88D6E/VG_QH_ab7UI/AAAAAAAAZwY/M-GkpZ_C7Jc/s144-c-o/DSCN1264.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/DurbarSquareKathmandu#6084310457300806978″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1264.JPG” ]
ამინდი ნელნელა იცვლებოდა, აგრილდა და ღრუბლები გამოჩნდა. ჯერ მიხაროდა, ასეთი ღრუბლები იდეალურია ფოტო გადაღებისთვის. წვიმამდე ჯერ საკმაოდ დრო მაქვს და შემდეგ დურბარის სამხრეთით სეირნობა მინდოდა.
[pe2-image src=”http://lh5.ggpht.com/-gfFw3MR0DMM/VG_QH1caNhI/AAAAAAAAZwc/Md-tryZ05MI/s144-c-o/DSCN1265.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/DurbarSquareKathmandu#6084310454624728594″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1265.JPG” ] [pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-j5uuqzSGrOM/VG_QH994uYI/AAAAAAAAZwg/3xspNh0y0Y8/s144-c-o/DSCN1266.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/DurbarSquareKathmandu#6084310456912624002″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1266.JPG” ]
ნეპალური სან მარკოს მოედანი, ასოციაცია მტრედევბის სიმრავლის გამო გამიჩნდა. წითელი განსაკუთრებით კარგად ეხამება ღრუბლებს… ბოლოს ამ საშიშ ღვთაებასაც გადავუღე სურათი და ჰიპების ქუჩისკენ – ფრიკ სთრითისკენ ავიღე გეზი….